AS 28 2T ES

2-სიჩქარიანი უნივერსალი გასაბერი ბორბლებით

კლასიკური 3-ბორბლიანი უნივერსალი, AS 28 2T ES, აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 40-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს.  ჰაერის მიწოდება ძრავისათვის ხორციელდება მაღალ პოზიციაზე დამონტაჟებული სნორკელის ფილტრით, რაც იცავს ძრავს მტვრისა და ჭუჭყისგან და უზრუნველყოფს სრულ სიმძლავრეს მაღალი ბალახის პირობებში.  ლილვის სამმაგი საკისარი და ფრთიანი დანების ხახუნის დისკები იცავს ძრავს უხილავი წინაღობებისაგან. ფართო გასაბერი ბორბლები საველე პროტექტორით იძლევა 4 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას.

 

 

მოქნილი მანევრირება 3-ბორბლიანი კონცეფციის წყალობით.

AS 28 2T ES მარტივად ახერხებს თიბვას კუთხეებსა და მოსახვევებში. მობრუნებადი წინა თვალი თიბვისას შეგვიძლია დავაყენოთ ფერდობის დიაგონალურ პოზიციაში, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას და კომფორტს მუშაობისას. AS 28 2T ES აღჭურვილია კომფორტული საჭით, რომელიც რეგულირდება ოპერატორის სურვილისამებრ. უკანა ბორბლების მუხრუჭი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას დაღმართზე მუშაობისას. ეს მუხრუჭი ასრულებს პარკინგის მუხრუჭის ფუნქციასაც.

მუშაობის სიჩქარე შეადგენს 2500 კვმ/სთ, რაც გამომდინარეა 2-ტაქტიანი ძრავის სიმძლავრისგან – 6,7 ცხენის ძალა და თიბვის სიგანისგან – 63 სმ.  დანების მაღალი სიჩქარე უზრუნველყოფს მულჩირების მეტ ხარისხს 21 ტიპის სათიბებთან შედარებით. ჭრის სიმაღლე შეადგენს 55-80 მმ, იგი რეგულირდება წინა ბორბლის 4 და უკანა ბორბლის 2 დონით. AS 28 2T ES მარტივად თიბავს 90 სმ. სიმაღლის ბალახს.

 

 

პროდუქტის უპირატესობები

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

უკანა ბორბლების მუხრუჭი

რეგულირებადი უკანა ბორბლების მუხრუჭი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას დაღმართზე.

სნორკელის ფილტრი

მაღალ დონეზე მდებარე სნორკელის ფილტრი ამარაგებს ძრავს მტვრისგან გაწმენდილი აირით.

2 სიჩქარიანი წევა უკანა წამყვანით

2 სიჩქარიანი წევა უკანა წამყვანით ოპტიმალურია ფერდობზე, დაბალი სიჩქარე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

3-ბორბლიანი კონცეპტი

თიბვა ფერდობზე, წინაღობების გარემოცვაში.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

პროდუქტის დეტალები

წამყვანი ბორბლები

საველე საბურავები ფერდობებსა და ტერასებზე ოპტიმალური მოჭიდებისათვის.

რეგულირებადი საჭე

საჭე რეგულირდება სიმაღლეში და გვერდულად ოპერატორის მოთხოვნილების შესაბამისად.

მართვადი წინა ბორბალი

ფერდობზე უსაფრთხოდ გაჩერებისათვის წინა ბორბალი ფიქსირდება მობრუნებულ მდგომარეობაშიSwivel front wheel can be stopped in position for safe traversing on slopes.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 63 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 80 სმ
ძრავის მწარმოებელი AS-Motor
ძრავისი ტიპი AS 165 ES
გადაადგილება 165 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 4,0/5,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3800 ბრუნვა წუთში.
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
მოჭრის სიმაღლე 55 - 130 მმ
წევის ძრვა,მექანიკური/ჰიდროსტატიკური /
სიჩქარი რაოდენობა 2
მაქსიმალური სიჩქარე 3,4 კმ/სთ
ავზის მოცულობა 5
განზომილება ლ/წ/ს 195x92x99 სმ
წონა 77 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

ხელის დამცავი პლასტიკის სახელური

ეფექტური დაცვა ჯაგნარისა და ეკლებისგან.

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

ხელის დამცავი ფოლადის სახელური

ოპერატორის დამატებითი დაცულობა.

სპეციალური დანა

გამოიყენება ქვიშიანი ნიადაგის პირობებში.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

უკამერო ბორბალი

მდგრადია დაზიანების მიმართ, დამატებით გამოიყენება საბურავის ჰერმეტიკი

"Flat-Stop".

პროგრამები

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.