AS 531 4T MK

პროფესიონალური გაზონის სათიბი შესანიშნავი ბალახის შემგროვებლით

გაზონის სათიბთა შორის ყველაზე პროფესიონალური, AS 531 4T MK აღჭურვილია მრავალი ექსტრა- ფუნქციით და იდეალურად მორგებულია ისეთ გამწვანებულ სივრცეებზე სამუშაოდ, როგორიცაა ციცაბო რელიეფის მქონე ნაკვეთები და შეზღუდული სივრცეები. სტანდარტულ კომპლექტს შესაძლოა მარტივად დაემატოს (და შემდეგ მარტივადვე მოიხსნას) მულჩირების ნაკრები. ამრიგად, AS 531 4T MK შეიძლება ფუნქციონირებდეს როგორც “3 ერთში” -გაზონის საკრეჭი და როგორც მულჩერი, შემგროვებელი ტომრით ან მის გარეშე.   Honda GSV ძრავი 5,2 ცხენის ძალა (3,8 კვ) სიმძლავრით განაპირობებს AS 531 4T MK-ის იდეალურ გამოყენებას პროფესიონალური ოპერატორების მიერ. შემგროვებელ ტომარას გააჩნია 75 ლიტრი ტევადობა და ავსების დონის  ინდიკატორი. შუაში დამინტაჟებული სახელურით შესაძლებელია მისი დაცლა მარტივად.  AS 531 4T MK-ს ერთადერთს მის კლასში გააჩნია უსაფრთხოების მუხრუჭი და შემზღუდავი დიფერენციალი. დანის მუფთის ბერკეტის აშვებისთანავე ირთვება პარკინგი და მანქანა ჩერდება იმისდა მიუხედავად, თუ რა დაღმართზე იმყოფება იგი. ეს ზრდის უსაფრთხოებას. სათიბი ადვილად იმართება AS-Motor-ის მიერ შემუშავებული საჭით. მარცხენა ხელით ოპერატორი არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს 3,0-4,5 კმ/სთ დიაპაზონში, როცა მანქანა მოძრაობაშია, მარჯვენა ხელით კი არეგულირებს წევას, დანების მუფთას და პარკინგს. დანების მუფთით შესაძლებელია თიბვის შეჩერებე ძრავის გათიშვის გარეშე, მაგალითად მაშინ, როცა შემგროვებელი ჩანთაა დასაცლელი.

მობრუნებადი საჭე საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ AS 531 4T MK სახლის კედლების გასწვრივ, პარკირებული მანქანის გარშემო, ბუჩქნარში. საჭე გამაგრებულია რეზინის საკისრით და აქვს ვიბრაციის შემცირების ფუნქცია VibrationProtect. სიმძიმის ოპტიმალური განაწილება უზრუნველყოფს ერგონომიკულ მართვას და მუშაობას დაღლის გარეშე.

 

კომპლექსური პროფესიონალური მანქანა

კომფორტს და შედეგიანობას განაპირობებს შემდეგი კომპონენტები:

  • 3-ლიტრიანი სარეზერვო საწვავის ავზი
  • ბურთულა საკისრებით გამაგრებული თვლები
  • მძლავრი ზამბარისებრი ფოლადის ღერძი
  • სტაბილური, ოპტიმალური ფოლადის კორპუსი
  • ცვლადი სუჩქარეები
  • ღვედით დაკავშირებული დანის მუფთების სისტემა
  • ლილვის სამმაგი საკისარი და მოჭიდების დისკი დანასთან ახლოს
  • გამძლე, მყარი ტრანსმისიის მუფთა
  • 75 ლიტრიანი შემგროვებელი ჩანთა შევსების დონის ინდიკატორით

პროდუქტის უპირატესობები

ავტომატური შემზღუდავი დიფერენციალი

100%-ით შემზღუდავი დიფერენციალი აქტიურდება მოძრაობისას და უზრუნველყოფს უკეთეს მართვას.

მარტივად ოპერირების კონცეფცია

პარკინგის მუხრუჭი, დანების ჩართვა, შემზღუდავი დიფერენციალი, მართვის ფუნქცია, სიჩქარის გადართვა - ყველაფერი ეს ხორციელდება 3 ბერკეტით.

ცვლადი სიჩქარე

ცვლადი სიჩქარე იძლევა ნებისმიერ პირობებში ოპტიმალური მუშაობის შედეგის მიღების საშუალებას.

წონის გადანაწილება

წონის ოპტიმალური განაწილება ერგონომიკული მართვისა და დაღლის გარეშე მუშაობისათვის.

V-ტიპის საჭე

ერგონომიკული V-ტიპის საჭე რეგულირებადია და იწევა დაბლა. ბალახის დაცლა და შეგროვება მარტივია.

პროდუქტის დეტალები

ფუნქცია 3 1-ში

ქარხნულად აღჭურვილია მარტივად დამონტაჟებადი მულჩირების ნაკრებით. თიბვა შემგროვებელი ჩანთით, უკნიდან დაცლა, ან მულჩირება

ვიბრაციის დამწევი

VibrationProtect და რეზინის საკისრით გამყარებული V-ტიპის საჭე მინიმუმამდე ამცირებს ვიბრაციას

წინა ღერძის ამორტიზაცია

ამორტიზაცია ფოლადის ზამბარიანი ღერძისა და რეზინის ბუფერის მეშვეობით.

სპეციალური წინა ბორბლები

ორმაგი ბურთულა საკისრით გამყარებული თანაბრად მოძრავი ბორბლები ჭყლეტს მცირე რაოდენობის ბალახს..

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 53 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 30 სმ
ძრავის მწარმოებელი Kawasaki
ძრავისი ტიპი FJ180V KAI
ძრავა, 4-ტაქტიანი / 2-ტაქტი /
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 3,4/4,6 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 2,9/4,0 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 2800 ბრუნვა წუთში.
ავზის მოცულობა 3
უკანა ბორბლის ძრავა / ოთხივე-ბორბლის ძრავა /
სიჩქარი რაოდენობა Vario
მაქსიმალური სიჩქარე 4,5 კმ/სთ
დანის პედალი
დაქუცმაცების ფუნქცია, სტანდარტული / არჩვითი /
მოჭრის სიმაღლე 30 - 80 მმ
ჭრის სიმაღლის რეგულირებაt: ცენტრარული / ღერძულად/ წრიულად / /
მოჭრის სიმაღლის რეგულირება:დონეები 6
განზომილება ლ/წ/ს 164x59x99 სმ
წონა 60 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.