AS 63 2T ES

თანამედროვე უნივერსალი რთული ნაკვეთებისათვის

AS 63 2T ES  ამულჩირებს მაშინაც, როცა სხვა მანქანა ამოწურავს თავის ლიმიტს.  იგი აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 40-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს. ძრავის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე იძლევა მაღალ და ხშირ ბალახში მუშაობის საშუალებას. ლილვის სამმაგი საკისარი და ფრთიანი დანების ხახუნის დისკები იცავს ძრავს უხილავი წინაღობებისაგან. ფართო ბორბლები საველე პროტექტორით იძლევა 4 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას.

სიჩქარეთა კოლოფში სიჩქარეთა შემცირების 1:13:44 პროპორცია იძლევა AS 63 2T ES-ის თავდაღმართზე დამუხრუჭების საშუალებას. არც დაღმართზე, არც ტერასულ ნაკვეთზე მოძრაობისას მანქანის სიჩქარე არ გაიზრდება.  საჭიროებისას გამოიყენება შემზღუდავი დიფერენციალი.

მუშაობის სიჩქარეა 2400 კვმ/სთ, ძრავის სიმძლავრე 6,7 ცხენის ძალა, თიბვის სიგანე-61სმ.  AS 63 2T ES უპრობლემოდ თიბავს 100 სმ სიმაღლის ბალახს.

 

 

 

 

მარტივი, საიმედო და უსაფრთხო მართვა.

AS 63 2T ES იმართება ბერკეტებით, რომლებითაც აქტიურდება პარკინგის მუხრუჭი, წევა, შემზღუდავი დიფერენციალი და დანების მუფთა. პარკინგის მუხრუჭი უსაფრთხოების დამატებითი ფაქტორია. მართვის ბერკეტის აშვებისას პარკინგის მუხრუჭი აჩერებს მანქანას დაღმართისა და ტერასული ნაკვეთის პირობებშიც კი. მოხერხებული მართვისათვის V-ტიპის საჭე რეგულირდება ოპერატორის სურვილისამებრ. “VibrationProtect” მოწყობილობა ახდენს ვიბრაციის მინიმიზაციას.

 

 

პროდუქტის უპირატესობები

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

თიბვა და მულჩირება ერთი მოქმედებით

ამ უნივერსალის ჯვარედინი დანების სისტემა მარტივად ჭრის და აქუცმაცებს მწვანე ნაზარდს. მულჩირების შედეგი შესანიშნავია.

ავტომატური პარკინგის მუხრუჭი

როცა მართვის ბერკეტი აშვებულია, მანქანა ჩერდება ავტომატურად იქნება ეს ფერდობი თუ ტერასა.

თვითდამუხრუჭებადი წევა

ტრანსმისია 1:13.44 პროპორციის მქონე რედუქტორით უზრუნველყოფს ოპტიმალურ მოჭიდებას და ავტომატურ დამუხრუჭებას დაღმართზე.

ავტომატური შემზღუდავი დიფერენციალი

100%-ით შემზღუდავი დიფერენციალი აქტიურდება მოძრაობისას და უზრუნველყოფს უკეთეს მართვას.

ჭრის მაღალი სიმძლავრე

1:1.6 ძრავი-დანა რედუქცია განაპირობებს ხშირი ნაზარდის ჭრის მაღალ სიმძლავრეს.

ძრავის დაცულობა

ძრავის დაცულობა განპირობებულია ძრავისა და დანების ლილვის განცალკევებით.

კონუსური სათიბი ბლოკი

კონუსური სათიბი ბლოკი წარმოქმნის აირნაკადებს, რითაც მოჭრილი ბალახი მულჩირების განყოფილებაში ხვდება.

პროდუქტის დეტალები

ვარიატორი

სიჩქარის რეგულირება იძლევა სიჩქარის თანაბარი ცვლის საშუალებას.

ვიბრაციის დამწევი

"VibrationProtect" ამცირებს ვიბრაციის ზემოქმედებას ოპერატორის მკლავზე

მარტივად ტრანსპორტირებადი

AS 63 ადვილად თავსდება სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.

პოზიცია წმენდისა და მომსახურებისთვის.

The compact design of the AS 63 -ის კომპაქტური დიზაინი იძლევა მისი ადვილად გაწმენდის საშუალებას.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 61 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 100 სმ
ძრავის მწარმოებელი AS-Motor
ძრავისი ტიპი AS 165 ES
გადაადგილება 165 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 4,0/5,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3800 ბრუნვა წუთში.
დანის პედალი
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
მოჭრის სიმაღლე 50 - 100 მმ
წევის ძრვა,მექანიკური/ჰიდროსტატიკური /
სიჩქარი რაოდენობა Vario
მაქსიმალური სიჩქარე 4 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
ავზის მოცულობა 3
განზომილება ლ/წ/ს 191x70x99 სმ
წონა 77 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

მულჩირების ნაკრები (AS 62, 63)

უფრო თანაბარი თიბვისა და უფრო წვრილი მულჩირებისათვის 40 სმ-ზე მაღალი ბალახის პირობებში.

 

 

 

 

წყვილი ბორბალი (AS 63)

ოპციური ბორბლის წყვილი ციცაბო ფერდობებზე გაწევის გასაუმჯობესებლად.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

სნორკელის ფილტრი

მაღალი პოზიციის მქონე სნორკელის ფილტრი უზრუნველყოფს ძრავს არამტვრიანი, სუფთა ჰაერით.

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

პროგრამები

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.