AS 800 FreeRider

სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით

AS 799 Rider-ის უფროსი ძმა – AS 800 FreeRider აღჭურვილია Briggs & Stratton Series 3 Intek ძრავით, რომლის სიმძლავრეა 13 ცხენის ძალა.   AS ჯვარედინი დანების სისტემისა და დახურული სათიბი ბლოკის მეშვეობით AS 800 FreeRider ჭრის და ამულჩირებს 80 სმ სიმაღლის ბალახს. ბალახი თავსდება ბორბლებს შორის ფერდობზე მუშაობისას მეტი უსაფრთხოების მიზნით. ჭრის სიმაღლეს აქვს 4 დონე 35-85 მმ დიაპაზონში. ჰიდროსტატიკული ტრანსმისიის მეშვეობით მიიღწევა 8,0 კმ/სთ წინა სვლისას და 6,0 კმ/სთ უკუსვლისას. შემზღუდავი დიფერენციალი ირთვება ფეხის პედლით. პარკინგის ჩართვისას ავტომატურად ითიშება სათიბი ბლოკი მექანიკური დანის მუფთის მეშვეობით.

AS 800 FreeRider-ის კორპუსი უზრუნველყოფს სტაბილურობას და მდგრადობას. ბამპერი იცავს ღერძებსა და ბორბლების საკიდებს. რეგულირებადი სავარძელი ქმნის კომფორტს ოპერატორისათვის. რბილი მართვის სისტემა უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას დაღლის გარეშე.

80 სმ თიბვის სიგანე და მძლავრი ძრავი და ჰიდროსტატიკული ტრანსმისია განსაზღვრავს მუშაობის სიჩქარეს – 6800 კვმ/სთ. 15-ლიტრიანი საწვავის ავზი იძლევა ხანგრძლივი უწყვეტი მუშაობის საშუალებას. AS 800 FreeRider მორგებულია სწორი და უსწორმასწორო ნაკვეთების და მცირე დახრის ფერდობებზე სამუშაოდ.

 

პროდუქტის უპირატესობები.

გადაცემათა რიცხვის რედუქტორით შემცირება (AS 800)

გადაცემათა რიცხვის რედუქტორით შემცირების შედეგად თავისუფლად ითიბება 80 სმ-მდე სიმაღლის ბალახი.

ოპტიმალური მოძრაობა ყველანაირი რელიეფის ნაკვეთებზე

საველე პროტექტორის მქონე საბურავები, შემზღუდავი დიფერენციალი და ფერდობებისთვის გათვალისწინებული ძრავი უზრუნველყოფს მუშაობას ყველანაირი რელიეფის ნაკვეთზე.

მყარი მილის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცე და მდგრადობა დიდი დატვირთვისას.

უსაფრთხოება და მოხერხებულობა

დაბალი სიმძიმის ცენტრი და მოხერხებული დასაჯდომი ადგილი ქმნის ოპერატორის კომფორტსა და უსაფრთხოებას.

ცვლადი ჰიდროსტატიკული ტრანსმისია (სათიბ მინიტრაქტორებში)

სიჩქარის ადვილად ადაპტირება სხვადასხვა რელიეფის პირობებში, მართვის ბერკეტთან ინტეგრირებული მექანიკური პარკინგის მუხრუჭი.

პროდუქტის დეტალები

AS სათიბი ბლოკი მულჩირების ფუნქციით.

დახურული სათიბი ბლოკი AS ჯვარედინი დანების სისტემით. მთავარი დანა ჭრის მაღალ ბალახს, ჯვარედინი დანები კი, აქუცმაცებს მას.

კომფორტული მუშაობა.

კომფორტული სავარძელი, სიმძიმის დაბალი ცენტრი და გვერდითი დეფლექტორები ქმნის დამატებით უსაფრთხოებას.

შემზღუდავი დიფერენციალი ჩართვა-გამორთვის ფუნქციით.

შემზღუდავი დიფერენციალის მოხერხებული აქტივაცია ფეხის პედლით.

ჭრის სიმაღლე.

ჭრის 4 დონე, დონის ცენტრალური რეგულირება, ტრანსპორტირებისას დანის ავტომატური ფიქსაცია.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 80 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Series 3 Intek
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 344 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 7,6/10,3 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3200 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 8 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მოჭრის სიმაღლე 35 - 85 მმ
ავზის მოცულობა 15
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 170x87x96 სმ
წონა 231 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მდელოს საბურავები

მოსახერხებელია მდელოზე მუშაობისას გამოსაყენებლად.

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

მისაბმელის ადაპტორი (AS 799, 800)

AS მისაბმელის სათიბთან დასაკავშირებლად.

თოვლის საწმენდი

სიგანე: 1107 მმ, სიმაღლე: 348 მმ. რეგულირდება ორივე მხრიდან.

თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვი

მაგრდება წამყვან თვლებზეოვლში მოძრაობისას.

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

სავარძლის რეგულირების სისტემა (AS 799, 800, 900)

 

სავარძლის რეგულირების გაუმჯობესებული  მოწყობილობა, გაძლიერებული გაზის წნევის დამპფერი და ახალი ბოლო პოზიცია. მოქმედებს 60-120 კგ წონის ოპერატორის მუშაობისას.

 

 

პროგრამები

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.