AS 940 Sherpa 4WD RC

მსოფლიოში პირველი სათიბი-მინიტრაქტორი დისტანციური მართვით. კიდევ უფრო საიმედო რთულ ნაკვეთებზე მუშაობისას.

მსოფლიოში პირველი სათიბი-მინიტრაქტორი დისტანციური მართვით, AS 940 Sherpa 4WD RC კომფორტულად და მაღალი ხარისხით იმართება როგორც ოპერატორის მიერ, ასევე დისტანციურად. AS 940 Sherpa 4WD RC აღჭურვილია Briggs & Stratton Series 8 პროფესიონალური ძრავით და ჰიდროსტატიკური ტრანსმისიით, იგი განკუთვნილია ფერდობებზე მუშაობისათვის. დიდი ფართის სწორი ნაკვეთის შემთხვევაში რეკომენდირებულია მძღოლი-ოპერატორის მიერ სათიბი-მინიტრაქტორის მართვა. დისტანციური მართვა რეკომენდირებულია 33 გრადუსზე მეტ დახრილობაზე ოპერატორის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. ოპერატორი ასევე დაცულია ხმაურისგან, მტვრისგან, ვიბრაციისგან, გამონაბოლქვისგან, მწერებისგან და სხვა. დისტანციურ მართვას გააჩნია შემდეგი ფუნქციები: დაძვრა, გაჩერება, წინა სვლა, უკუსვლა და გაჩერება, ჭრის სიმაღლის რეგულირება, დანის მოქმედება, დიფერენციალის ჩართვა, საჭის მოძრაობა. თუ მინიტრაქტორი იმართება მძღოლი-ოპერატორის მიერ, დისტანციური მართვა ფუნქციონირებს როგორც პულტი და იგი პროგრესული ხასიათისაა: რაც  უფრო მაგრად დავაწვებით ღილაკს, მით მეტია სიჩქარე ან მობრუნების კუთხე. როდესაც ღილაკს ავუშვებთ, ავტომატური მუხრუჭი ამუშავდება და საჭე ავტომატურად ბრუნდება შუალედურ პოზიციაში. პულტის მეშვეობით მანქანის სამართავად საკმარისია ხანმოკლე ტრეინინგი.

 

მძღოლი-ოპერატორის მუშაობა დაღლის გარეშე.

AS 940 Sherpa 4WD RC-ს გააჩნია მყარი ჩარჩო და შეუძლია მკაცრ პირობებში მუშაობა. ოპერატორს აქვს 2 მეტრი სივრცე,  რეგულირებადი და ზამბარებით აღჭურვილი სავარძლიდან კომფორტულად მართავს მანქანას. მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაბალი სიმძიმის ცენტრი, დასაკეცი საჭე და გვერდითი დეფლექტორები, ხოლო კორპუსის გამაგრებები უზრუნველყოფს უსაფრთხო მოძრაობას და ტრანსპორტირებას.

 

 

 

 

დახურული მბრუნავი სათიბი ბლოკი

ისევე, როგორც შერპას სხვა მოდელების შემთხვევაში, AS 940 Sherpa 4WD RC გვაძლევს შთამბეჭდავ შედეგებს ბალახისა და ხშირი ნაზარდის მულჩირებისას. საკისრებით გაძლიერებული დანები თიბავს ბალახს, ხოლო მათ ზემოთ მოთავსებული მამულჩირებელი დანები აქუცმაცებს მოჭრილ მასას. მოძრავი სათიბი ბლოკი გვერდს უქცევს დაბრკოლებებს, იცავს რა დანებს დაზიანებისაგან. ჭრის სიმაღლეს აქვს 5 დონე 80-135 სმ ფარგლებში. ეს ფუნქცია სრულდება დისტანციური მართვის მეთოდითაც.

ექსპერტის მოსაზრება: “ფერდობებზე და გზის პირზე თიბვა რისკებთანაა დაკავშირებული. ვიბრაცია და გამონაბოლქვი მოქმედებს ჯანმრთელობაზე.  შესაძლოა, აღარ იყოს მისაღები რისკი ის, რომ საჯარო ორგანიზაციების თანამშრომლები ვამუშაოთ ასეთ პირობებში ტრადიციული სათიბების ოპერატორებად”

(Hendrik Rößmann, technical instructor at DEULA Westfalen-Lippe GmbH, KommunalTechnik, Issue 1, Jan / Feb 2018)

პროდუქტის უპირატესობები.

დისტანციური თუ ხელით მართვა.

ყველანაირი რელიეფისათვის: სათიბი მინიტრაქტორით მძლავრი და ეფექტური თიბვა დისტანციური პულტის მეშვეობით სრულიად უსაფრთხო ხდება.

4 წამყვანი ბორბალი (AS 940)

მუდმივად წამყვანი 4 ბორბალი უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და დაღმართზე უსაფრთხოებას.

მოძრავი სათიბი-მამულჩირებელი ბლოკი

მოძრავი დახურული სათიბი ბლოკი AS ჯვარედინი დანებით. ძირითადი დანები ჭრის, ჯვარედინი კი აქუცმაცებს ბალახს. მოძრავი ბლოკი იკვლევს გზას და იცავს სისტემას დაზიანებისაგან უსწორმასწორო ნაკვეთზე მუშაობისას.

ერგონომიკული სავარძელი უზრუნელყოფს კომფორტს მართვისას.

მძღოლის რეგულირებადი სავარძელი ზამბარიანი სისტემით და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია კომფორტს უქმნის ოპერატორს მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მყარი მილის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცე და მდგრადობა დიდი დატვირთვისას.

ოპტიმალური მოძრაობა ყველანაირი რელიეფის ნაკვეთებზე

საველე პროტექტორის მქონე საბურავები, შემზღუდავი დიფერენციალი და ფერდობებისთვის გათვალისწინებული ძრავი უზრუნველყოფს მუშაობას ყველანაირი რელიეფის ნაკვეთზე.

ცვლადი ჰიდროსტატიკული ტრანსმისია (სათიბ მინიტრაქტორებში)

სიჩქარის ადვილად ადაპტირება სხვადასხვა რელიეფის პირობებში, მართვის ბერკეტთან ინტეგრირებული მექანიკური პარკინგის მუხრუჭი.

მყარი დასაკეცი ღერძი

უფრო მეტი უსაფრთხოება ოპერატორისთვის მანქანით შემოსაზღვრულ სივრცეში.

demopark innovation competition 2017: The remote-controlled ride-on mower AS 940 Sherpa 4WD RC wins the silver medal. It can be operated both from the driver seat and via a professional remote control unit.

demopark innovation competition 2019: The diagnostic detective for professional mowers from AS-Motor wins the silver medal. The AS SherLog1.0 diagnostic device makes it possible for the servicing dealer to carry out a test within a few minutes in the workshop or on sit. The AS SherLog1.0 will initially be available for the remote-controlled ride-on mower AS 940 Sherpa 4WD RC.

პროდუქტის დეტალები

პროფესიონალური დისტანციური მართვა

ყველა შესაბამისი ფუნქცია იმართება დისტანციურად. დისტანციური მართვის პულტი ინტეგრირებულია საჭის დაბლა, ოპერატორის სავარძლის წინ.

რეჟიმის მარტივად შეცვლა

მექანიკური გადასვლა ხელით მართვის რეჟიმზე ბერკეტის მეშვეობით.

AS სათიბი ბლოკი მულჩირების ფუნქციით.

დახურული, მოძრავი სათიბი ბლოკი ჯვარედინი დანების სისტემით. საკისრიანი დანები იცილებს უცხო სხეულებს.

განცალკავებული აირით გაგრილების სისტემა.

განცალკავებული ჰაერით გაგრილება და ჰიდროსტატიკული ტრანსმისია აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 90 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Professional Series 8
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 724 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 16,5/22,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3300 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 6,7 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მცურავი სათიბი
მოჭრის სიმაღლე 80 - 135 მმ
ავზის მოცულობა 17
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 191x106x156 სმ
წონა 325 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

მისაბმელის ადაპტორი (Sherpa)

For connecting the AS მისაბმელის სათიბთან დასაკავშირებლად.

თოვლის საწმენდი

სიგანე: 1107 მმ, სიმაღლე: 348 მმ. რეგულირდება ორივე მხრიდან.

მულჩირების ნაკრები (Sherpa)

უფრო თანაბარი თიბვისა და უფრო წვრილი მულჩირებისათვის 40 სმ-ზე მაღალი ბალახის პირობებში.

 

 

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

ბორბლების სტანდარტული ნაკრები

უკამერო ATV ბორბლების სტანდარტული ნაკრები. დაბალი წნევა.

უკამერო ბორბალი

მდგრადია დაზიანების მიმართ, დამატებით გამოიყენება საბურავის ჰერმეტიკი

"Flat-Stop".

სპეისერი Sherpa

სპეისერი გამოიყენება მულჩირების ზედა დანის პოზიციის ცვლისათვის. მოსახერხებელია ბოჭკოვანი ტიპის ბალახისა და ხშირი ნაზარდის პირობებში თიბვის მაღალი სიჩქარისას.

 

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.