AS 915 შერპა 2WD

შერპას ოჯახი: ერგონომიკული და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი

შერპა 915 იკავებს თავის ადგილს შერპების კლასში.  რეგულირებადი სათიბი ბლოკი, ჯვარედინი დანების სისტემა, პერიმეტრის შემომსაზღვრელი კორპუსი და ცალი ხელით ოპერირების შესაძლებლობა – ესაა მისი უპირატესობები. იგი შესანიშნავია  როგორც ამბიციური კერძო მომხმარებლებისათვის, ასევე  პროფესიონალური გამოყენებისას.

მძლავრი ძრავი და კომფორტული წევის წამყვანი

AS 915 Sherpa 2WD აღჭურვილია Briggs & Stratton -ის წარმოების 7220 სერიის პროფესიონალური ორცილინდრიანი ძრავით.      ძრავის მოცულობაა 656 კუბური სმ, სიმძლავრე – 22 ცხენის ძალა, აქვს ზეთისა და საწვავის ტუმბოები. ჰიდროსტატიკური ტრანსმისია უზრუნველყოფს ცვალებად სიჩქარეს. წინ სვლისას სიჩქარის დიაპაზონია 0-10,5 კმ/სთ, უკუსვლის შემთხვევაში კი  0-8,2 კმ/სთ. სიჩქარის შეცვლა შესაძლებელია ცალი ხელით ოპერირების შედეგად.    შემდეგი უპირატესობა – მექანიკური პარკინგის მუხრუჭი ინტეგრირებულია მართვის ბერკეტთან. შემზღუდავი დიფერენციალი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც    დამატებითი მართვის საშუალება.

 

დახურული, მოძრავი სათიბი ბლოკი

 

ჯვარედინი დანების სისტემითა და დახურული სათიბი ბლოკით აღჭურვილი  AS 915 2WD Sherpa საიმედოდ ჭრის 1,2 მეტრამდე სიმაღლის ნაზარდებს. მოძრავი ელემენტი საშუალებას აძლევს სათიბ ბლოკს მოახდინოს უსწორმასწორო ზედაპირთან ადაპტირება და ამით დაცულ იქნას დანები და სხვა ნაწილები ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაგალითად ბორცვის მწვერვალი. ჭრის სიმაღლე რეგულირდება 50-დან 105 სმ-მდე ჭრის დონეებით.

ოპერატორის მოთავსება მანქანაში

 

ღრმა სავარძელი უქმნის ოპერატორს ავტომობილის მართვის შეგრძნებას. ეს პოზიცია ამავდროულად იცავს ოპერატორს.  სავარძლის პოზიცია რეგულირებადია, ეს კი ქვემოთა კიდურების განსათავსებელ ადგილთან ერთად ქმნის 1,9 მეტრ სივრცეს ოპერატორისათვის. სავარძლის ზამბარების სისტემა უზრუნველყოფს კომფორტს. საოპერაციო ელემენტების განლაგება ლოგიკურია და მათი ხმარება მარტივია.

პროდუქტის უპირატესობები

მოძრავი სათიბი-მამულჩირებელი ბლოკი

მოძრავი დახურული სათიბი ბლოკი AS ჯვარედინი დანებით. ძირითადი დანები ჭრის, ჯვარედინი კი აქუცმაცებს ბალახს. მოძრავი ბლოკი იკვლევს გზას და იცავს სისტემას დაზიანებისაგან უსწორმასწორო ნაკვეთზე მუშაობისას.

შესანიშნავი კომფორტი მართვისას ერგონომიკული დასაჯდომი პოზიციის წყალობით (AS 915)

რეგულირებადი სავარძელი და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია უზრუნველყოფს ოპერატორის კომფორტს მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე, მათ შორის დიდგაბარიტიანი ადამიანებისათვის.

მობრუნების მცირე რადიუსი, მუშაობის მაღალი სიჩქარე.

65 სმ მობრუნების რადიუსი უზრუნველყოფს მოქნილ მოძრაობას რთული რელიეფის ნაკვეთებშიც

მყარი მილის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცე და მდგრადობა დიდი დატვირთვისას.

საშუალო უსწორმასწორობის ნაკვეთი

მუშაობს სასუალო უსწორმასწორობის პირობებში დაბალი სიმძიმის ცენტრისა და მსუბუქი წონის წყალობით.

ცვლადი ჰიდროსტატიკული ტრანსმისია (სათიბ მინიტრაქტორებში)

სიჩქარის ადვილად ადაპტირება სხვადასხვა რელიეფის პირობებში, მართვის ბერკეტთან ინტეგრირებული მექანიკური პარკინგის მუხრუჭი.

პროდუქტის დეტალები

AS მულჩირების ბლოკი

დახურული, მოძრავი ბლოკი ჯვარედინი დანების სისტემით, საკისრიანი დანები დაცულია წინაღიბებისაგან.

მარტივი მომსახურება

ადვილად მისადგომი ზეთისა და ჰაერის ფილტრები

გამორთვადი შემზღუდავი დიფერენციალი

შემზღუდავი დიფერენციალის აქტივაცია ხდება კომფორტულად, ფეხის პედლით, ეს აუმჯობესებს გაწევას და მოჭიდებას. propulsion and traction.

მობრუნების მცირე რადიუსი.

ოსცილირებადი წინა ღერძი 65 სმ. მობრუნების რადიუსით ექსტრემალური მანევრისათვის.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 90 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Professional Series 7220
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 656 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 16,4/22,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 13,3/18,0 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3300 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 10,5 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მცურავი სათიბი
მოჭრის სიმაღლე 50 - 105 მმ
ავზის მოცულობა 15
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 191x98x100 სმ
წონა 270 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

მისაბმელის ადაპტორი (Sherpa)

For connecting the AS მისაბმელის სათიბთან დასაკავშირებლად.

თოვლის საწმენდი

სიგანე: 1107 მმ, სიმაღლე: 348 მმ. რეგულირდება ორივე მხრიდან.

მულჩირების ნაკრები (Sherpa)

უფრო თანაბარი თიბვისა და უფრო წვრილი მულჩირებისათვის 40 სმ-ზე მაღალი ბალახის პირობებში.

 

 

თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვი

მაგრდება წამყვან თვლებზეოვლში მოძრაობისას.

სავარძლის რეგულირების სისტემა (AS 915)

სავარძლის რეგულირების გაუმჯობესებული  მოწყობილობა, გაძლიერებული გაზის წნევის დამპფერი და ახალი ბოლო პოზიცია. მოქმედებს 60-120 კგ წონის ოპერატორის მუშაობისას.

წყვილი ბორბალი (Sherpa)

წყვილი (2x2) უკანა საბურავი ექსტრემალური პროტექტორით უმაღლესი დონის მოჭიდებისათვის.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

სპეისერი Sherpa

სპეისერი გამოიყენება მულჩირების ზედა დანის პოზიციის ცვლისათვის. მოსახერხებელია ბოჭკოვანი ტიპის ბალახისა და ხშირი ნაზარდის პირობებში თიბვის მაღალი სიჩქარისას.

 

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.