AS 26 2T ES

AS უნივერსალის ტრადიციული 2-ტაქტიანი ძრავი

კლასიკური, 3-ბორბლიანი კონცეფთის უნივერსალი AS 26 2T ES აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2-ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის დირექტივას ემისიის შესახებ 97/68/EC. 2-ტაქტიანი ძრავი მომარაგებულია ზეთით მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაში დავაყენებთ მას. ამდენად, აღმართზე მუშაობისას არაა მისი დაზიანების საფრთხე. ეს ძრავი ქარხნულად აღჭურვილია EasyStart ფუნქციით. CDI ციფრული სისტემა ანახევრებს დაქოქვისთვის აუცილებელ ბრუნთა რიცხვს. სნორკელის ფილტრი აწვდის ძრავს სუფთა ჰაერს. 2-ტაქტიანი ძრავის მაღალი ბრუნთა რიცხვი უზრუნველყოფს სიმძლავრეს მაღალი ბალახის პირობებში მუშაობისას. მუხლა ლილვის მესამე საკისარი და ფრთიანი დანის ფრიქციული დისკები იცავს ძრავს უხილავი უცხო სხეულებისგან. ფართო საბურავები აგრესიული პროტექტორით ქმნის იდეალურ გაწევას   და მანქანის სიჩქარე აღწევს 2,8 კმ/სთ-ს.

მოქნილი მანევრირება 3-ბორბლიანი კონცეფთის წყალობით.

AS 26 2T ES ადვილად მუშაობს კუთხეებსა და მოსახვევებში. წინა მობრუნებადი ბორბალი ფერდობზე მუშაობისას უნდა მოძრაობდეს ფერდობის დიაგონალურად უსაფრთხოებისა და მუშაობის კომფორტული პირობების მიღწევის მიზნით.  AS 26 2T ES აღჭურვილია კომფორტული საჭით, რომელიც რეგულირდება სიმაღლეში და გვერდულად ხელსაწყოების გარეშე.

მუშაობის სიჩქარეა 1700 კვმ/სთ, ძრავის სიმძლავრეა 6,7 ცხძ, თიბვის სიგანე-63 სმ. ზედა დანა უფრო ზედმიწევნით აქუცმაცებს ბალახს, ვიდრე 21 სერიის მანქანები. ჭრის სიმაღლე 55-80 მმ მარტივად რეგულირდება წინა ბორბლის 4 და უკანა ბორბლების 2 დონით.
AS 26 2T ES ადვილად ჭრის 90 სმ-ზე მაღალ ბალახს.

პროდუქტის უპირატესობები.

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

სნორკელის ფილტრი

მაღალ დონეზე მდებარე სნორკელის ფილტრი ამარაგებს ძრავს მტვრისგან გაწმენდილი აირით.

3-ბორბლიანი კონცეპტი

თიბვა ფერდობზე, წინაღობების გარემოცვაში.

უკანა წამყვანი ბორბლები

უკანა წამყვანი ბორბლები უზრუნველყოფსა ოპტიმალურ მოჭიდებას ფერდობებზე და ტერასებზე.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

პროდუქტის დეტალები

რეგულირებადი საჭე

საჭე რეგულირდება სიმაღლეში და გვერდულად ხელსაწყოების გარეშე ოპერატორის მოთხოვნილების შესაბამისად.

მართვადი წინა ბორბალი.

ფერდობზე უსაფრთხოდ გაჩერებისთვის წინა ბორბალი ფიქსირდება მობრუნებულ პოზიციაში.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 63 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 80 სმ
ძრავის მწარმოებელი AS-Motor
ძრავისი ტიპი AS 165 ES
გადაადგილება 165 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 4,0/5,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3800 ბრუნვა წუთში.
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
მოჭრის სიმაღლე 55 - 80 მმ
წევის ძრვა,მექანიკური/ჰიდროსტატიკური /
სიჩქარი რაოდენობა 1
მაქსიმალური სიჩქარე 2,4 კმ/სთ
ავზის მოცულობა 5
განზომილება ლ/წ/ს 195x89x99 სმ
წონა 58 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

უკანა ბორბლის მუხრუჭი

უკანა ბორბლის მუხრუჭი უზრუნველყოფს ოპტიმალურ მოჭიდებას ფერდობებსა და ტერასებზე.

ხელის დამცავი პლასტიკის სახელური

ეფექტური დაცვა ჯაგნარისა და ეკლებისგან.

ხელის დამცავი ფოლადის სახელური

ოპერატორის დამატებითი დაცულობა.

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

სპეციალური დანა

გამოიყენება ქვიშიანი ნიადაგის პირობებში.

წყვილი ბორბალი (AS 21, 26, 53)

ოპციური ბორბლის წყვილი ფერდობებზე გაწევის გასაუმჯობესებლად.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

დამხმარე ყველგანმავალი

გაძლიერებული წევა, განსაკუთრებით ფერდობის გასწვრივ მუშაობისას.

პროგრამები

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.