AS 510 E-ProClip 2in1 A

თიბვა თუ მულჩირება- ნებისმიერ შემთხვევაში უგამონაბოლქვოდ!

AS 510 E-ProClip 2in1 ასრულებს როგორც თიბვის, ასევე მულჩირების ფუნქციას. მას გააჩნია გვერდითი დამცლელი, რომლის გამოყენებითაც გადამუშავდება 40 სმ. სიმაღლის ბალახი. გვერდითი დამცლელის გარეშე, მაგრამ მამულჩირებელი ფირფიტის გამოყენებით გადამუშავდება 20 სმ-მდე ბალახი. გათიბული ბალახი ხვდება მულჩირების ბლოკში, სადაც დაქუცმაცდება, შემდეგ კი ანოყიერებს ნიადაგს და იცავს მას გადახურებისაგან, აღარ საჭიროებს გატანა-უტილიზაციას.

ხარისხიანი თიბვის ერთ-ერთი მიზეზია სპეციალური ორმაგი ბურთულა საკისრიანი ბორბლები, რომელიც აწვება მინიმალური რაოდენობის ბალახს და ხელს უწყობს მაქსიმალური რაოდენობის გათიბვას. ჭრის სიმაღლე რეგულირდება 40-90 სმ დიაპაზონში 6 დონით.

მუშაობის კომფორტი განპირობებულია 2-4 კმ/სთ დიაპაზონის სიჩქარით, წონის (38 კგ) თანაბარი განაწილებით, მაპროფილირებელი ბორბლების მიერ შექმნილი ძლიერი გაწევით, 51 სმ თიბვის სიგანით და 2100 კვმ/სთ მუშაობის სიჩქარით.

უგამონაბოლქვო გამწვანება AS 510 E-ProClip 2in1 A -ს მეშვეობით.

AS 510 E-ProClip 2in1 არის იდეალური მოწყობილობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მახლობლად ხმაურისა და გამონაბოლქვის გარეშე სამუშაოდ. დახარჯული რესურსის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ანალოგის შემთხვევაში. B&S 82Li სერიის 82 ვოლტზე მომუშავე Briggs & Stratton ძრავი აღწევს 1,5 კვ. სიმძლავრეს და ავტომატურად არეგულირებს მუშაობის სიჩქარეს არსებული პირობების შესაბამისად.

 

 

პროდუქტის უპირატესობები.

შესანიშნავი კომფორტი მართვისას ერგონომიკული დასაჯდომი პოზიციის წყალობით (AS 915)

რეგულირებადი სავარძელი და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია უზრუნველყოფს ოპერატორის კომფორტს მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე, მათ შორის დიდგაბარიტიანი ადამიანებისათვის.

ფუნქცია ორი ერთში

AS 510 2 1-ში - ამულჩირებს ან თიბავს გვერდითი დაცლის ფუნქციით.

30% -ზე მეტი დროის ეკონომია.

შემგროვებელი ტომრის გარეშე, ნიადაგის განაყოფიერება.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

წევა (AS 510)

კომფორტულ მუშაობას განაპირობებს ცვლადი სიჩქარეები და აგრესიული პროტექტორის მქონე ფართო საბურავები. მოჭიდება ოპტიმალურია.

მყარი ორმაგი ჩარჩო

მყარი მილის ჩარჩო, არის მულჩირების ბლოკის მოხსნა-მიყენების საშუალება.

პროდუქტის დეტალები

აკუმულატორის სწრაფი შეცვლა

აკუმულატორის მარტივად შეცვლა. დატენვის დონის მაკონტროლებელი LED-დისპლეი.

აკუმულატორი+ დამტენი

მძლავრი B&S 82 ვ, 5,0 ამპერ/სთ ლითიუმ-იონური აკუმულატორი და დამტენი. დატენვის დრო: 100% - 75 წთ, 80% - 40 წთ.

მამულჩირებელი ბლოკის მყარი კორპუსი.

დახურული, მყარი და ღრმა მულჩირების ბლოკის კორპუსი მულჩირების უკეთესი შედეგებისთვის..

სპეციალური წინა ბორბლები.

სპეციალური ორმაგი საკისრის მქონე ბორბლები აწვება მინიმალური რაოდენობის ბალახს, რაც იძლევა მაქსიმალური რაოდენობის გათიბვის საშუალებას.

აქსესუარები

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.