AS 510 ProClip 2in1 2T A

2-ტაქტიანი ძრავი თიბვისა და მულჩირებისათვის.

AS 510 ProClip 2in1 2T A აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 40-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს. ძრავის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე იძლევა მაღალ და ხშირ ბალახში მუშაობის საშუალებას. ლილვის სამმაგი საკისარი და ფრთიანი დანების ხახუნის დისკები იცავს ძრავს უხილავი წინაღობებისაგან. სიჩქარის დიაპაზონია 2,1-4,3 კმ/სთ. წინა ბორბლების ორმაგი ბურთულა საკისარი და უკანა ბორბლის წევა განაპირობებს მართვის სიმარტივეს. წინა ბორბლების სოლისებრი ფორმა ამცირებს ბალახზე ზემოქმედებას და გადაიტანს მას დანის მოქმედების არეალში. ბალახის ჭრის სიმაღლე რეგულირდება 40-90 მმ დიაპაზონში ზამბარიანი სისტემის დახმარებით.

AS 510 ProClip 2in1 2T ES A იძლევა როგორც თიბვის, ასევე მულჩირების საშუალებას. იგი აღჭურვილია ადვილად დამონტაჟებადი მულჩირების ფირფიტით და გვერდითი დაცლის დეფლექტორით 50 სმ სიმაღლის ბალახისთვის. იდეალურია მაღალბალახიანი გაზონებისა და ბუნებრივი მდელოებისათვის.

 

მულჩირება გვიზოგავს დროსა და ფულს.

სპეციალური დიზაინის მამულჩირებელი დანა სუფთად იღებს 20 სმ. სიმაღლის ბალახს და ათავსებს მას მულჩირების ბლოკში, სადაც დანის მჭრელი კუთხეები მრავალგზის აქუცმაცებს მოჭრილ ბალახს. მულჩირებული ბალახი ანოყიერებს ნიადაგს და იცავს მას გადახურებისაგან.

AS 510 ProClip 2in1 2T A ზოგავს 30 პროცენტ დროს შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბებთან შედარებით. იგი აღჭურვილია ადვილად დამონტაჟებადი მულჩირების ფირფიტით და გვერდითი დაცლის დეფლექტორით. 50 სმ-ზე მაღალი ბალახიც კი გაითიბება და დაიცლება გვერდითი დაცლის მეთოდით.

 

პროდუქტის უპირატესობები

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

ფუნქცია ორი ერთში

AS 510 2 1-ში - ამულჩირებს ან თიბავს გვერდითი დაცლის ფუნქციით.

30% -ზე მეტი დროის ეკონომია.

შემგროვებელი ტომრის გარეშე, ნიადაგის განაყოფიერება.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

წევა (AS 510)

კომფორტულ მუშაობას განაპირობებს ცვლადი სიჩქარეები და აგრესიული პროტექტორის მქონე ფართო საბურავები. მოჭიდება ოპტიმალურია.

მყარი ორმაგი ჩარჩო

მყარი მილის ჩარჩო, არის მულჩირების ბლოკის მოხსნა-მიყენების საშუალება.

პროდუქტის დეტალები

მყარი მულჩირების ბლოკი

დახურული და ღრმა სათიბი ბლოკი მულჩირების შესანიშნავი რეზულტატისათვის.

ჭრის სიმაღლის რეგულირება

ცენტრალური ჭრის სიმაღლის რეგულირება ზამბარების მეშვეობით.

სპეციალური წინა ბორბლები.

ორმაგი ბურთულა საკისრით გამყარებული, თანაბრად მოძრავი ბორბლები ჭყლეტს მცირე რაოდენობის ბალახს.

საოპერაციო ბერკეტი

მყარი ბერკეტის სიმაღლის რეგულირება ხელსაწყოების გარეშე.

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.