AS 510 ProClip 2T ES A

პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბი ფერდობებისათვის, მაღალი ბრუნვითი სიჩქარე და ბალახის დამუშავების უმაღლესი ხარისხი.

AS 510 ProClip 2T A აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 40-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს. ძრავის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე იძლევა მაღალ და ხშირ ბალახში მუშაობის საშუალებას. ლილვის სამმაგი საკისარი და ფრთიანი დანების ხახუნის დისკები იცავს ძრავს უხილავი წინაღობებისაგან. სიჩქარის დიაპაზონია 2,1-4,3 კმ/სთ. წინა ბორბლების ორმაგი ბურთულა საკისარი და უკანა ბორბლის წევა განაპირობებს მართვის სიმარტივეს. წინა ბორბლების სოლისებრი ფორმა ამცირებს ბალახზე ზემოქმედებას და გადაიტანს მას დანის მოქმედების არეალში. ბალახის ჭრის სიმაღლე რეგულირდება 40-90 მმ დიაპაზონში ჭრის 6 დონით ზამბარიანი სისტემის დახმარებით.

 

ფართო, აგრესიული პროტექტორის მქონე საბურავები განაპირობებს კარგ განმავლობას.

AS 510 ProClip 2T A ზოგავს 30 პროცენტ დროს შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბებთან შედარებით. მამულჩირებელი დანა ჭრის 18 სმ სიმაღლის ბალახს და წარმოქმნის აირის ნაკადს, რომელსაც გადააქვს მოჭრილი ბალახი მულჩირების ბლოკში. მამულჩირებელი დანის მჭრელი კუთხეები მრავალგზის აქუცმაცებს ბალახს. მულჩირებული ბალახი ანოყიერებს ნიადაგს და იცავს მას გადახურებისაგან.

 

პროდუქტის უპირატესობები

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

30% -ზე მეტი დროის ეკონომია.

შემგროვებელი ტომრის გარეშე, ნიადაგის განაყოფიერება.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

წევა (AS 510)

კომფორტულ მუშაობას განაპირობებს ცვლადი სიჩქარეები და აგრესიული პროტექტორის მქონე ფართო საბურავები. მოჭიდება ოპტიმალურია.

მყარი ორმაგი ჩარჩო

მყარი მილის ჩარჩო, არის მულჩირების ბლოკის მოხსნა-მიყენების საშუალება.

პროდუქტის დეტალები

მყარი მულჩირების ბლოკი

დახურული და ღრმა მულჩირების ბლოკი შესანიშნავი შედეგისათვის.

ჭრის სიმაღლის რეგულირება

ცენტრალური ჭრის სიმაღლის რეგულირება ზამბარების დახმარებით.

სპეციალური წინა ბორბალი

ორმაგი ბურთულა საკისრებით გამყარებული, თანაბრად მოძრავი ბორბლები ჭყლეტს მცირე რაოდენობის ბალახს.

საოპერაციო ბერკეტი

მყარი ბერკეტის სიმაღლის რეგულირება ხელსაწყოების გარეშე.

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

წინა და გვერდითა მხრიდან დამცველი

წინა ბორბლების დასაცავად.

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.