AS 30 WeedHex 160

სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისი პროფესიონალური მოხმარებისათვის

ისევე, როგორც მისი “უმცროსი ძმა” AS 30 WeedHex 140, AS 30 WeedHex 160 ასევე იყენებს მექანიკურ მეთოდებს სარეველას ქიმიკატების გარეშე ამოსაძირკვად. მის მეტალის ჯაგრისს აქვს 600 ბრ/წთ ბრუნვითი სიჩქარე და ამუშავებს ყველაზე რთულად ამოსაძირკვ სარეველასაც კი.

AS 30 WeedHex 160  იწონის 38 კგ-ს და საათში ამუშავებს 1000 კვმ ზედაპირს. ჯაგრისის სიჩქარის შემცირება ამცირებს ქვების ამოტყორცნის რისკს მინიმუმამდე და უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას. დამცავი ქსოვილი იცავს მოწყობილობის ელემენტებს დაზიანებისაგან. AS 30 WeedHex 160 აღჭურვილია სნორკელის ფილტრით, რაც იცავს ძრავს ჭუჭყისა და მტვრისგან.

 

 

პროდუქტის უპირატესობები.

ჯაგრისის ბრუნვითი სიჩქარე

600 ბრ/წთ ჯაგრისის სიჩქარე და დამცავი ქსოვილი უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას ქვების გატყორცნისა და დამტვერიანების მინიმალური რისკით.

კუთხეების უნაკლო გაწმენდა

ჯაგრისისა და ჩარჩოს ურთიერთმდებარეობის რეგულირებით მიიღწევა კუთხეების უნაკლო გაწმენდა.

შასის ასიმეტრიული რეგულირება

თითოეული ბორბლის სიმაღლის ინდივიდუალური რეგულირება უზრუნველყოფს დასამუშავებელი კუთხეების შემთხვევაში უკეთეს რეზულტატს.

ჯაგრისის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე

ძრავის/სარეველას ამოსაძირკვი ჯაგრისის ბრუნვითი სიჩქარე ორჯერ და მეტად იზრდება რედუქტორის მეშვეობით.

საჭე

საჭე რეგულირებადია, აქვს 3 პოზიცია.

პროდუქტის დეტალები

ჯაგრისების სისტემა

დახურული ფორმის ჯაგრისი ფოლადის მავთულებით გვიცავს ამოტყორცნილი ქვებისაგან და უზრუნველყოფს მუშაობის საუკეთესო რეზულტატებს.

სნორკელის ფილტრი

უმტვრო ჰაერშემკრები მუშაობის იდეალური რეზულტატისათვის.

დამცავი ქსოვილი.

დამცავი ქსოვილი იძლევა მოძრავი მანქანების მახლობლად მუშაობის საშუალებას და იხსნება ხელსაწყოების გარეშე.

ბორბლის სკრეპები.

სკრეპი იცავს ბორბალს ბალახის მიკვრისაგან.

ტექნიკური მონაცემები

სამუშაო სიგანე 35 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი 750 EX Series I/C DOV
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 3,0/4,1 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 2,7/3,7 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 2800 ბრუნვა წუთში.
ფუნჯების სიჩქარე 600
პირდაპირი ფუნჯის ძრავა / ფუნჯის პედალი /
შესაფერისია მოსწორებული ბათქაშისთვის
შესაფერისია არამოსწორებული ბათქაშისთვის
შესაფერისია საბორდიურე ქვებისთვის
შესაფერისია გრუნტოვანი გზებისთვის
ახელურის სიმაღლის რეგულირება
ავზის მოცულობა 1
განზომილება ლ/წ/ს 157x61x108 სმ
წონა 37 კგ
ოპციური, ნეილონის დისკისებრი ჯაგრისი 35 სმ/ფოლადის დისკისებრი ჯაგრისი/ჯაგრისის დამჭერი 42 სმ / /
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

ნეილონის ჯაგრისი

გამოიყენება მგრძნობიარე ზედაპირებზე, ზედაპირზე ზემოქმედების ძალა ზომიერია.

ფოლადის ჯაგრისი

ყოველდღიური მოხმარებისთვის. ზედაპირზე ზემოქმედება ძალიან ძლიერია.

ჯაგრისის დამჭერი

AS 30 WeedHex -ის შემთხვევაში შესაძლებელია ,  2, 4 ან 6 ჯაგრისის ფუნჯის გამოყენება. სამუშაო არეალის სიგანე- 42 სმ. მარტივი სისტემა, ფუნჯის გამოცვლა ადვილია. მუშაობის მაღალი სიმძლავრე. სიახლე შემოტანილია 2019 წელს.

მეტალის ჯაგრისის ფუნჯები

გამოიყენება AS 50 WeedHex და AS 30 -ზე ჯაგრისის დამჭერთან ერთობლიობაში.  AS 50-ზე : 2  ცალი, AS 30: 2,4 ან 6  ცალი.

პროგრამები

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.