AS 420 E-ProClip

კომპაქტური და უგამონაბოლქვო აკუმულატორზე მომუშავე კვების ბლოკი.

გაზონის გაწმენდითი  სამუშაოები არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, როგორც AS 420 E-ProClip-ის შექმნის შემდეგ. თიბვის სიგანე 42 სმ და წონა 26 კგ. განაპირობებს კომფორტულ მუშაობას ყვავილნარებს შორის, ბუჩქების გარშემო, სასაფლაოებზე და მცირე ზომის დაკლაკნილ სივრცეებში. იმის გამო, რომ კვება ხდება აკუმულატორით, მოწყობილობას არ აქვს გამონაბოლქვი და არ ხმაურობს, ამიტომაც გამოყენებადია ქალაქის ცენტრალურ უბნებში, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების და საცხოვრებელი კომპლექსების მიდამოებში.

B&S 82Li სერიის 82 ვოლტზე მომუშავე ლითიუმ-იონური Briggs & Stratton -ის ძრავი უზრუნველყოფს ხარისხიან თიბვას და ავტომატურად არეგულირებს ბრუნის სიხშირესა და მუშაობის სიჩქარეს მუშაობისას წარმოქმნილი მოთხოვნილების შესაბამისად.

აკუმულატორზე მომუშავე სათიბის ხარჯვითი რესურსი ნაკლების ბენზინზე მომუშავე ანალოგთან შედარებით, ძრავი დაცულია უცხო სხეულთან შეჯახების შემთხვევაში დაზიანებისაგან მესამე საკისრისა და დანის მუფთის მეშვეობით. მამულჩირებელი ბლოკის გალვანიზებული ფოლადის კორპუსი უზრუნველყოფს საიმედობას და ხანგრძლივ მუშაობას. სპეციალური ორმაგი ბურთულისებრი საკისრიანი ბორბლები აწვება მინიმალური რაოდენობის ბალახს და იძლევა მაქსიმალური რაოდენობის გათიბვის საშუალებას. ჭრის სიმაღლე მარტივად რეგულირდება ხელით ან ფეხით 40-80 სმ. დიაპაზონში.

 

30 პროცენტი დროის დაზოგვა მულჩირებით.

მულჩირება გულისხმობს ბალახის დაქუცმაცებას თიბვის შემდეგ.  გათიბული ბალახი ხვდება მულჩირების ბლოკში და მრავალგზის ქუცმაცდება. დაქუცმაცებული ბალახი ანოყიერებს ნიადაგს და იცავს მას გადახურებისაგან, არ საჭიროებს გატანა-უტილიზაციას.

 

პროდუქტის უპირატესობები.

შესანიშნავი კომფორტი მართვისას ერგონომიკული დასაჯდომი პოზიციის წყალობით (AS 915)

რეგულირებადი სავარძელი და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია უზრუნველყოფს ოპერატორის კომფორტს მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე, მათ შორის დიდგაბარიტიანი ადამიანებისათვის.

30% -ზე მეტი დროის ეკონომია.

შემგროვებელი ტომრის გარეშე, ნიადაგის განაყოფიერება.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

მყარი კონსტრუქცია

გალვანიზირებული ფოლადის მულჩირების კორპუსი გაძლიერებული კუთხეებით, მყარი, რეგულირებადი საჭე.

პროდუქტის დეტალები

აკუმულატორის სწრაფი გამოცვლა.

აკუმულატორის მარტივად გამოცვლა. LED დისპლეი დატენვის დონის კონტროლისათვის.

აკუმულატორი + დამტენი

მძლავრი B&S 82ვ, 5,0 ამპერ/სთ ლითიუმ-იონური აკუმულატორი და სატენი მოწყობილობა. დატენვის დრო: 100% - 75 წთ., 80% - 40 წთ.

მყარი მულჩირების ბლოკის კორპუსი

დახურული, მყარი და ღრმა მულჩირების ბლოკის კორპუსი უკეთესი თიბვისათვის.

სპეციალური ბორბლები

ორმაგი ბურთულა საკისრის მქონე ბორბლები მოძრაობს თანაბრად, აწვება მინიმალური რაოდენობის ბალახს, რაც იძლევა მაქსიმალური რაოდენობის გათიბვის საშუალებას.

აქსესუარები

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

პროგრამები

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.