AS 470 E-ProClip A

მულჩირება კომფორტულად, ხმაურისა და გამონაბოლქვი გაზების გარეშე.

AS 470 E-ProClip A არის იდეალური მოწყობილობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მახლობლად ხმაურისა და გამონაბოლქვის გარეშე სამუშაოდ. დახარჯული რესურსის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ანალოგის შემთხვევაში. B&S 82Li სერიის 82 ვოლტზე მომუშავე Briggs & Stratton ძრავი აღწევს 1,5 კვ. სიმძლავრეს და ავტომატურად არეგულირებს მუშაობის სიჩქარეს არსებული პირობების შესაბამისად.

5 ამპერ/სთ. ლითიუმ-იონური მძლავრი აკუმულატორი ინტეგრირებული დატენვის დონის ინდიკატორით უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას. ეფექტურობას განაპირობებს მუდმივი სიჩქარე და მამულჩირებელი დანები ორმაგი ბურთულა საკისრებით. ჭრის სიმაღლე რეგულირდება ცენტრალიზებულად 40-80 მმ დიაპაზონში 5 დონით. თიბვის სიგანეა 47 სმ, სიჩქარე 2,5 კმ/სთ,    AS 470 E-ProClip A იდეალურია საშუალო ზომის გაზონების მოსავლელად.

აპარატის მსუბუქი წონა-30 კგ და წონის თანაბარი განაწილება განაპირობებს მუშაობას დაღლის გარეშე. ძრავი დაცულია უცხო სხეულებთან შეჯახებისაგან მესამე საკისრისა და დანის მუფთის მეშვეობით.

 

თიბვა შემგროვებელი ჩანთის გარეშე ზოგავს 30 პროცენტ დროს.

ღრმა, გალვანიზირებული ფოლადის სათიბი ბლოკი უზრუნველყოფს ერთდროულად თიბვასა და წვრილად მულჩირებას. მოჭრილი ბალახი ხვდება მულჩირების არეალში და მრავალგზის ქუცმაცდება. იგი რჩება მიწაზე, ანოყიერებს ნიადაგს და იცავს მას გადახურებისაგან. ამავდროულად, იზოგება სამუშაო დროის 30 პროცენტი, ვინაიდან არ ხდება შემგროვებელი ტომრის გამოყენება, აღარაა საჭირო ბალახის გატანა და დაცლა.

 

პროდუქტის უპირატესობები

შესანიშნავი კომფორტი მართვისას ერგონომიკული დასაჯდომი პოზიციის წყალობით (AS 915)

რეგულირებადი სავარძელი და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია უზრუნველყოფს ოპერატორის კომფორტს მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე, მათ შორის დიდგაბარიტიანი ადამიანებისათვის.

30% -ზე მეტი დროის ეკონომია.

შემგროვებელი ტომრის გარეშე, ნიადაგის განაყოფიერება.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

მყარი კონსტრუქცია

გალვანიზირებული ფოლადის მულჩირების კორპუსი გაძლიერებული კუთხეებით, მყარი, რეგულირებადი საჭე.

პროდუქტის დეტალები

აკუმულატორის სწრაფი გამოცვლა

აკუმულატორის მარტივი გამოცვლა. LED- დისპლეი დატენვის დონის კონტროლისათვის.

აკუმულატორი + დასატენი მოწყობილობა

უფრო მძლავრი B&S 82V, 5,0 Ah ლითიუმ-იონური აკუმულატორი და დასატენი მოწყობილობა. დატენვის დრო: 100% 75 წუთში, 80% 40 წუთში.

მამულჩირებელი ბლოკის მყარი კორპუსი

დახურული, მყარი და ღრმა მამულჩირებელი ბლოკის კორპუსი მულჩირების უკეთესი რეზულტატებისათვის.

სპეციალური წინა ბორბლები

ორმაგი ბორბლები ბურთულა საკისრით და თანაბარი სვლით აწვება მინიმალური რაოდენობის ბალახს, რაც იძლევა მაქსიმალური ოდენობის ბალახის გათიბვის საშუალებას.

აქსესუარები

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

პროგრამები

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.