AS 470 ProClip 4T

მოქნილი გაზონის სათიბი

AS 470 ProClip 4T იდეალურია გაზონის გასაწმენდად. მისი წონაა 31 კგ, თიბვის სიგანე – 47 სმ. იგი აღჭურვილია 5,7 ცხენის ძალა სიმძლავრის Briggs & Stratton-ის ძრავით, რომელიც წონის ოპტიმალური გადანაწილების ხარჯზე განაპირობებს შესანიშნავ მართვას. ლილვის სამმაგი საკისარი და ხახუნის დისკი იცავს ძრავს უხილავი უცხო სხეულებისაგან.

გალვანიზირებული ფოლადის მულჩირების ბლოკი გაძლიერებული კუთხეებით განაპირობებს ხანგრძლივ “სასერვისო სიცოცხლეს”, გამძლეობას და ოპერატორის უსაფრთხოებას რთულ პირობებშიც კი. ორმაგი ბორბალი ორმაგი ბურთულა საკისრით იძლევა მარტივად მართვის შესაძლებლობას. წინა ბორბლის სპეციალური სოლისებრი ფორმა ამცირებს ბალახზე ზემოქმედებას და აქცევს მას დანის მოქმედების არეალში. ჭრის სიმაღლე რეგულირდება ზამბარიანი სისტემის დახმარებით, ხელის ან ფეხის მოძრაობით, 5 დონით 40-80 მმ დიაპაზონში.

 

მულჩირება ზოგავს დროსა და ფულს.

მულჩირების ღრმა ბლოკი წვრილად ამულჩირებს ბალახს. მამულჩირებელი დანა ჭრის ბალახს 18 სმ. სიმაღლეზე და წარმოქმნის აირის ნაკადს, რომელიც ათავსებს მოჭრილ ბალახს მულჩირების ბლოკში. მამულჩირებელი დანა კი მრავალგზის აქუცმაცებს ბალახს.  მულჩირებული ბალახი ანოყიერებს ნიადაგს და იცავს მას გამოშრობისაგან.

AS 470 ProClip 4T ზოგავს 30 პროცენტ დროს შემგროვებელი ტომრით აღჭურვილ სათიბებთან შედარებით.

 

პროდუქტის უპირატესობები

30% -ზე მეტი დროის ეკონომია.

შემგროვებელი ტომრის გარეშე, ნიადაგის განაყოფიერება.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

მყარი კონსტრუქცია

გალვანიზირებული ფოლადის მულჩირების კორპუსი გაძლიერებული კუთხეებით, მყარი, რეგულირებადი საჭე.

პროდუქტის დეტალები

მყარი მულჩირების ბლოკი

დახურული, ღრმა მულჩირების ბლოკი შესანიშნავი რეზულტატის მისაღებად.

ჭრის სიმაღლის რეგულირება

ცენტრალური ჭრის დონის რეგულირება ზამბარების მეშვეობით.

სპეციალური წინა ბორბლები

ორმაგი ბურთულა საკისრით გამყარებული, თანაბრად მოძრავი ბორბლები ჭყლეტს მცირე რაოდენობის ბალახს.

შესანიშნავი ბალანსი.

მბრუნავი ძრავი განაპირობებს წონის ოპტიმალურ გადანაწილებას, რაც ხელს უწყობს მართვას.

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

პროგრამები

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.