AS 62 4T B&S

მძლავრი და მოქნილი – AS 62 4T B&S

AS 62 4T B&S შექმნილია 90 სმ სიმაღლემდე ბალახის თიბვისა და მულჩირებისათვის. გამოიყენება ტერასული ტიპისა და სხვადასხვა რთული უბნების მქონე ნაკვეთებზე. ბორბლების კონფიგურაციისა და მობრუნებადი წინა ბორბლების წყალობით ეს უნივერსალი ექსტრემალურად მოქნილია. ის იდეალურია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე მუნიციპალური ნაკვეთების მომსახურეობისათვის.

 

 

 

საიმედო 4-ტაქტიანი ძრავი

AS 62 4T B&S აღჭურვილია Briggs & Stratton 850 E-Series I/C ძრავით, რაც უზრუნველყოფს მის საიმედო მუშაობას. ძრავის მოცულობაა 190 კუბური სმ, სიმძლავრე – 5,7 ცხენის ძალა.  ძრავისა და დანის ლილვი გაყოფილია დანის სცეპლენიით, რაც იცავს ძრავს იმ მომენტში, როცა დანას შეხვდება ქვა ან რაიმე სხვა წინაღობა. თიბვის მაღალი სიმძლავრე არის ძრავის მუშაობის სიჩქარის დანის მუშაობის სიჩქარემდე შენელების შედეგი 1.6:1 პროპორციით.

 

ჯვარედინი დანების სისტემა და ცვლადი სიჩქარეები

AS 62 4T B&S აღჭურვილია ჯვარედინი დანების სისტემით და საიმედოდ ჭრის ნაზარდს 50-100 მმ სიმაღლიდან დაწყებული. თიბვის სიმაღლე რეგულირდება ბერკეტით, რომელსაც გააჩნია 5 პოზიცია წინა და უკანა მხარეს. .მართვის სიჩქარეა 1,9 დან 4 კმ/სთ-მდე.  ბორბლების კონფიგურაცია და მობრუნებადი წინა ბორბლები  იძლევა მოწყობილობის კომფორტული მართვის, მობრუნებისა და წინაღობებს შორის მანევრირების საშუალებას.  სათიბი ბლოკის კონუსური ფორმა უზრუნველყოფს მასალის ერთიან ნაკადს.

 

კომფორტული საჭე და ადვილი ტრანსპორტირება

V  ტიპის საჭეს გააჩნია ვიბრაციისგან დაცვის მექანიზმი, რომლითაც ოპერატორის მხარის ვიბრაცია დადის მინიმუმზე. საჭის სიმაღლე მარტივად რეგულირდება. მარტივად რეგულირდება საჭის სიმაღლეც. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია  AS 62 4T B&S-ის ტრანსპორტირება მსუბუქი ავტომობილით, მისაბმელი აუცილებელი არ არის.

 

 

 

პროდუქტის უპირატესობები

თიბვა და მულჩირება ერთი მოქმედებით

ამ უნივერსალის ჯვარედინი დანების სისტემა მარტივად ჭრის და აქუცმაცებს მწვანე ნაზარდს. მულჩირების შედეგი შესანიშნავია.

ჭრის მაღალი სიმძლავრე

1:1.6 ძრავი-დანა რედუქცია განაპირობებს ხშირი ნაზარდის ჭრის მაღალ სიმძლავრეს.

ძრავის დაცულობა

ძრავის დაცულობა განპირობებულია ძრავისა და დანების ლილვის განცალკევებით.

კონუსური სათიბი ბლოკი

კონუსური სათიბი ბლოკი წარმოქმნის აირნაკადებს, რითაც მოჭრილი ბალახი მულჩირების განყოფილებაში ხვდება.

პროდუქტის დეტალები

ვარიატორი

სიჩქარის რეგულატორი იძლევა მოძრაობის სიჩქარის რეგულირების საშუალებას

ვიბრაციის დაწევა.

"VibrationProtect" -ს დაჰყავს მინიმუმზე ოპერატორის მკლავზე ვიბრაციის გავლენა.

მარტივად ტრანსპორტირებადი

AS 62 ადვილად იღებს ტრანსპორტირებისთვის საჭირო კომპაქტურ ზომებს.

ფართო, გაძლიერებული თვლები.

30 სმ-იანი თვალი აუმჯობესებს მოჭიდებას. შუშის ბოჭკოთი გაძლიერებული თვალი უზრუნველყოფს გამძლეობას მუშაობაში.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 61 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 90 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი 850E I/C
გადაადგილება 190 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 3,7/5,1 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3600 ბრუნვა წუთში.
დანის პედალი
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
მოჭრის სიმაღლე 50 - 100 მმ
წევის ძრვა,მექანიკური/ჰიდროსტატიკური /
სიჩქარი რაოდენობა Vario
მაქსიმალური სიჩქარე 3,8 კმ/სთ
ავზის მოცულობა 1,2
განზომილება ლ/წ/ს 191x70x99 სმ
წონა 67 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მულჩირების ნაკრები (AS 62, 63)

უფრო თანაბარი თიბვისა და უფრო წვრილი მულჩირებისათვის 40 სმ-ზე მაღალი ბალახის პირობებში.

 

 

 

 

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.