AS 65 2T ES

თანამედროვე უნივერსალი ფერდობებისა და რთული ნაკვეთებისათვის

AS 65 2T ES  ამულჩირებს მაშინაც, როცა სხვა მანქანა ამოწურავს თავის ლიმიტს.  იგი აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 40-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს. ძრავის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე იძლევა მაღალ და ხშირ ბალახში მუშაობის საშუალებას. ლილვის სამმაგი საკისარი და ფრთიანი დანების ხახუნის დისკები იცავს ძრავს უხილავი წინაღობებისაგან.

მართვა ხორციელდება 5-სიჩქარიანი ტრანსმისიით 1,6-4,5 კმ/სთ წინა და 2,2 კმ/სთ უკანა სიჩქარით. მუშაობის სიჩქარეა 2900 კვმ/სთ, ძრავის სიმძლავრე 6,7 ცხენის ძალა.  AS 65 2T ES უპრობლემოდ თიბავს 120 სმ სიმაღლის ბალახს. ძრავი/დანების სიჩქარეთა პროპორცია 1:2 იძლევა თიბვის და დაქუცმაცების ოპტიმალურ შედეგს. AS 65 2T ES იძლევა კარგ შედეგს მაღალი და ხშირი ბალახის დამუშავებისას.

 

 

მარტივი, მოხერხებული და უსაფრთხო მართვა

AS 65 2T ES იმართება ბერკეტებით, რომლებიც ააქტიურებს დაძვრას, პარკინგის მუხრუჭს, მართვისა და მუხრუჭის მუფთას, დანების მუფთას. ფერდობებზე თიბვის აბსოლიტურ საიმედოობას განსაზღვრავს ავტომატური პარკინგი და დიფერენციალი, რომელიც დაძრული მანქანის პირობებში მუდამ ჩართულია. როდესაც მართვის ბერკეტი აშვებულია, პარკინგის მუხრუჭი ირთვება ავტომატურად და მანქანა ჩერდება ფერდობზე ან ტერასაზეც კი.  V-ტიპის საჭე მარტივად რეგულირდება ოპერატორის სურვილისამებრ. ჭრის სიმაღლეა 55-100 მმ.

 

Robust mowing deck with cross-blade system

AS 65 აღჭურვილია დახურული სათიბი ბლოკით. ბალახი წვრილად ქუცმაცდება და მულჩი უკანა მხრიდან იცლება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე მორგებული სტანდარტული პნევმატური საბურავები უზრუნველყოფს მძლავრ მოძრაობას და მდგრადობას. წყვილი ბორბალი და ფოლადის თვლები ზრდის მოჭიდებას და ამცირებს რისკს უსწორმასწორო ნაკვეთში, განიხილება როგორც ოპციური დანამატი ციცაბო ფერდობებზე მუშაობისთვის.

პროდუქტის უპირატესობები

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

შესანიშნავი თიბვა და მულჩირება

AS -ის ჯვარედინ დანათა სისტემა უზრუნველყოფს უნაკლო თიბვას და მულჩირებას.

ჭრის მაღალი სიმძლავრე (AS 65)

1:2 ძრავი-დანა რედუქცია განაპირობებს ხშირი ნაზარდის ჭრის მაღალ სიმძლავრეს.

ავტომატური პარკინგის მუხრუჭი

როცა მართვის ბერკეტი აშვებულია, მანქანა ჩერდება ავტომატურად იქნება ეს ფერდობი თუ ტერასა.

შემზღუდავი დიფერენციალი ჩართვა-გამორთვის ფუნქციით.

მუდმივად ჩაკეტილი შემზღუდველი დიფერენციალი იხსნება დიფერენციალური საკეტის ბერკეტზე ზემოქმედებით.

ძრავის დაცულობა

ძრავის დაცულობა განპირობებულია ძრავისა და დანების ლილვის განცალკევებით.

მარტივად ოპერირების კონცეფცია

პარკინგის მუხრუჭი, დანების ჩართვა, შემზღუდავი დიფერენციალი, მართვის ფუნქცია, სიჩქარის გადართვა - ყველაფერი ეს ხორციელდება 3 ბერკეტით.

პროდუქტის დეტალები

სიმაღლის რეგულირება

ცენტრალური, ცვლადი სიმაღლის რეგულირება 50–100 მმ-დან.

ხელის ტრანსმისია.

5-სიჩქარიანი ხელის ტრანსმისია შემზღუდავი დიფერენციალით და უკანა სიჩქარით უკეთესი გაწევისა და მოჭიდებისათვის.

დახურული სათიბი ბლოკი უკანა დაცლის სისტემით.

ბალახი წვრილად ქუცმაცდება სათიბ ბლოკში, რომელიც აღჭურვილია უკანა დაცლის სისტემით. ეს სისტემა იძლევა კუთხესთან ახლოს მუშაობის საშუალებას.

რეგულირებადი საჭე.

საჭე რეგულირდება როგორც სიმაღლეში, ასევე გვერდულად ოპერატორის მოთხოვნილების შესაბამისად.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 65 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 120 სმ
ძრავის მწარმოებელი AS-Motor
ძრავისი ტიპი AS 165 ES
გადაადგილება 165 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 4,0/5,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3800 ბრუნვა წუთში.
დანის პედალი
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
მოჭრის სიმაღლე 50 - 100 მმ
წევის ძრვა,მექანიკური/ჰიდროსტატიკური /
სიჩქარი რაოდენობა 5
უკან სვლა
მაქსიმალური სიჩქარე 4,1 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
ავზის მოცულობა 5
განზომილება ლ/წ/ს 220x71x99 სმ
წონა 114 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

სნორკელის ფილტრი

მაღალი პოზიციის მქონე სნორკელის ფილტრი უზრუნველყოფს ძრავს არამტვრიანი, სუფთა ჰაერით.

ტოტების დეფლექტორი

დაცვა ხეების გარემოცვაში თიბვისას.

 

 

ხელის დამცავი ფოლადის სახელური

ოპერატორის დამატებითი დაცულობა.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

დაბალი წნევის საბურავები

უკეთესი მოჭიდება ფხვიერ ზედაპირზე, ფართო საკონტაქტო ზედაპირი ტკეპნის ნიადაგს.

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

წყვილი ბორბალი (AS 65, 73, 701)

წყვილი ბორბალი (1x2) დამატებითი ფიქსაციით.

უკამერო ბორბალი

მდგრადია დაზიანების მიმართ, დამატებით გამოიყენება საბურავის ჰერმეტიკი

"Flat-Stop".

ფოლადის დისკები

გაუმჯობესებული წევა, განსაკუთრებით ფერდობის გასწვრივ მუშაობისას. ფოლადის დისკი ცვლის AS 901 SM-ის გარეთა ბორბლებს.

 

პროგრამები

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.