AS 900 Enduro

ძლიერი და საიმედო მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი გვერდითი დაცლის ფუნქციით.

ძლიერი და ექსტრემალური პირობებისთვის გათვლილი, AS 900 Enduro იდეალურად მორგებულია 1,2 მეტრ სიმაღლემდე ბალახისა და ნაზარდის ჭრისათვის. ჰიდრტოსტატიკულ მართვის სისტემას გააჩნია გაგრილების გაფართოებული სისტემა უწყვეტი ხანგრძლივი პროფესიონალური მოხმარებისთვის. მძლავრი კორპუსი უზრუნველყოფს სათიბის ხანგრძლივ  “სიცოცხლეს”.

 

 

მძლავრი ძრავი და საიმედო მოჭიდება

Briggs & Stratton-ის 656 კუბური სმ 2-ცილინდრიანი 7 Intek სერიის ძრავის სიმძლავრეა 15,2 ცხენის ძალა. საწვავისა და ზეთის ტუმბოების წყალობით AS 900 Enduro მორგებულია ფერდობებზე სამუშაო პირობებს. მართვის ბერკეტი ცვლის სიჩქარეს 0-10,8 კმ/სთ დიაპაზონში წინა სვლის რეჟიმში და 0-7,0 კმ/სთ დიაპაზონში უკანა სვლისას. ჰიდროსტატიკური ტრანსმისია აღჭურვილია დამატებითი გამაგრილებელი მოწყობილობით თიბვის შესაძლო რთული პირობების გათვალისწინებით. შემზღუდავი დიფერენციალის ჩართვა ხდება ფეხის პედალით.

 

გვერდითი დაცლის მეშვეობით გაზრდილი თიბვის სიჩქარე

დანების სისტემა აღჭურვილია გადაადგილებადი და მბრუნავი ორპირად ალესილი დანებით, სისტემა უზრუნველყოფს თიბვას გვერდითი და უკანა მხრიდან. 1,2 მეტრი სიმაღლის ბალახი ითიბება დიდი ძალისხმევის გარეშე, თიბვის სიგანე 90 სმ შესაძლებელს ხდის საათში 9000 კვმ ზედაპირის დამუშავებას. თიბვის 4 დონე რეგულირდება 30-90 მმ დიაპაზონში.

 

 

ერგონომიკული სავარძელი კომფორტული მუშაობისთვის

სივრცე სავარძლის წინ და ადვილად მართვადი საჭე უზრუნველყოფს ოპერატორის მუშაობას გადაღლის გარეშე. სავარძლის ოპციური ზამბარა ზრდის კომფორტს. სავარძლის რეგულირებით ყოველი ოპერატორი იღებს ოპტიმალურ სივრცეს და დასაჯდომ პოზიციას. საოპერაციო ელემენტების განლაგება ერგონომიკული და მოხერხებულია.

 

პროდუქტის უპირატესობები

გაგრილება წევის პროფესიონალური ფუნქციონირებისთვის

დამატებითი გაგრილება უზრუნველყოფს წევას რთულ პირობებშიც კი.

მოხერხებული დასაჯდომი პოზიცია

მარტივი მართვა, ფეხის დასადები ფართო ადგილი, რეგულირებადი სავარძელი-ეს უზრუნველყოფს მუშაობას დაღლის გარეშე.

ოპტიმალური მოძრაობა ყველანაირი რელიეფის ნაკვეთებზე

საველე პროტექტორის მქონე საბურავები, შემზღუდავი დიფერენციალი და ფერდობებისთვის გათვალისწინებული ძრავი უზრუნველყოფს მუშაობას ყველანაირი რელიეფის ნაკვეთზე.

დანების სისტემა მბრუნავი ორპირი დანებით

მბრუნავი ორპირი დანა იკეცება, როგორც კი წააწყდება უხილავ ამოუცნობ ობიექტს, რითაც დაცულია დაზიანებისაგან.

პროდუქტის დეტალები

დანების სისტემა

მოძრავი, საკისრებით გაძლიერებული სათიბი ბლოკიგადაადგილებადი დანებით, გვერდითი დაცლით, სოლენოიდის დანების მუფთით.

გამორთვადი შემზღუდავი დიფერენციალი.

შემზღუდავი დიფერენციალის ფეხის პედლით კომფორტული აქტივაცია ხელს უწყობს უკეთეს მოჭიდებას და გაწევას.

ფერდობებზე მუშაობას მორგებული ძრავი.

ზეთის და საწვავის ექსტრა დგუში, ზეთის წნევის ჩართვა-გამორთვისა და ჰაერის გაგრილების სისტემა იცავს ძრავს ცხელ ამინდში.

ბამპერი

მძლავრი ბამპერი იცავს ღერძებს და ბორბლების საკიდებს.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 90 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Series 7 Intek
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 656 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 11,9/16,2 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 11,1/15,1 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3300 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 10 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
მოჭრის სიმაღლე 50 - 90 მმ
ავზის მოცულობა 15
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 183x100x95 სმ
წონა 298 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

მისაბმელის ადაპტორი (AS 900)

AS მისაბმელის სათიბთან დასაკავშირებლად.

თოვლის საწმენდი

სიგანე: 1107 მმ, სიმაღლე: 348 მმ. რეგულირდება ორივე მხრიდან.

თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვი

მაგრდება წამყვან თვლებზეოვლში მოძრაობისას.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

სავარძლის რეგულირების სისტემა (AS 799, 800, 900)

 

სავარძლის რეგულირების გაუმჯობესებული  მოწყობილობა, გაძლიერებული გაზის წნევის დამპფერი და ახალი ბოლო პოზიცია. მოქმედებს 60-120 კგ წონის ოპერატორის მუშაობისას.

 

 

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.