AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ თიბვის სიგანისა და Briggs & Stratton-ის ორცილინდრიანი ძრავის (მოცულობა- 724 კუბური სმ, სიმძლავრე-27 ცხენის ძალა) მეშვეობით AS 920 Sherpa 2WD -ის მუშაობის სიჩქარე აღწევს საათში 9450 კვ.მეტრს. დახურული მოძრავი სათიბი ბლოკი იცავს დანების სისტემას მიწასთან შეხებისაგან. სათიბის ფორმა უზრუნველყოფს თანაბარ თიბვას. AS 920 Sherpa 2WD -ს მობრუნების რადიუსია 65 სმ.

AS 920 Sherpa 2WD მოძრავი სათიბი ბლოკი აღჭურვილია AS ჯვარედინი დანების ტექნოლოგიით, რომელიც გვაძლევს მულჩირებისას შესანიშნავ შედეგს. საკისრით გამაგრებული დანები ჭრის ბალახს, მათ თავზე მოთავსებული მამულჩირებელი დანები კი აქუცმაცებს. მულჩირებული ბალახი თავსდება ბორბლებს შორის, რათა შემდეგ განფენილ იქნას ფერდობზე და ნოტიო ბალახზე,  თიბვის სიმაღლის 5 დონე რეგულირდება 35-135 სმ ფარგლებში. ოპციური მამულჩირებელი  ნაკრები იძლევა მულჩირების უკეთესი შედეგის მიღების საშუალებას.

 

 

 

მოხერხებული მართვა და დამატებითი უსაფრთხოება

ჰიდროსტატიკული უსაფრთხოება იძლევა სიჩქარის ცვლილების საშუალებას 10,5 კმ/სთ-მდე წინა სვლისას და 8,2 კმ/სთ უკანა სვლისას.ერთი ბერკეტით ხდება მართვის, მუხრუჭის და პარკინგის რეგულირება, ხოლო შემზღუდავი დიფერენციალი გამოიყენება განსაკუთრებული მოჭიდების საჭიროებისას.

 

 

 

კომფორტის და საიმედოობის თანხვედრა

AS 920 Sherpa 2WD მორგებულია მუშაობის მკაცრ პირობებზე. მას გააჩნია მძლავრი კორპუსი. რეგულირებადი და ზამბარების სისტემით აღჭურვილი სავარძელი უქმნის ოპერატორს 1,9 მეტრიან სივრცეს და აძლევს კომფორტული მუშაობის საშუალებას, ხოლო დაბალი სიმძიმის ცენტრი, დასაკეცი საჭე და გვერდითი დეფლექტორები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. კორპუსის სამაგრი დეტალები ხდის მოძრაობას უსაფრთხოს.

 

 

 

ხანგრძლივი ოპერაციებისათვის შექმნილი.

ძრავისა და ჰიდროსტატიკული გადაცემის გაგრილების განცალკევებული სისტემები იცავს ძრავს გადახურებისაგან. ძრავი იღებს ჰაერს ზემოდან და უშვებს მას გვერდიდან, ჰიდროსტატიკული ტრანსმისია კი იღებს ჰაერს უკანა მხრიდან და უშვებს მას დაბლა. ეს სისტემა უზრუნველყოფს  მანქანის ხანგრძლივ მუშაობას.

 

პროდუქტის უპირატესობები.

მოძრავი სათიბი-მამულჩირებელი ბლოკი

მოძრავი დახურული სათიბი ბლოკი AS ჯვარედინი დანებით. ძირითადი დანები ჭრის, ჯვარედინი კი აქუცმაცებს ბალახს. მოძრავი ბლოკი იკვლევს გზას და იცავს სისტემას დაზიანებისაგან უსწორმასწორო ნაკვეთზე მუშაობისას.

ერგონომიკული სავარძელი უზრუნელყოფს კომფორტს მართვისას.

მძღოლის რეგულირებადი სავარძელი ზამბარიანი სისტემით და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია კომფორტს უქმნის ოპერატორს მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მობრუნების მცირე რადიუსი, მუშაობის მაღალი სიჩქარე.

65 სმ მობრუნების რადიუსი უზრუნველყოფს მოქნილ მოძრაობას რთული რელიეფის ნაკვეთებშიც

მყარი მილის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცე და მდგრადობა დიდი დატვირთვისას.

საშუალო უსწორმასწორობის ნაკვეთი

მუშაობს სასუალო უსწორმასწორობის პირობებში დაბალი სიმძიმის ცენტრისა და მსუბუქი წონის წყალობით.

ცვლადი ჰიდროსტატიკული ტრანსმისია (სათიბ მინიტრაქტორებში)

სიჩქარის ადვილად ადაპტირება სხვადასხვა რელიეფის პირობებში, მართვის ბერკეტთან ინტეგრირებული მექანიკური პარკინგის მუხრუჭი.

მყარი დასაკეცი ღერძი

უფრო მეტი უსაფრთხოება ოპერატორისთვის მანქანით შემოსაზღვრულ სივრცეში.

პროდუქტის დეტალები

AS სათიბი ბლოკი მულჩირების ფუნქციით.

დახურული, მოძრავი სათიბი ბლოკი ჯვარედინი დანების სისტემით, საკისრიანი დანები იცილებს უცხო სხეულებს.

განცალკევებული ჰაერით გაგრილების სისტემა.

განცალკევებული ჰაერით გაგრილების სისტემა და ჰიდროსტატიკული ტრანსმისია აუმჯობესებს მუშაობის შედეგებს.

შემზღუდავი დიფერენციალი ჩართვა-გამორთვის ფუნქციით.

შემზღუდავი დიფერენციალის კომფორტული აქტივაცია ფეხის პედლით უკეთესი მოჭიდებისა და გაწევისათვის.

მყარი დასაკეცი ძელი.

ოპერატორის გაზრდილი უსაფრთხოება მანქანის მუშაობის ზონაში.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 90 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Professional Series 8
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 724 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 16,5/22,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3300 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 10,5 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მცურავი სათიბი
მოჭრის სიმაღლე 50 - 105 მმ
ავზის მოცულობა 17
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 191x98x152 სმ
წონა 280 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

მისაბმელის ადაპტორი (Sherpa)

For connecting the AS მისაბმელის სათიბთან დასაკავშირებლად.

თოვლის საწმენდი

სიგანე: 1107 მმ, სიმაღლე: 348 მმ. რეგულირდება ორივე მხრიდან.

მულჩირების ნაკრები (Sherpa)

უფრო თანაბარი თიბვისა და უფრო წვრილი მულჩირებისათვის 40 სმ-ზე მაღალი ბალახის პირობებში.

 

 

თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვი

მაგრდება წამყვან თვლებზეოვლში მოძრაობისას.

წყვილი ბორბალი (Sherpa)

წყვილი (2x2) უკანა საბურავი ექსტრემალური პროტექტორით უმაღლესი დონის მოჭიდებისათვის.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

სპეისერი Sherpa

სპეისერი გამოიყენება მულჩირების ზედა დანის პოზიციის ცვლისათვის. მოსახერხებელია ბოჭკოვანი ტიპის ბალახისა და ხშირი ნაზარდის პირობებში თიბვის მაღალი სიჩქარისას.

 

LED მაშუქები

ორი მაღალი სიმძლავრის  18W LED მაშუქი, ჩართვა-გამორთვის ფუნქციით და კაბელით.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.