SHERPA ADVENTURE

შეზღუდული რაოდენობა - ბალახის შეუზღუდავი ოდენობის დამუშავება

ჩვენი კომპანიის 60 წლისთავის აღსანიშნავად  ჩვენ გადავწყვიტეთ  შემოგთავაზოთ წარმატებული მოდელი AS 940 Sherpa 4WD   შეზღუდული მოდიფიკაციით     “Sherpa Adventure” ბრენდის ჭეშმარიტი ფანებისათვის. შერპა შესანიშნავად და სიმბოლურად აერთიანებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა სიმძლავრე, საიმედოობა, მუშაობის ეფექტურობა.      “Sherpa Adventure” გამოშვების ერთეულებზე გათვალისწინებულია 5-წლიანი გარანტია.

60 წლის წინ,   კომპანიის დამფუძნებელს ალფრედ შეფენაკერს მოუვიდა ბრწყინვალე იდეა ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. იმ დროისათვის მაღალი ბალახის თიბვა ხდებოდა ხელით, რაც მძიმე ფიზიკურ შრომასთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებით რთული იყო ეს ალფრედ შეფენაკერის მშობლიურ რეგიონში, შტუტგარტის მახლობლად,  სადაც ვენახები ფერდობებზეა განლაგებული. მისი იდეა იყო – “უნდა გამოვიგონოთ მანქანა ფერდობზე მაღალი ბალახის გასათიბად” – რამაც მისცა დასაბამი 2-ტაქტიანი ძრავის მქონე უნივერსალებს 1959 წელს.

 

უნივერსალებმა მოახდინეს ეკონომიკური სასწაული, მათი პოპულარობა გერმანიაში ბევრად სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ვინმეს წარმოდგენა შეეძლო. 3 ბორბალი და 2 ტაქტიანი ძრავი ასოცირდებოდა მაღალი ბალახის მენეჯმენტთან.

 

 

ათწლეულების განმავლობაში, უნივერსალის ძირეული კონცეფცია თანმიმდევრულად იქმნებოდა ჩვენი საოჯახო ბიზნესის ფარგლებში. იქმნებოდა სულ უფრო მძლავრი და სულ უფრო დიდი სათიბები. ამის ლოგიკური შედეგი იყო სათიბი-მინიტრაქტორის შექმნა 90-იანების ბოლოს. დღეს AS-Motor -ის მესამე თაობაა საწარმოს სათავეში. საწარმოს მამოძრავებელი ძალაა ხარისხისა და ინოვაციების კომბინაცია.

თანამედროვე ინჟინერინგი  და  ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, დისტანციური მართვა, საფუძველია სამომავლო განვითარებისა. ამასთანავე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არ ცვლის პროდუქციის ძირითად თვისებებს  – სიმძლავრეს, საიმედოობას, მუშაობის ეფექტურობას. გამოშვებულია გერმანიაში.

შეზღუდული სერია

Sherpa Adventure გამოშვებულია ექსკლუზიურად, შეზღუდული რაოდენობით, კომპანიის 60 წლისთავის აღსანიშნავად, 60 ერთეულის რაოდენობით.

LED განათება

18 ვატი სიმძლავრის მაღალი ხარისხის  განათება წარმოუდგენელი ნათებით, შიდა გაყვანილობის კაბელებით, მძლავრი ალუმინის დამჭერებით.

“პროფესიონალური” კანისტრა

მაღალი ხარისხის, 36-ლიტრიანი კანისტრა გაჟონვისგან დაცული თავსახურით.

საღებავით სპეციალური დამუშავება

მწვანე-ზეითუნისფერი მდგრადი ფხვნილისებრი შრე, მქრქალი შავი კიდეები.

60-თვიანი გარანტია

გარანტია შეადგენს 60 თვეს ან 500 საოპერაციო საათს. მყიდველის იურიდიული უფლებები არ იზღუდება.

საბურავის ჰერმეტიკი

AS-Motor -ის ქარხანაში წარმოებული დაბალი წნევის საბურავები აგრესიული პროტექტორით აღჭურვილია საბურავის ჰერმეტიკით “Plattfuss-Stop”.

თუ დაინტერესდით Sherpa Adventure -ით დაგვეკონტაქტეთ!

თუ გნებავთ მიიღოთ წინადადება AS 940 Sherpa 4WD Adventure-ზე, შეავსეთ საკონტაქტო ფორმა. აქ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ამ მანქანით თქვენი დაინტერესება please. დაეკონტაქტებით AS-Motor-ის დილერს, რომელიც უკვე არის სპეციალური გამოშვების  მანქანის მფლობელი.    

The technical data of the AS 940 Sherpa 4WD Adventure can be found here:

აღმოაჩინეთ შერპას ტრადიციული მანქანები! მათი მთავარი უპირატესობებია – მოძრავი სათიბი ბლოკი, ჯვარედინი დანების სისტემა, კომფორტული დასაჯდომი ადგილი და ცალი ხელით სამართავი ბერკეტი.