AS-Motor -ის გადაწყვეტილებები მზის ბატარეებისათვის

AS-Motor გვთავაზობს მზის ბატარეის პანელებს შორის იდეალური წესრიგის მიღწევას.

იქნება ეს ცალკე მდგომი პანელი თუ მზის ბატარეის სისტემა, საჭიროა ამ სივრცის კეთილმოწყობა. ნარგავები და ბალახი ადვილად და ზედმეტი ხარჯების გარეშე AS-Motor-ის ტექნიკის გამოყენებით. მაღალი ბალახის შემთხვევაში ეფექტურია უნივერსალები და შერპას ტიპის სათიბი მინიტრაქტორები, პანელის ქვეშ კი მიზანშეწონილია დისტანციური მართვის მქონე  AS 751 ჯაჭვური სათიბის გამოყენება.

 

მზის ბატარეების პროფესიონალური კეთილმოწყობა

ხშირ შემთხვევაში მზის ბატარეები განლაგებულია პერიფერიულ სივრცეებში, მაგისტრალებთან და რკინიგზის ხაზებთან. ეს ადგილები წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ითიბება. AS-Motor-ის მძლავრი სათიბი ტექნიკა ათავისუფლებს მაღალი ბალახისა და ხშირი ნაზარდისაგან უსწორმასწორო ნაკვეთებსაც და ციცაბო ფერდობებსაც.

 

 

ვინაიდან ხშირად საათობით ვმართავთ სათიბ მინიტრაქტორებს, დადებითად ვაფასებთ AS 980-ის კომფორტულ ზამბარებზე დამაგრებულ სავარძელს. ჩვენს კომპანიას ჭირდება პროფესიონალური მანქანები. 980 Enduro ექსტრემალურად მძლავრია და არასდროს უმტყუნია ჩვენთვის. იგი სხვა სათიბი მინიტრაქტორებისგანაც გამოირჩევა კომფორტით.

– Harald Ernstberger ( Joe's Forstservice-ის მფლობელი)

კატეგორიები

პროფესიონალური ტექნოლოგიები

თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

დისტანციური მართვა

დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

პროდუქტები

AS 751 RC

მუხლუხა შასიანი ჯაჭვური მულჩერი დისტანციური მართვით ექსტრემალური ფერდობებისთვის

75 სმ
9,5/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »