AS-Motor გვთავაზობს გადაწყვეტილებებს გზების კეთილმოწყობისათვის

გზების მომსახურე ოპერატორები იყენებენ AS-Motor-ის პროფესიონალურ ტექნიკას ფერდობებზე მუშაობისას.

გზისპირა სიმწვანის – მაღალი ბალახისა და ხშირი ნაზარდის – თიბვა წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ხდება. AS-Motor-ის ჯაჭვური სათიბები იდეალურად ასრულებს ამ ამოცანას და უზრუნველყოფს ოპერატორის უსაფრთხოებას. ექსტრემალური ფერდობების შემთხვევაში კარგ რეზულტატებს იძლევა ხელით სამართავი უნივერსალები და დასაჯდომადგილიანი შერპები.

 

AS-Motor -ის ტექნილის გამოყენება გზების კეთილმოწყობის სფეროში.

გზების კეთილმოწყობა

გზისპირა გამწვანება აუმჯობესებს ხილვადობას მძღოლისათვის და მის უსაფრთხოებას. AS-Motor -ის უნივერსალები ამჟღავნებს უპირატესობებს მუშაობის სიჩქარისა და მულჩირების რეზულტატების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაღალი ბალახის ჭრისას.  AS-Motor-ის ხელით სამართავი, 2-ტაქტიანი ძრავით აღჭურვილი მანქანები შესანიშნავია სანაპიროებზე და ციცაბო ფერდობებზე სამუშაოდ.

 

 

სარეველას ამოძირკვა პარკინგზე

15 წელიწადზე მეტია, AS-Motor არის პიონერი სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისების საკითხში.     AS 50 WeedHex ამუშავებს ქვაფენილით დაფარულ დიდ ნაკვეთებს,        AS 30 WeedHex კი იდეალურია უსწორმასწორო ზედაპირებსა და წყალგამტარი არხების გასწვრივ.

Sherpa RC შესანიშნავად შეგისრულებთ სამუშაოს, იგი შეუდარებელია! ხელით მართვიდან დისტანციურზე გადასვლა ხდება ხელის მარტივი მოძრაობით და არ მოითხოვს დროს. აქტუალურია გამსაზღვრა იმისა, როდისაა დისტანციური მართვის გამოყენება ეფექტური. მაგალითად, ასეა დიდი ფართის ნაკვეთების თიბვისას.

– Steffen Rief (კეთილმოწყობის მუშაკი – Wört-ის მუნიციპალიტეტი )

კატეგორიები

პროფესიონალური ტექნოლოგიები

თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

4 წამყვანი ბორბალი

4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.

დისტანციური მართვა

დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

პროდუქტები

AS 901 SM

პროფესიონალური ჯაჭვური მულჩერი მაღალი მუშაობის სიჩქარით

90 სმ
11,9/16,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 751 RC

მუხლუხა შასიანი ჯაჭვური მულჩერი დისტანციური მართვით ექსტრემალური ფერდობებისთვის

75 სმ
9,5/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD RC

მსოფლიოში პირველი სათიბი-მინიტრაქტორი დისტანციური მართვით. კიდევ უფრო საიმედო რთულ ნაკვეთებზე მუშაობისას.

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »