AS-Motor გვთავაზობს მანქანებს დასასვენებელი ობიექტების მოვლისთვის.

პარკები, დასასვენებელი ბანაკები, სათამაშო მოედნები მოითხოვს გაზონებისა და ფერდობების პროფესიონალურ გათიბვას, სარეველას ამოძირკვას ქიმიკატების გარეშე

დასასვენებელი ობიექტები გვთავაზობს სივრცეებს დაღლილობისა და ყოველდღიური სტრესის მოსახსნელად. მათი უპირველესი თვისებაა გამწვანება, რითაც აიხსნება გერმანული გამოთქმა “ins Grüne fahren” (გამწვანებულ ადგილას გასვლა).

 

გამოყენების მაგალითები

ბანაკები

ვინაიდან დასასვენებელი ბანაკები და სხვა დასასვენებელი ობიექტები სავსეა ტურისტებით, AS-Motor-ის მამულჩირებელი და პროფესიონალური გაზონის საკრეჭები უზრუნველყოფს გაზონების მოვლას, მაღალი ბალახის სათიბები გამოიყენება მოსაზღვრე ტერიტორიაზე, სარეველას ამოსაძირკვი კი აშორებს სარეველას ქიმიკატების გამოყენების გარეშე.

 

დასასვენებელი პარკები

დასასვენებელი სივრცეები, როგორიცაა პარკები, სათამაშო მოედნები, გოლფის მოედნები, გასართობი პარკები, მოითხოვს თიბვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და ეკონომიურ გადაწყვეტილებას. AS-Motor-ის მანქანები ფლობენ უპირატესობას მუშაობის სისწრაფისა და ეკონომიურობის მხრივ, აღწევენ თიბვის შესანიშნავ რეზულტატს.

 

სროლისას მნიშვნელოვანია მყარად გედგას ფეხი მიწაზე. AS50 გვეხმარება ზედაპირი იყოს სუფთა და სარეველასგან თავისუფალი.

– Jan Fuhrmann (მსროლელთა კლუბ Hubertus 1990-ის პრეზიდენტი, Schönebeck)

კატეგორიები

ორნამენტული გაზონები

ორნამენტული გაზონების კეთილმოწყობა როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ნაკვეთების შემთხვევაში, ითიბება მამულჩირებელი ან შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბების გამოყენებით. პირველ შემთხვევაში ბალახი ბუნებრივ სასუქად გამოიყენება, მეორე შემთხვევაში კი გაზონს ვაცილებთ მოჭრილ ბალახს შემგროვებელი ტომრის გამოყენების მეშვეობით. გაზონები კვირაში ერთხელ ითიბება, ჭრის დონეა 40-50 მმ, ბალახის მაქს სიმაღლე-15 სმ.

ყვავილოვანი მდელოები

ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

პროდუქტები

AS 510 ProClip 2in1 4T A

არჩევანი-თიბვა თუ მულჩირება?

51 სმ
4,2/5,7 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 531 4T MK

პროფესიონალური გაზონის სათიბი შესანიშნავი ბალახის შემგროვებლით

53 სმ
3,4/4,6 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 21 4T Comfort

მოსახერხებელი უნივერსალი დამატებითი ფუნქციებით

51 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 62 4T B&S

მძლავრი და მოქნილი – AS 62 4T B&S

61 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 800 FreeRider

სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით

80 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 E-WeedHex

სარეველას ამოძირკვა მინიმალური ხმაურითა და დაბალი გამონაბოლქვით

35 სმ
პროდუქტისთვის »
AS 30 WeedHex 140

მექანიკური სარეველას ამოსაძირკვი კერძო მომხმარებლისათვის

35 სმ
2,4/3,3 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 50 WeedHex

როფესიონალური სარეველას ამოსაძირკვი დიდი ფართების დამუშავებისათვის.

50 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »