AS-Motor -ის გადაწყვეტილებები კომერციული დიზაინისათვის

AS-Motor -ის მანქანები უზრუნველყოფს კომერციული ლანდშაფტური დიზაინის სერვისის მიმწოდებელთა მუშაობის სიჩქარესა და ჭრის ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი მოიცავს კერძო ბაღებისა და ორნამენტული გაზონების მოვლას, გამწვანებული სივრცეების კონსერვაციას. უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან მუშაობას. AS-Motor სთავაზობს კომერციული ლანდშაფტური დიზაინის შემსრულებლებს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხს რთულ ნაკვეთებშიც კი. მანქანის მაღალი ხარისხი და ეფექტურობა ზრდის ოპერატორის უსაფრთხოებას.

 

"იმის წყალობით, რომ არ იყო შემგროვებელი ტომრის ყოველ ჯერზე დაცლის ან ბილიკის გადაკვეთისას მანქანის ხელახლა დაქოქვის საჭიროება, დავზოგე უამრავი დრო... კმაყოფილი ვარ AS 531-ის თიბვის რეზულტატებით, მათ შორის ნოტიო ბალახის პირობებში... AS-Motor-ის სერვისი, ისევე როგორც თვითონ მანქანა, უნაკლოა. ტექნიკა მუდამ მწყობრშია”.

– ოპენვაილერში მდებარე Apollo Gruenpflege -ს მფლობელი Michael Hiller საუბრობს მისი პროფესიონალური გაზონის სათიბის AS 531 -ის შესახებ

"AS 63 შთამბეჭდავი იყო. თანამშრომლებმა მითხრეს - "აი ეს ნამდვილად შესაძენია!"

– Schwarz & Schäfer Agrarservice ის თანამფლობელი იოახიმ შეფერი

კატეგორიები

პროფესიონალური ტექნოლოგიები

თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.

ორნამენტული გაზონები

ორნამენტული გაზონების კეთილმოწყობა როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ნაკვეთების შემთხვევაში, ითიბება მამულჩირებელი ან შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბების გამოყენებით. პირველ შემთხვევაში ბალახი ბუნებრივ სასუქად გამოიყენება, მეორე შემთხვევაში კი გაზონს ვაცილებთ მოჭრილ ბალახს შემგროვებელი ტომრის გამოყენების მეშვეობით. გაზონები კვირაში ერთხელ ითიბება, ჭრის დონეა 40-50 მმ, ბალახის მაქს სიმაღლე-15 სმ.

ყვავილოვანი მდელოები

ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

4 წამყვანი ბორბალი

4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.

დისტანციური მართვა

დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

დასასვენებელი ობიექტები

პროდუქტები

AS 510 ProClip 2in1 2T A

2-ტაქტიანი ძრავი თიბვისა და მულჩირებისათვის.

51 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 531 2T ES MK B

ფერდობებზე მაქსიმალურად უსაფრთხო 2-ტაქტიანი სათიბი

53 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 53 2T ES 4WD RB

4 წამყვანი ბორბალი და უკანა სვლა ფერდობებზე სამუშაოდ

53 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 62 4T B&S

მძლავრი და მოქნილი – AS 62 4T B&S

61 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 63 2T ES

თანამედროვე უნივერსალი რთული ნაკვეთებისათვის

61 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 65 4T B&S

პროფესიონალური უნივერსალი Briggs & Stratton -ის ძრავით

65 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 901 SM

პროფესიონალური ჯაჭვური მულჩერი მაღალი მუშაობის სიჩქარით

90 სმ
11,9/16,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 751 RC

მუხლუხა შასიანი ჯაჭვური მულჩერი დისტანციური მართვით ექსტრემალური ფერდობებისთვის

75 სმ
9,5/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 900 Enduro

ძლიერი და საიმედო მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი გვერდითი დაცლის ფუნქციით.

90 სმ
11,9/16,2 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 915 შერპა 2WD

შერპას ოჯახი: ერგონომიკული და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი

90 სმ
16,4/22,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD

მაღალი ბალახის სდათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლით

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD XL

მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლითა და მაღალი კლირენსით

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 E-WeedHex

სარეველას ამოძირკვა მინიმალური ხმაურითა და დაბალი გამონაბოლქვით

35 სმ
პროდუქტისთვის »