AS-Motor-ის გადაწყვეტილებები კომუნალური ობიექტების კეთილმოწყობისათვის

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს წყლის რეზერვუარების, თბო და ჰიდროელექტროსადგურების კეთილმოწყობისა და ოპერატორების უსაფრთხოებისთვის

ჰიდრო და თბოელექტროსადგურები საჭიროებს კეთილმოწყობის მაღალ სტანდარტებს. ასეთივე ყურადღებას საჭიროებს განახლებადი ენერგიის წყაროები, კერძოდ, წყლის, ქარის და ბიოენერგიაზე მომუშავე, წყლის რეზერვუარები, დამბები.  AS-Motor-ის პროფესიონალური მანქანები წყვიტავს ამ ამოცანებს ეფექტურად და ოპერატორის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

 

გამოყენების მაგალითები

წყლის რეზერვუარები და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები

კაშხლებს და სანაპიროებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ გამწმენდი ნაგებობებისა და რეზერვუარების გამართული მუშაობისათვის. ფერდობის დახრა შეიძლება 40 გრადუსს აღწევდეს, ოპერატორის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი. AS-Motor-ის ბევრი მანქანაა ამ მიზნებისთვის გათვლილი, ასეთია უნივერსალებიც და დისტანციური მართვის მქონე სათიბი მინიტრაქტორებიც.

 

ქარის ენერგოსადგურები

 

ხშირად ქარის ტურბინები განლაგებულია ფერდობებზე, მიუვალ ადგილებში და წელიწადში რამოდენიმეჯერაა გასათიბი.  AS-Motor-ის მძლავრი თიბვის ტექნოლოგია იძლევა ოპტიმალურ შედეგს მაღალი ბალახის შემთხვევაში.

შემიძლია ერთ დღეში გავთიბო ჩამდინარე წყლების გადამამუშავებელი ქარხანა ახალი AS 63 2T ES-ით.
მისი ორმაგი ბორბლები ქმნის უსაფრთხოებას ფერდობებზე.

– Mario Werthmann (გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობა – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ქარხანა Rettersbach)

კატეგორიები

პროფესიონალური ტექნოლოგიები

თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

4 წამყვანი ბორბალი

4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.

დისტანციური მართვა

დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

მოსაპირკეთებელი ქვების წყობა

AS 50-ის მაღალი მუშაობის სიჩქარე იძლევა დიდ სივრცეებზე (პარკინგები, ბილიკები, კომერციული სივრცეები) სარეველას ამოძირკვის საშუალებას. შემგროვებელი ტომრის გამოყენება უზრუნველყოფს სისუფთავეს დამუშავებულ ფართზე.

პროდუქტები

AS 510 ProClip 2in1 4T A

არჩევანი-თიბვა თუ მულჩირება?

51 სმ
4,2/5,7 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 53 2T ES 4WD RB

4 წამყვანი ბორბალი და უკანა სვლა ფერდობებზე სამუშაოდ

53 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 65 2T ES

თანამედროვე უნივერსალი ფერდობებისა და რთული ნაკვეთებისათვის

65 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 901 SM

პროფესიონალური ჯაჭვური მულჩერი მაღალი მუშაობის სიჩქარით

90 სმ
11,9/16,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 751 RC

მუხლუხა შასიანი ჯაჭვური მულჩერი დისტანციური მართვით ექსტრემალური ფერდობებისთვის

75 სმ
9,5/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 915 შერპა 2WD

შერპას ოჯახი: ერგონომიკული და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი

90 სმ
16,4/22,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD RC

მსოფლიოში პირველი სათიბი-მინიტრაქტორი დისტანციური მართვით. კიდევ უფრო საიმედო რთულ ნაკვეთებზე მუშაობისას.

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 WeedHex 160

სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისი პროფესიონალური მოხმარებისათვის

35 სმ
3,0/4,1 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 50 WeedHex

როფესიონალური სარეველას ამოსაძირკვი დიდი ფართების დამუშავებისათვის.

50 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »