AS-Motor -ის გადაწყვეტილებები მდელოს ბაღებისათვის

რთული რელიეფისა და ფერდობების პირობებში ჩატარებული ექსპერტიზა განაპირობებს AS-Motor -ის მანქანების არჩევანს მდელოს ბაღებში სამუშაოდ.

ფლორისა და ფაუნის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ჩვეულებრივ, მდელოს ბაღებს თიბავენ წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე. AS-Motor-ის მამულჩირებელი სათიბები აშორებს ხშირ ნაზარდს და მაღალ ბალახს, 2-ტაქტიანი მანქანები კი იდეალურია უშუალოდ ბაღში სამუშაოდ.

 

გამოყენების მაგალითები

მაღალი ბალახის თიბვა

იმისდა მიხედვით, თუ რა თიბვის სიმძლავრეა საჭირო, AS-Motor გვთავაზობს სხვადასხვა სახეობის მაღალი ბალახის სათიბებს. მდელოს ბაღებში, სადაც თიბვა მოხდეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გამოიყენება მაღალი სიმძლავრის მქონე ტექნიკა. იმ მდელოებზე, რომლებიც ხშირად ითიბება, ნაკლებად მძლავრი მანქანებია საჭირო.

 

ფერდობები

ყველა სათიბი როდია ფერდობებზე სამუშაოდ განკუთვნილი. სტანდარტული 4-ტაქტიანი ძრავის მქონე მანქანები მუშაობს 20-გრადუსიან დახრილობაზე, სპეციალური 4-ტაქტიანი ძრავის შემთხვევაში დახრა მეტია. საუკეთესო გადაწყვეტილება ფერდობისათვის არის 45 გრადუს დახრილობაზე მომუშავე AS 165 ES.

 

მაღალი ბალახის მულჩირება

AS-Motor-ის უნივერსალები და დასაჯდომადგილიანი სათიბები აღჭურვილია სპეციალური ჯვარედინი დანებით და დახურული მულჩირების ბლოკით. ისინი მრავალგზის აქუცმაცებენ ბალახს და აქცევენ მას ბუნებრივ სასუქად. ეს პროცესი გამორიცხავს ბაღში ლპობადი უბნების გაჩენას.

 

 

 

ხშირი ნაზარდის თიბვა.

მდელოს ბაღებში გვხვდება ხშირი ბალახი და ბუჩქნარი. AS-Motor-ის უნივერსალები ადვილად უმკლავდება ამ სიტუაციას, ჯაჭვური სათიბები და შერპები კუ თიბვის უფრო მაღალ რეზულტატს აღწევენ.

 

ჯერ კიდევ ჩემს ბებიას ქონდა AS წითელ-თეთრი ფერის, ველოსიპედის მსგავსი, წინა ბორბლიანი სათიბი. მშობლების ბაღ-ვენახები აგრეთვე AS ტექნიკით ითიბებოდა.

– Michael Horlacher (მოყვარული მებაღე და მეღვინე, Stuttgart)

ჩვენი AS 73 4T უნივერსალით მდელოს ბაღებს ვთიბავთ 3-ჯერ წელიწადში და ეს ბევრად ეფექტურია ბუჩქის საჭრელით მუშაობასთან შედარებით.

– Roman Mühleck, AS-Motor-ის პროდუქტ მენეჯერი, Karlstadt am Main

თავიდანვე ვერ ვიტყვით, იყო თუ არა თიბვა და მულჩირება ეფექტური. 2 კვირის მერე ხდება ცხადი, გათიბულ სივრცეზე გვაქვს თუ არა წერტილოვანი ან/და ფართო ლპობის კერები.

– Jochen Süssmaier, მებაღე, Kundel, Austria

ვერ ვიჯერებდი, რომ the AS 63 2T გათიბავდა ამ 38 გრადუსიან ფერდობს, მაგრამ ეს შესაძლებელი ყოფილა.

– Florian Haug, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა სტუდენტი, Grossglattbach

კატეგორიები

ყვავილოვანი მდელოები

ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

პროდუქტები

AS 21 4T Comfort

მოსახერხებელი უნივერსალი დამატებითი ფუნქციებით

51 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 26 2T ES

AS უნივერსალის ტრადიციული 2-ტაქტიანი ძრავი

63 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 28 2T ES

2-სიჩქარიანი უნივერსალი გასაბერი ბორბლებით

63 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 62 4T B&S

მძლავრი და მოქნილი – AS 62 4T B&S

61 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 63 2T ES

თანამედროვე უნივერსალი რთული ნაკვეთებისათვის

61 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 65 2T ES

თანამედროვე უნივერსალი ფერდობებისა და რთული ნაკვეთებისათვის

65 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 73 4T B&S

მდელოს სათიბი ორსიჩქარიანი დანებით

73 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 799 Rider

AS-Motor-ის საწყისი დონის სათიბი მინიტრაქტორი კერძო საკუთრებისა და კულტივირებული მდელოებისთვის

80 სმ
7,8/10,6 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 800 FreeRider

სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით

80 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD

მაღალი ბალახის სდათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლით

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »