AS-Motor აწარმოებს პროფესიონალური ლანდშაფტური დიზაინის ინჟინერინგს.

პროფესიონალი მებაღეები და ლანდშაფტური დიზაინერები იყენებენ AS-Motor-ის ტექნიკას.

ლანდშაფტური დიზაინერები და მებაღეები მრავალმხრივი ამოცანების წინაშე დგანან.  ისინი გეგმავენ და ქმნიან აწესრიგებენ თავიანთი დამკვეთების გამწვანებულ სივრცეებს, კერძო ბაღებს, პარკებს, დიდ შენობებთან მდებარე გაზონებს, გზის პირებს, სპორტულ მოედნებს და სასაფლაოებს. თითოეული ხის მოვლა თუ კონსერვაცია მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის სპეციალისტებმა უნდა შეასრულონ სამუშაო მაღალ დონეზე და მოგებაც მიიღონ.    AS-Motor-ის ტექნოლოგიები ამ დარგის სპეციალისტებს მრავალმხრივ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

 

AS-Motor -ის ტექნიკის გამოყენება ლანდშაფტურ დიზაინში

საჯარო შენობების გაზონები

გამწვანებული სივრცეები ზრდის მიმდებარე უძრავი ქონების ფასს და კომფორტს უქმნის ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს და მუშაობს. პროფესიონალური გაზონის საკრეჭი AS 531 იდეალურია ამ მიზნით ყოველდღიური გამოყენებისათვის.

კომერციული გამწვანება

კომერციულ შენობებთან მდებარე გაზონები ზრდის ამ შენობების პრესტიჟსა და პროფესიონალურ იმიჯს. მრავალი ლანდშაფტის დიზაინერი ეყრდნობა AS-Motor-ის მამულჩირებელ გაზონის საკრეჭებს ასეთი სივრცეების მოსავლელად.

 

დასასვენებელი ადგილები

AS 531 ხელით სამართავი გაზონის საკრეჭები შემგროვებელი ტომრით იდეალურია სათამაშო მოედნებისთვის, მაშინ როცა AS-Motor-ის პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები გამოიყენება სტადიონებსა და გოლფის მოედნებისთვის.

 

პერიფერიული ტერიტორიები

ყველა ნაკვეთის მუდმივად თიბვა არაა საჭირო. ზოგან წელიწადში 1-2 ჯერ გათიბვაც საკმარისია. აქაც არის გადაწყვეტილებები, რომელიც ზოგავს დროსა და თანხებს. AS 65 და AS 73 უნივერსალები, AS 701 და AS 901  ჯაჭვური სათიბები განკუთვნილია დამრეცი ფერდობებისთვის, ხოლო დისტანციური ტექნოლოგიის მქონე მანქანები (AS 751 და AS 940 Sherpa RC) ექსტრემალური ფერდობებისთვის.

 

ქვაფენილები

AS-Motor-ის სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისი შექმნილია ქვაფენილებზე ქიმიური საშუალებების გარეშე სამუშაოდ. AS 30 და AS 50 WeedHex აღწევს თვალსაჩინო შედეგებს ასეთ არეალში.

 

თიბეთ უსტრესოდ AS-თან ერთად!

– Mario Balduzzi (ჰორტიკულტურალისტი და ლანდშაფტის დიზაინერი)

კატეგორიები

4 წამყვანი ბორბალი

4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.

ყვავილოვანი მდელოები

ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.

დისტანციური მართვა

დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

პროფესიონალური ტექნოლოგიები

თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ორნამენტული გაზონები

ორნამენტული გაზონების კეთილმოწყობა როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ნაკვეთების შემთხვევაში, ითიბება მამულჩირებელი ან შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბების გამოყენებით. პირველ შემთხვევაში ბალახი ბუნებრივ სასუქად გამოიყენება, მეორე შემთხვევაში კი გაზონს ვაცილებთ მოჭრილ ბალახს შემგროვებელი ტომრის გამოყენების მეშვეობით. გაზონები კვირაში ერთხელ ითიბება, ჭრის დონეა 40-50 მმ, ბალახის მაქს სიმაღლე-15 სმ.

მოსაპირკეთებელი ქვების წყობა

AS 50-ის მაღალი მუშაობის სიჩქარე იძლევა დიდ სივრცეებზე (პარკინგები, ბილიკები, კომერციული სივრცეები) სარეველას ამოძირკვის საშუალებას. შემგროვებელი ტომრის გამოყენება უზრუნველყოფს სისუფთავეს დამუშავებულ ფართზე.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

პროდუქტები

AS 420 ProClip 4T

კომპაქტური სათიბი შემოსაზღვრული სივრცეებისთვის.

42 სმ
4,2/5,7 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 510 ProClip 2in1 2T A

2-ტაქტიანი ძრავი თიბვისა და მულჩირებისათვის.

51 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 531 2T ES MK B

ფერდობებზე მაქსიმალურად უსაფრთხო 2-ტაქტიანი სათიბი

53 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 65 4T B&S

პროფესიონალური უნივერსალი Briggs & Stratton -ის ძრავით

65 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 701 SM

ჯაჭვური სათიბი ფერდობებისა და რთული ნაკვეთებისათვის

70 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 900 Enduro

ძლიერი და საიმედო მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი გვერდითი დაცლის ფუნქციით.

90 სმ
11,9/16,2 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 915 შერპა 2WD

შერპას ოჯახი: ერგონომიკული და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი

90 სმ
16,4/22,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD XL

მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლითა და მაღალი კლირენსით

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 E-WeedHex

სარეველას ამოძირკვა მინიმალური ხმაურითა და დაბალი გამონაბოლქვით

35 სმ
პროდუქტისთვის »
AS 30 WeedHex 160

სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისი პროფესიონალური მოხმარებისათვის

35 სმ
3,0/4,1 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 50 WeedHex

როფესიონალური სარეველას ამოსაძირკვი დიდი ფართების დამუშავებისათვის.

50 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »