AS-Motor ის გადაწყვეტილებები მუნიციპალური ნაკვეთებისათვის

მუნუციპალური ოპერატორები იყენებენ AS-Motor-ის პროფესიონალურ ტექნოლოგიას საჯარო გამწვანებული სივრცეების კეთილმოსაწყობად.

მუნიციპალური სექტორის მუშაკები პასუხისმგებელი არიან მთელი რიგი დავალებების შესრულებაზე, მათ შორის გზების, პარკების, სათამაშო მოედნების კეთილმოწყობაზე, ქუჩების გასუფთავებაზე, ზამთრის პირობებში სერვისზე, ხეების მოვლაზე. ზაფხულის პერიოდში პრიორიტეტულია მწვანე სივრცეების -სპორტული მოედნების- კეთილმოწყობა.    AS-Motor გვთავაზობს ამ დანიშნულების პროფესიონალურ ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს მუშაობის საუკეთესო შედეგს ოპერატორის პირადი უსაფრთხოების გათვალისწინებით.

 

AS-Motor -ის ტექნიკის გამოყენება მუნიციპალური კეთილმოწყობისათვის.

პარკები

პარკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ “მწვანე ფილტვების” ფორმირებაში. AS-Motor-ის მამულჩირებელი სათიბები და პროფესიონალური გაზონის სათიბები შესანიშნავი საშუალებაა გამწვანებული სივრცეების მოვლისა.

 

ქვაფენილები

AS-Motor ლიდერია სარეველას მექანიკური ამოძირკვის სფეროში.  AS 30 და AS 50 გვთავაზობს გადაწყვეტილებებს ქიმიკატების გამოყენების გარეშე დიდი პარკინგებისა და უსწორმასწორო ქვაფენილების შემთხვევაში.

გზების კეთილმოწყობა

გზისპირა გამწვანების ზოლი განაპირობებს ხილვადობას მძღოლებისათვის და მოქმედებს მოძრაობის უსაფრთხოებაზე. AS-Motor-ის უნივერსალები გამოირჩევა მუშაობის მაღალი სიჩქარით და მულჩირების კარგი შედეგით. 2-ტაქტიანი ძრავის მქონე სათიბები საუკეთესოა ფერდობზე სამუშაოდ.

 

 

სათამაშო მოედნები და დასასვენებელი სივრცეები

AS-Motor-ის პროფესიონალური გაზონის სათიბები და მამულჩირებელი სათიბები საუკეთესო გადაწყვეტილებაა სათამაშო მოედნებისთვის,  დახრილ მწვანე სივრცეზე გაშენებული ხე-ბუჩქნარებისთვის. მანქანის ზემოქმედება ბალახზე მინიმალურია, ოპერატორი ამულჩირებს ბალახს, რაც აქცევს მას ბუნებრივ სასუქად, ან აგროვებს სპეციალურ ჩანთაში.

 

შერპა მსუბუქია და ადვილად გადაადგილდება ცუდ გზებზე. თუ მანქანა სველ ბალახში გაიჭედა, დიფერენციალის ჩართვის შემდეგ უპრობლემოდ აგრძელებს გზას. სასოფლო-სამეურნეო საბურავები იძლევა ნესტიან ბალახში გადაადგილების გარანტიას.

– Manfred Hopfensitz (Grünkolonne – Wört -ის მუნიციპალიტეტი)

AS 531 ასრულებს წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს. ნესტიანი ბალახის პირობებშიც კი შემგროვებელი ჩანთა ბოლომდე ივსება, ციცაბო ფერდობი არაა პრობლემა 2-ტაქტიანი ძრავისთვის.

– Wolfgang Klaiber (AS-Motor -ის პროდუქტის სპეციალისტი)

ახალი AS 30 WeedHex 160 -ის ტესტის შედეგი გასაოცარი იყო. მოწყობილობა ადვილი სამართავია, საჭე სამ სხვადასხვა პოზიციაში დგება, ავარიულად გათიშვა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

– Beschaffungsdienst Galabau 03/2018 (ლანდშაფტური დიზაინის ინდუსტრიის შესახებ ჟურნალი)

კატეგორიები

პროფესიონალური ტექნოლოგიები

თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.

ორნამენტული გაზონები

ორნამენტული გაზონების კეთილმოწყობა როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ნაკვეთების შემთხვევაში, ითიბება მამულჩირებელი ან შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბების გამოყენებით. პირველ შემთხვევაში ბალახი ბუნებრივ სასუქად გამოიყენება, მეორე შემთხვევაში კი გაზონს ვაცილებთ მოჭრილ ბალახს შემგროვებელი ტომრის გამოყენების მეშვეობით. გაზონები კვირაში ერთხელ ითიბება, ჭრის დონეა 40-50 მმ, ბალახის მაქს სიმაღლე-15 სმ.

ყვავილოვანი მდელოები

ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

4 წამყვანი ბორბალი

4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.

დისტანციური მართვა

დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

მოსაპირკეთებელი ქვების წყობა

AS 50-ის მაღალი მუშაობის სიჩქარე იძლევა დიდ სივრცეებზე (პარკინგები, ბილიკები, კომერციული სივრცეები) სარეველას ამოძირკვის საშუალებას. შემგროვებელი ტომრის გამოყენება უზრუნველყოფს სისუფთავეს დამუშავებულ ფართზე.

ქვაფენილები

ქვაფენილები და უსწორმასწორო ფილები შესაძლებელია მოწესრიგდეს სარეველას მექქანიკური ამოსაძირკვის მეშვეობით, ქიმიჯატების გარეშე. მოქნილი AS 30 გათვალისწინებულია კუთხეების მახლობლად, წყალგამტარ არხებში, ხვრელებში, ავტომაგისტრალის "კუნძულებზე" (სადაც პოსტები და საგზაო ნიშნებია განლაგებული) სამუშაოდ.

პროდუქტები

AS 420 ProClip 4T

კომპაქტური სათიბი შემოსაზღვრული სივრცეებისთვის.

42 სმ
4,2/5,7 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 510 ProClip 2in1 2T A

2-ტაქტიანი ძრავი თიბვისა და მულჩირებისათვის.

51 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 531 4T MK B

პროფესიონალური გაზონის სათიბი შემგროვებელი ტომრითა და დამატებითი უსაფრთხოების ელემენტებით

53 სმ
3,4/4,6 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 73 4T B&S

მდელოს სათიბი ორსიჩქარიანი დანებით

73 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 901 SM

პროფესიონალური ჯაჭვური მულჩერი მაღალი მუშაობის სიჩქარით

90 სმ
11,9/16,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 751 RC

მუხლუხა შასიანი ჯაჭვური მულჩერი დისტანციური მართვით ექსტრემალური ფერდობებისთვის

75 სმ
9,5/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 900 Enduro

ძლიერი და საიმედო მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი გვერდითი დაცლის ფუნქციით.

90 სმ
11,9/16,2 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD RC

მსოფლიოში პირველი სათიბი-მინიტრაქტორი დისტანციური მართვით. კიდევ უფრო საიმედო რთულ ნაკვეთებზე მუშაობისას.

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 E-WeedHex

სარეველას ამოძირკვა მინიმალური ხმაურითა და დაბალი გამონაბოლქვით

35 სმ
პროდუქტისთვის »
AS 30 WeedHex 160

სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისი პროფესიონალური მოხმარებისათვის

35 სმ
3,0/4,1 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 50 WeedHex

როფესიონალური სარეველას ამოსაძირკვი დიდი ფართების დამუშავებისათვის.

50 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »