AS-Motor -ის შეთავაზებები სპორტული ობიექტებისა და გოლფის მოედნებისთვის

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნიკას სპორტული ობიექტებისა და გოლფის მოედნებისთვის.

ახდენს რა გამწვანებული სივრცეების მენეჯმენტს სტადიონების, სანაპიროების, გოლფის მოედნების გარშემო, AS-Motor აღწევს თიბვის მაღალ რეზულტატებს და გვთავაზობს მრავალმხრივ ოპციებს სპორტული ობიექტების პროფესიონალური მოვლისთვის.

 

აპლიკაციების მაგალითები

სპორტული მოედნები

სხვადასხვა რელიეფის და სააპლიკაციო ტერიტორიების გათვალისწინებით,
სპორტული ობიექტები მოითხოვს მწვანე ფართების პროფესიონალურ დაცვას.
AS-Motor-ის 2 ტაქტიანი სათიბები ზედგამოჭრილია ციცაბო სანაპიროებისა და
მაღალბალახიანი მიდამოებისათვის. AS-Motor-ის სარეველას ამოსაძირკვი
მექანიკური ჯაგრისები იძლევა სარეველას პრობლემის ეკოლოგიურ გადაწყვეტას,
ქიმიკატების გამოყენების გარეშე, პარკინგებისთვის, სავალი ბილიკებისთვის,
სპორტული ობიექტებისთვის.

 

ხშირი ნაზარდი და წყალსატევები გოლფის მოედნებზე

ხშირი ნაზარდი ხანდახან მოიცავს გოლფის მოედნის სამ მეოთხედს. ეს სივრცე მუდმივად საჭიროებს კეთილმოწყობას. AS-Motor-ის ხელით  მართული სათიბები უზრუნველყოფს ასეთი ადგილების კარგ დამუშავებას, ასევე შესანიშნავი შედეგი აქვს უსწორმასწორო ნაკვეთში და წყალსატევების გარშემო.

 

კატეგორიები

ორნამენტული გაზონები

ორნამენტული გაზონების კეთილმოწყობა როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ნაკვეთების შემთხვევაში, ითიბება მამულჩირებელი ან შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბების გამოყენებით. პირველ შემთხვევაში ბალახი ბუნებრივ სასუქად გამოიყენება, მეორე შემთხვევაში კი გაზონს ვაცილებთ მოჭრილ ბალახს შემგროვებელი ტომრის გამოყენების მეშვეობით. გაზონები კვირაში ერთხელ ითიბება, ჭრის დონეა 40-50 მმ, ბალახის მაქს სიმაღლე-15 სმ.

ყვავილოვანი მდელოები

ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

პროდუქტები

AS 510 ProClip 4T A

მამულჩირებელი სათიბი პროფესიონალური ხმარებისათვის

51 სმ
4,2/5,7 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 751 RC

მუხლუხა შასიანი ჯაჭვური მულჩერი დისტანციური მართვით ექსტრემალური ფერდობებისთვის

75 სმ
9,5/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 E-WeedHex

სარეველას ამოძირკვა მინიმალური ხმაურითა და დაბალი გამონაბოლქვით

35 სმ
პროდუქტისთვის »