AS-Motor -ის ჯაჭვური სათიბები
ჯაჭვური სათიბები- უნივერსალური სათიბები გზების გასწვრივ, ციცაბო ფერდობებზე, ხშირ ბუჩქნარებში
რთული რელიეფი ითხოვს უნიკალურ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ზედგამოჭრილია ჩვენი ჯაჭვური სათიბები. ერთბორბლიანი ხელით მართვის წყალობით AS-Motor-ის ჯაჭვური სათიბები კომფორტულად მანევრირებადია ორი თითის გამოყენებით.
ჯაჭვური სათიბი დისტანციური მართვით AS 751 ექსტრემალური ფერდობებისათვის პროფესიონალური გადაწყვეტილებაა. დისტანციური მართვა უზრუნველყოფს ოპერატორის უსაფრთხოებას და 50 გრადუსიან დახრილობაზე ოპერირებას.
უხილავი უცხო სხეულები ბალახში
ჯაჭვური სათიბის ინჟინრული გადაწყვეტა ითვალისწინებს, რომ გასათიბ ბალახში შესაძლოა იმყოფებოდეს უხილავი უცხო სხეულები. Y-ტიპის დანები აქუცმაცებს ბალახს, ბუჩქნარს და ტოტებს და უცხო სხეულთან კონტაქტის შემთხვევაშიც გაიკვლევს გზას. ამ დროს დაცულია როგორც ძრავი და დანები, ასევე ოპერატორის უსაფრთხოება.
ეფექტური თიბვა: ჭრის მაღალი სიმძლავრე და მუშაობის წარმოუდგენელი ხარისხი
AS-Motor-ის ჯაჭვური სათიბები ავლენს თიბვის თვალსაჩინო შედეგებს ყველანაირი სიმაღლისა და სახეობის ბალახისა და ბუჩქნარის შემთხვევაში. მოჭრილი ნაზარდი ქუცმაცდება წვრილად და განლაგდება სამუშაო ზოლის გასწვრივ. აღარაა საჭირო მისი გატანა-უტილიზაცია, ის ასრულებს ბუნებრივი სასუქის როლს.
AS-Motor-ის ხელით სამართავი ჯაჭვური სათიბები AS 701 SM და AS 901 SM
- საიმედო მუშაობა ფერდობებზე დაბალი სიმძიმის ცენტრის წყალობით
AS-Motor არის ციცაბო ფერდობებისთვის განკუთვნილი სათიბების სპეციალისტი. ზუსტად ამ მიზნისთვისაა შექმნილი სიმძიმის დაბალი ცენტრის მქონე AS 701 SM and AS 901 SM. განსაკუთრებით მარტივია AS 901 SM-ის მართვა, ვინაიდან მას გააჩნია ორმაგი ბორბლები.
- მსუბუქი კონსტრუქცია და წონის ოპტიმალური გადანაწილება
წონის დაბალანსებული გადანაწილების გარეშე მანქანა ფერდობზე მუშაობისას დაიწყებს გადახრას. ამ გათვლითაა შექმნილი ეს სათიბები. AS 901 იწონის მხოლოდ 217 კგ-ს, აქვს თიბვის სიგანე 90 სმ. ამ კატეგორიის მანქანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
- ადვილი მანევრირება საჭის მუხრუჭის მეშვეობით:
- ოპერირების სიმარტივე დამახასიათებელია AS-Motor-ის საინჟინრო ფილოსოფიისათვის. AS 701 და AS 901 ადვილად კონტროლდება ორი სახელურით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოხვევას მარჯვნივ და მარცხნივ. ორივე ბერკეტის ერთდროულად დაჭერით მანქანა ჩერდება. მარჯვენა ხელის აშვება იწვევს ავტომატურ პარკინგს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ციცაბოფერდობზეც კი.
- ოპციური ფოლადის თვლები ფერდობისთვისOptional steel wheels for the slope:
AS 701 და AS 901 ჯაჭვური სათიბები ოპციურად აღჭურვილია ფოლადის თვლებით, რომელიც ზრდის გაწევას და მოჭიდებას. ფერდობზე დიაგონალური მოძრაობა ზრდის უსაფრთხოებას.