მდგრადი განვითარება

AS-Motor-ის მდგრადი განვითარება

AS-Motor, როგორც პროფესიონალური სათიბების მწარმოებელი, დაინტერესებულია მდგეად განვითარებაში. ჩვენი მძლავრი მანქანები გათვლილია ხანგრძლივ მოხმარებაზე, AS-Motor ორიენტირებულია დაახლოებით 30 წლიანი სერვისის განმავლობაში დეტალების უმეტესობის რემონტზე, და არა შეცვლაზე. ორიენტირებული ვართ ოპერატორის კომფორტზე და სარემონტო ხარჯების შემცირებაზე.

 

 

სოციალური ჩართულობა

60 წელიწადია AS-Motor წარმოადგენს საოჯახო საწარმოს. Samaritan Foundation – Franconian Workshops, Obersontheim-თან პარტნიორობის ფარგლებში AS-Motor 2012 წლიდან ჩართულია სოციალურ პროექტებში. მიმდინარე წელს მოხდა არაერთი სირიელი დევნილის ინტეგრირება საწარმოო პროცესში.

 

Recyclable and resource-friendly

AS-Motor-ის მანქანების ნაწილები შეიცავს 99 პროცენტზე მეტ გადამუშავებად ფოლადსა და მეტალს, რაც რესურსების ეკონომიას უწყობს ხელს. ინჟინრული გადაწყვეტილების შედეგად კონსტრუქციიდან გამოირიცხა პლასტმასის დეტალები  გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია კონსტრუქციის სიმსუბუქისთვის და შესაბამისად, მუშაობის ეფექტურობის ზრდისთვის.

სერტიფიცირებული რეგიონალური მომმარაგებლები

მრავალწლიან სერვისზე გათვლილი მანქანების წარმოება იწყება მაღალი სტანდარტის მასსალის შერჩევით. მარაგნაწილების 70 პროცენტს ვიღებთ სერტიფიცირებული რეგიონალური მომწოდებლებისგან, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო კავშირები. AS-Motor სერტიფიცირებულია SO, DPLF და ANSI რეგულაციების შესაბამისად.

 

ინოვაციების ეფექტურობა

AS-Motor  100% -ით გერმანიაშია წარმოებული. მაღალი ვერტიკალური ინტეგრაცია, აწყობის მაღალი სტანდარტები, მაღალი დონის მენეჯმენტი, წარმოების თანამედროვე მეთოდები – მინიმუმამდე ამცირებს დანაკარგებს. მდგრადი განვითარება გრძელდება ახალი პროდუქციის წარმოების დაგეგმვისას, ეკოლოგიური ძრავების დაპროექტებისას, რაც ფოკუსირებულია მცირე გამონაბილქვის მქონე  მაღალი ბალახის სათიბების  შექმნაზე.