AS 531 4T MK B
პროფესიონალური გაზონის სათიბი შემგროვებელი ტომრითა და დამატებითი უსაფრთხოების ელემენტებით
აბსოლიტურად პროფესიონალური, AS 531 4T MK B არის “სამი ერთში” გაზონის სათიბი. იგი აღჭურვილია მრავალი ექსტრა- ფუნქციით და იდეალურად მორგებულია ისეთ გამწვანებულ სივრცეებზე სამუშაოდ, როგორიცაა ციცაბო რელიეფის მქონე ნაკვეთები და შეზღუდული სივრცეები. სტანდარტულ კომპლექტს შესაძლოა მარტივად დაემატოს (და შემდეგ მარტივადვე მოიხსნას) მულჩირების ნაკრები.
AS 531 4T MK B შეიძლება ფუნქციონირებდეს როგორც “3 ერთში” -გაზონის საკრეჭი და როგორც მულჩერი, შემგროვებელი ტომრით ან მის გარეშე. Honda GSV ძრავი 5,2 ცხენის ძალა (3,8 კვ) სიმძლავრით განაპირობებს AS 531 4T MK B-ის იდეალურ გამოყენებას პროფესიონალური ოპერატორების მიერ. შემგროვებელ ტომარას გააჩნია 75 ლიტრი ტევადობა და ავსების დონის ინდიკატორი. შუაში დამინტაჟებული სახელურით შესაძლებელია მისი დაცლა მარტივად.
AS 531 4T MK B-ს ერთადერთს მის კლასში გააჩნია უსაფრთხოების მუხრუჭი და შემზღუდავი დიფერენციალი. დანის მუფთის ბერკეტის აშვებისთანავე ირთვება პარკინგი და მანქანა ჩერდება იმისდა მიუხედავად, თუ რა დაღმართზე იმყოფება იგი. ეს ზრდის უსაფრთხოებას. სათიბი ადვილად იმართება AS-Motor-ის მიერ შემუშავებული საჭით. მარცხენა ხელით ოპერატორი არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს 3,0-4,5 კმ/სთ დიაპაზონში, როცა მანქანა მოძრაობაშია, მარჯვენა ხელით კი არეგულირებს წევას, დანების მუფთას და პარკინგს. დანების მუფთით შესაძლებელია თიბვის შეჩერებე ძრავის გათიშვის გარეშე, მაგალითად მაშინ, როცა შემგროვებელი ჩანთაა დასაცლელი.
მობრუნებადი საჭე საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ AS 531 4T MK B სახლის კედლების გასწვრივ, პარკირებული მანქანის გარშემო, ბუჩქნარში. საჭე გამაგრებულია რეზინის საკისრით და აქვს ვიბრაციის შემცირების ფუნქცია VibrationProtect. სიმძიმის ოპტიმალური განაწილება უზრუნველყოფს ერგონომიკულ მართვას და მუშაობას დაღლის გარეშე.
სხვებისაგან განსხვავებული პროფესიონალური გაზონის სათიბი
AS 531 4T MK B -ის განსაკუთრებული თავისებურებებია:
- დიფერენციალის ავტომატური ჩართვა
- პარკინგის მუხრუჭის ავტომატური ჩართვა
- ღია ტიპის V-საჭე VibrationProtect ვიბრაციისგან დაცვით
სხვა თვისებები:
- 3-ლიტრიანი სარეზერვო საწვავის ავზი
- ცალკე სახელური შემგროვებელი ტომრის მარტივად დაცლისათვის
- ოპტიმალური მასის მდგრადი კორპუსი
- ზამბარისებრი ფოლადის ღერძი
- ჭრის სიმაღლის რეგულირება
- ლილვის სამმაგი საკისარი და დანასთან ახლოს მდებარე მოჭიდების დისკი
პროდუქტის უპირატესობები.
როდესაც მართვის ბერკეტი ნეიტრალურ მდგომარეობაშია, ირთვება ავტომატური პარკინგის მუხრუჭი, მანქანა ჩერდება, იქნება ეს ფერდობზე თუ ტერასაზე.
100%-ით შემზღუდავი დიფერენციალი აქტიურდება მოძრაობისას და უზრუნველყოფს უკეთეს მართვას.
პარკინგის მუხრუჭი, დანების ჩართვა, შემზღუდავი დიფერენციალი, მართვის ფუნქცია, სიჩქარის გადართვა - ყველაფერი ეს ხორციელდება 3 ბერკეტით.
ცვლადი სიჩქარე იძლევა ნებისმიერ პირობებში ოპტიმალური მუშაობის შედეგის მიღების საშუალებას.
წონის ოპტიმალური განაწილება ერგონომიკული მართვისა და დაღლის გარეშე მუშაობისათვის.
ერგონომიკული V-ტიპის საჭე რეგულირებადია და იწევა დაბლა. ბალახის დაცლა და შეგროვება მარტივია.
პროდუქტის დეტალები
ფუნქცია 3 1-ში
ქარხნულად აღჭურვილია მარტივად დამონტაჟებადი მულჩირების ნაკრებით. თიბვა შემგროვებელი ჩანთით, უკნიდან დაცლა, ან მულჩირება.
ვიბრაციის დამწევი
VibrationProtect და რეზინის საკისრით გამყარებული V-ტიპის საჭე მინიმუმამდე ამცირებს ვიბრაციას.
წინა ღერძის ამორტიზაცია.
ამორტიზაცია ფოლადის ზამბარიანი ღერძისა და რეზინის ბუფერის მეშვეობით.
სპეციალური წინა ბორბლები.
ორმაგი ბურთულა საკისრით გამყარებული, თანაბრად მოძრავი ბორბლები ჭყლეტს მცირე რაოდენობის ბალახს.
ტექნიკური მონაცემები
აქსესუარები
მუშა საათების მზომი
აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.
დახრის საზომი
გვიჩვენებს ფერდობის დახრას..
პროგრამები
კომერციული ლანდშაფტური დიზაინი
AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას რთულ ნაკვეთებში მუშაობისას, უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.
მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი
AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.
მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა
მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან. AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.
გზების კეთილმოწყობა
გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.
კომუნალური მომსახურება
AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.
დასასვენებელი ობიექტები
დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.
კერძო მომხმარებელი
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.
სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები
სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.