AS 73 4T B&S

მდელოს სათიბი ორსიჩქარიანი დანებით

პროფესიონალური მოხმარებისათვის განკუთვნილ ამ უნივერსალს შესანიშნავი თვისებები გააჩნია. Briggs & Stratton Series 3 INTEK ძრავს აქვს ზეთისა და საწვავის ტუმბოები.

AS 73 4T B&S მუშაობს 35 გრადუსიან დახრილობაზე ძრავის დაზიანების რისკის გარეშე. დანის ლილვი და ძრავი ერთმანეთისგან გამოყოფილია, რაც იცავს ძრავს უხილავი წინაღობებისგან, ხოლო მართვა ხორციელდება 5-სიჩქარიანი ტრანსმისიით. წინა სვლისას სიჩქარეა 1,6-5,1 კმ/სთ, უკუსვლისას კი 2,4 კმ/სთ. მუშაობის სიჩქარე შეადგენს 3700 კვმ/სთ, ძრავის სიმძლავრე – 13 ცხენის ძალა, თიბვის სიგანეა 73 სმ.  AS 73 4T B&S  უპრობლემოდ თიბავს 150 სმ სიმაღლის ბალახს. მოწყობილობას გააჩნია დანების მუშაობის ორი სიჩქარე. მაღალი სიჩქარე გამოიყენება უფრო წვრილად მულჩირებისათვის, დაბალი კი ხშირი ნაზარდის გადასამუშავებლად. The AS 73 4T B&S მრავალმხრივად შეიძლება იქნას გამოყენებული.

 

 

 

მარტივი, საიმედო და უსაფრთხო მართვა

AS 73 4T B&S იმართება ბერკეტებით, რომლებიც ააქტიურებს დაძვრას, პარკინგის მუხრუჭს, მართვისა და მუხრუჭის მუფთას, დანების მუფთას. ფერდობებზე თიბვის აბსოლიტურ საიმედოობას განსაზღვრავს ავტომატური პარკინგი და დიფერენციალი, რომელიც დაძრული მანქანის პირობებში მუდამ ჩართულია. როდესაც მართვის ბერკეტი აშვებულია, პარკინგის მუხრუჭი ირთვება ავტომატურად და მანქანა ჩერდება ფერდობზე ან ტერასაზეც კი.  V-ტიპის საჭე მარტივად რეგულირდება ოპერატორის სურვილისამებრ. ჭრის სიმაღლეა 50-100 მმ. დაბალწნევიანი ბორბლები საველე პროტექტორით უზრუნველყოფს ოპტიმალურ განმავლობას როგორც ფერდობის, ასევე ტერასული ტიპის ნაკვეთის პირობებში.

 

 

 

თიბვის შთამბეჭდავი შედეგები ჯვარედინი დანების სისტემის წყალობით

ჯვარედინი დანების სისტემა შედგება ძირითადი დანისა და მის თავზე მდებარე ფრთიანი დანისაგან, რაც უზრუნველყოფს თიბვას 4 კუთხეში. დახურული სათიბი ბლოკი თიბვის მაღალ სიჩქარესთან ერთად უზრუნველყოფს შესანიშნავ შედეგებს  AS 73 4T B&S-ით საშუალო და დაბალი ბალახის თიბვისას.

 

პროდუქტის უპირატესობები.

მუშაობა ფერდობებზე

ფერდობებზე ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს საწვავისა და ზეთის პომპა.

შესანიშნავი თიბვა და მულჩირება

AS -ის ჯვარედინ დანათა სისტემა უზრუნველყოფს უნაკლო თიბვას და მულჩირებას.

ცვლადი სიჩქარე

The AS 73 -ს გააჩნია დანების 2 სიჩქარე ყველანაირი ნაზარდის პირობებშიოპტიმალური მუშაობისათვის.

ავტომატური პარკინგის მუხრუჭი

როცა მართვის ბერკეტი აშვებულია, მანქანა ჩერდება ავტომატურად იქნება ეს ფერდობი თუ ტერასა.

შემზღუდავი დიფერენციალი ჩართვა-გამორთვის ფუნქციით.

მუდმივად ჩაკეტილი შემზღუდველი დიფერენციალი იხსნება დიფერენციალური საკეტის ბერკეტზე ზემოქმედებით.

ძრავის დაცულობა

ძრავის დაცულობა განპირობებულია ძრავისა და დანების ლილვის განცალკევებით.

მარტივად ოპერირების კონცეფცია

პარკინგის მუხრუჭი, დანების ჩართვა, შემზღუდავი დიფერენციალი, მართვის ფუნქცია, სიჩქარის გადართვა - ყველაფერი ეს ხორციელდება 3 ბერკეტით.

ბორბლები

გასაბერი საბურავები საველე პროტექტორით უზრუნველყოფს შესანიშნავ მოჭიდებას ფერდობებზე.

პროდუქტის დეტალები

სიმაღლის რეგულირება.

ცენტრალური, ცვალებადი სიმაღლის რეგულირება 50–100 მმ.

ხელის ტრანსმისია.

5-სიჩქარიანი ტრანსმისია შემზღუდავი დიფერენციალით და უკანა სვლით უზრუნველყოფს იდეალურ მოჭიდებას სველ ბალახზეც კი.

დახურული სათიბი ბლოკი უკანა დაცლით.

ბალახი წვრილად ქუცმაცდება უკანა დაცლის სისტემის მქონე მულჩირების ბლოკში. ეს სისტემა იძლევა კუთხესთან ახლოს მუშაობის საშუალებას.

რეგულირებადი საჭე.

საჭე რეგულირდება სიმაღლეში და გვერდულად ყოველი კონკრეტული ოპერაციისათვის.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 73 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 150 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Series3 INTEK
გადაადგილება 344 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 7,6/10,3 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3300 ბრუნვა წუთში.
დანის პედალი
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
მოჭრის სიმაღლე 50 - 100 მმ
წევის ძრვა,მექანიკური/ჰიდროსტატიკური /
სიჩქარი რაოდენობა 5
უკან სვლა
მაქსიმალური სიჩქარე 5,1 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
ავზის მოცულობა 5
განზომილება ლ/წ/ს 224x79x99 სმ
წონა 135 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

ელექტროსტარტი

ელექტროსტარტი უზრუნველყოფს ძრავის მარტივ და მოხერხებულ გაშვებას.

ტოტების დეფლექტორი

დაცვა ხეების გარემოცვაში თიბვისას.

 

 

ხელის დამცავი ფოლადის სახელური

ოპერატორის დამატებითი დაცულობა.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

სახელურის გათბობა

თბილი ხელები ცივ ამინდში.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

წყვილი ბორბალი (AS 65, 73, 701)

წყვილი ბორბალი (1x2) დამატებითი ფიქსაციით.

პროგრამები

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.