AS 940 Sherpa 4WD

მაღალი ბალახის სდათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლით

AS 940 Sherpa 4WD არის მძლავრი და მრავალმხრივი სათიბი მინიტრაქტორი, განკუთვნილი რთულ ნაკვეთებში და მაღალი ბალახის პირობებში სამუშაოდ. 2 ცილინდრიანი Briggs & Stratton-ის ძრავის მოცულობაა 724 კუბური სმ, სიმძლავრე – 27 ცხენის ძალა.  მას გააჩნია ზეთისა და საწვავის ტუმბოები და მუშაობის სიჩქარე აღწევს 5500 კვმ/სთ. მუდმივად წამყვანი 4 ბორბალი და შემზღუდავი დიფერენციალი უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას. ჰიდროსტატიკური ტრანსმისია კონტროლდება მხოლოდ მართვის ბერკეტით, რომელიც მართავს წინა და უკანა სვლას, აგრეთვე პარკინგის მუხრუჭს. დამატებითი მუხრუჭის პედალი აბრუნებს მართვის ბერკეტს ნეიტრალურ მდგომარეობაში და რთავს პარკინგს.

AS 940 Sherpa 4WD აღჭურვილია ჯვარედინი დანების სისტემით, რომელიც იძლევა მულჩირების თვალშისაცემ შედეგებს  1,5 მ სიმაღლის ბალახისა და ხშირი ნაზარდის დამუშავებისას.

საკისრით გამაგრებული დანები ჭრის ბალახს, მათ თავზე მოთავსებული მამულჩირებელი დანები კი აქუცმაცებს. მულჩირებული ბალახი თავსდება ბორბლებს შორის, რათა შემდეგ განფენილ იქნას ფერდობზე და ნოტიო ბალახზე, ხოლო მოძრავი სათიბი ბლოკი გვერდს უვლის დაბრკოლებაბს, რითიც იცავს დაზიანებისგან დანების სისტემას. თიბვის სიმაღლის 5 დონე რეგულირდება 50-105 სმ ფარგლებში. ოპციური მამულჩირებელი  ნაკრები იძლევა მულჩირების უკეთესი შედეგის მიღების საშუალებას.

 

სტაბილურობა და კომფორტი

S 940 Sherpa 4WD  მორგებულია მუშაობის მკაცრ პირობებზე. მას გააჩნია მძლავრი კორპუსი. რეგულირებადი და ზამბარების სისტემით აღჭურვილი სავარძელი უქმნის ოპერატორს 1,9 მეტრიან სივრცეს და აძლევს კომფორტული მუშაობის საშუალებას, ხოლო დაბალი სიმძიმის ცენტრი, დასაკეცი საჭე და გვერდითი დეფლექტორები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. კორპუსის სამაგრი დეტალები ხდის მოძრაობას უსაფრთხოს.

ორი დამოუკიდებელი სავენტილაციო ხვრელი და ჰიდროსტატიკული ტრანსმისია ქმნიან ხანგრძლივი მუშაობის საშუალებას და გადახურების პრევენციას: ძრავი იღებს ჰაერს ზემოდან და უშვებს მას გვერდებიდან, ხოლო ჰიდროსტატიკური ტრანსმისია იღებს ჰაერს უკნიდან და უშვებს დაბლა. ეს სისტემა უზრუნველყოფს ხანგრძლივ “სერვისულ სიცოცხლეს”.

 

 

 

 

პროდუქტის უპირატესობები.

4 წამყვანი ბორბალი (AS 940)

მუდმივად წამყვანი 4 ბორბალი უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და დაღმართზე უსაფრთხოებას.

მოძრავი სათიბი-მამულჩირებელი ბლოკი

მოძრავი დახურული სათიბი ბლოკი AS ჯვარედინი დანებით. ძირითადი დანები ჭრის, ჯვარედინი კი აქუცმაცებს ბალახს. მოძრავი ბლოკი იკვლევს გზას და იცავს სისტემას დაზიანებისაგან უსწორმასწორო ნაკვეთზე მუშაობისას.

ერგონომიკული სავარძელი უზრუნელყოფს კომფორტს მართვისას.

მძღოლის რეგულირებადი სავარძელი ზამბარიანი სისტემით და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია კომფორტს უქმნის ოპერატორს მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მყარი მილის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცე და მდგრადობა დიდი დატვირთვისას.

ოპტიმალური მოძრაობა ყველანაირი რელიეფის ნაკვეთებზე

საველე პროტექტორის მქონე საბურავები, შემზღუდავი დიფერენციალი და ფერდობებისთვის გათვალისწინებული ძრავი უზრუნველყოფს მუშაობას ყველანაირი რელიეფის ნაკვეთზე.

ცვლადი ჰიდროსტატიკული ტრანსმისია (სათიბ მინიტრაქტორებში)

სიჩქარის ადვილად ადაპტირება სხვადასხვა რელიეფის პირობებში, მართვის ბერკეტთან ინტეგრირებული მექანიკური პარკინგის მუხრუჭი.

მყარი დასაკეცი ღერძი

უფრო მეტი უსაფრთხოება ოპერატორისთვის მანქანით შემოსაზღვრულ სივრცეში.

პროდუქტის დეტალები

AS სათიბი ბლოკი მულჩირების ფუნქციით.

დახურული, მოძრავი სათიბი ბლოკი ჯვარედინი დანების სისტემით, საკისრიანი დანები იცილებს უცხო სხეულებს.

განცალკევებული ჰაერით გაგრილების სისტემა.

განცალკევებული ჰაერით გაგრილების სისტემა და ჰიდროსტატიკული ტრანსმისია უზრუნველყოფს მუშაობის უკეთეს ხარისხს.

შემზღუდავი დიფერენციალი ჩართვა-გამორთვის ფუნქციით.

შემზღუდავი დიფერენციალის კომფორტული აქტივაცია ფეხის პედლით უკეთესი მოჭიდებისა და გაწევისათვის.Comfortable activation of the limited slip differential via foot pedal for excellent propulsion and traction.

მყარი დასაკეცი ძელი.

ოპერატორის გაზრდილი უსაფრთხოება მანქანის მოქმედების ზონაში..

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 90 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Professional Series 8
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 724 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 16,5/22,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3300 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 6,2 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მცურავი სათიბი
მოჭრის სიმაღლე 50 - 105 მმ
ავზის მოცულობა 17
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 191x98x152 სმ
წონა 290 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

მისაბმელის ადაპტორი (Sherpa)

For connecting the AS მისაბმელის სათიბთან დასაკავშირებლად.

თოვლის საწმენდი

სიგანე: 1107 მმ, სიმაღლე: 348 მმ. რეგულირდება ორივე მხრიდან.

მულჩირების ნაკრები (Sherpa)

უფრო თანაბარი თიბვისა და უფრო წვრილი მულჩირებისათვის 40 სმ-ზე მაღალი ბალახის პირობებში.

 

 

თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვი

მაგრდება წამყვან თვლებზეოვლში მოძრაობისას.

წყვილი ბორბალი (Sherpa)

წყვილი (2x2) უკანა საბურავი ექსტრემალური პროტექტორით უმაღლესი დონის მოჭიდებისათვის.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

XL ბორბლის ნაკრები

30mm კლირენსის მქონე ბორბლების ნაკრები.

სპეისერი Sherpa

სპეისერი გამოიყენება მულჩირების ზედა დანის პოზიციის ცვლისათვის. მოსახერხებელია ბოჭკოვანი ტიპის ბალახისა და ხშირი ნაზარდის პირობებში თიბვის მაღალი სიჩქარისას.

 

LED მაშუქები

ორი მაღალი სიმძლავრის  18W LED მაშუქი, ჩართვა-გამორთვის ფუნქციით და კაბელით.

დაცვა ბალახისაგან

ხდება ბორბალსა და წინა ღერძს შორის ბალახის ჩარჩენის თავიდან აცილება.

 

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.