AS 940 Sherpa 4WD XL

მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლითა და მაღალი კლირენსით

AS 940 Sherpa 4WD XL უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო თიბვას ფერდობებზე Briggs & Stratton-ის 2 ცილინდრიანი ძრავის დამსახურებით. ძრავის მოცულობაა 724 კუბური სმ, სიმძლავრე – 27 ცხენის ძალა, აქვს ზეთისა და საწვავის ტუმბოები. მინიტრაქტორის მდგრადობას ფერდობებზე უზრუნველყოფს  XL ბორბლები საველე პროტექტორით, დაბალი სიმძიმის ცენტრი, წონა-მხოლოდ 298 კგ. ჰიდროსტატიკური ტრანსმისია იძლევა საშუალებას შევუსაბამოთ სიჩქარე ნაკვეთის თავისებურებებს  და ავარჩიოთ სიჩქარე 6,7 კმ/სთ-მდე წინა სვლისას და   6,5 კმ/სთ-მდე უკუსვლისას.  მარტივი ოპერირების მიზნით მხოლოდ ერთი ბერკეტით რეგულირდება მართვა, მუხრუჭი და პარკინგის ფუნქცია, ხოლო შემზღუდავი დიფერენციალი გამოიყენება ექსტრემალურ სიტუაციაში წინაღობის გაზრდისათვის. მუხრუჭის პედალი აბრუნებს მართვის ბერკეტს ნეიტრალურ მდგომარეობაში და ავტომატურად რთავს პარკინგის მუხრუჭს.

AS 940 Sherpa 4WD XL-ის მოძრავი სათიბი ბლოკი აღჭურვილია AS ჯვარედინი დანების ტექნოლოგიით, საკისრით გამაგრებული დანები ჭრის ბალახს, მათ თავზე მოთავსებული მამულჩირებელი დანები კი აქუცმაცებს. მულჩირებული ბალახი თავსდება ბორბლებს შორის, რათა შემდეგ განფენილ იქნას ფერდობზე და ნოტიო ბალახზე, ხოლო მოძრავი სათიბი ბლოკი გვერდს უვლის დაბრკოლებაბს, რითიც იცავს დაზიანებისგან დანების სისტემას. AS Sherpa 940 4WD XL -ს გააჩნია თიბვის სიგანე 90 სმ, საათში ამუშავებს 5500 კვმ ზედაპირს. თიბვის სიმაღლის 5 დონე რეგულირდება 80-135 სმ ფარგლებში. ოპციური მამულჩირებელი  ნაკრები იძლევა მულჩირების უკეთესი შედეგის მიღების საშუალებას.

 

მაქსიმალური კომფორტი ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში

S 940 Sherpa 4WD XL მორგებულია მუშაობის მკაცრ პირობებზე. მას გააჩნია მძლავრი კორპუსი. რეგულირებადი და ზამბარების სისტემით აღჭურვილი სავარძელი უქმნის ოპერატორს 2 მეტრიან სივრცეს და აძლევს კომფორტული მუშაობის საშუალებას, ხოლო დაბალი სიმძიმის ცენტრი, დასაკეცი საჭე და გვერდითი დეფლექტორები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. კორპუსის სამაგრი დეტალები ხდის მოძრაობას უსაფრთხოს.

 

 

 

შექმნილი ხანგრძლივი მუშაობისთვის

ორი დამოუკიდებელი სავენტილაციო ხვრელი და ჰიდროსტატიკული ტრანსმისია ქმნიან გადახურების პრევენციას: ძრავი იღებს ჰაერს ზემოდან და უშვებს მას გვერდებიდან, ხოლო ჰიდროსტატიკური ტრანსმისია იღებს ჰაერს უკნიდან და უშვებს დაბლა. ეს სისტემა უზრუნველყოფს ხანგრძლივ “სერვისულ სიცოცხლეს”.

 

 

 

პროდუქტის უპირატესობები.

4 წამყვანი ბორბალი (AS 940)

მუდმივად წამყვანი 4 ბორბალი უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და დაღმართზე უსაფრთხოებას.

მოძრავი სათიბი-მამულჩირებელი ბლოკი

მოძრავი დახურული სათიბი ბლოკი AS ჯვარედინი დანებით. ძირითადი დანები ჭრის, ჯვარედინი კი აქუცმაცებს ბალახს. მოძრავი ბლოკი იკვლევს გზას და იცავს სისტემას დაზიანებისაგან უსწორმასწორო ნაკვეთზე მუშაობისას.

ერგონომიკული სავარძელი უზრუნელყოფს კომფორტს მართვისას.

მძღოლის რეგულირებადი სავარძელი ზამბარიანი სისტემით და ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია კომფორტს უქმნის ოპერატორს მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მყარი მილის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცე და მდგრადობა დიდი დატვირთვისას.

ოპტიმალური მოძრაობა ყველანაირი რელიეფის ნაკვეთებზე

საველე პროტექტორის მქონე საბურავები, შემზღუდავი დიფერენციალი და ფერდობებისთვის გათვალისწინებული ძრავი უზრუნველყოფს მუშაობას ყველანაირი რელიეფის ნაკვეთზე.

ცვლადი ჰიდროსტატიკული ტრანსმისია (სათიბ მინიტრაქტორებში)

სიჩქარის ადვილად ადაპტირება სხვადასხვა რელიეფის პირობებში, მართვის ბერკეტთან ინტეგრირებული მექანიკური პარკინგის მუხრუჭი.

მყარი დასაკეცი ღერძი

უფრო მეტი უსაფრთხოება ოპერატორისთვის მანქანით შემოსაზღვრულ სივრცეში.

პროდუქტის დეტალები

AS სათიბი ბლოკი მულჩირების ფუნქციით.

დახურული, მოძრავი სათიბი ბლოკი ჯვარედინი დანების სისტემით. საკისრიან დანები იცილებს უცხო სხეულებს.

განცალკევებული ჰაერით გაგრილების სისტემა

განცალკევებული ჰაერით გაგრილების სისტემა და ჰიდროსტატიკული ტრანსმისია აუმჯობესებს მუშაობის შედეგს.

შემზღუდავი დიფერენციალი ჩართვა-გამორთვის ფუნქციით.

შემზღუდავი დიფერენციალის კომფორტული აქტივაცია უკეთესი მოჭიდებისა და გაწევისათვის.

XL საბურავები.

XL საბურავები უზრუნველყოფს 30 მმ-იან კლირენსს (მიწის ზედაპირისგან დაშორებას).

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 90 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Professional Series 8
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 724 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 16,5/22,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3300 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 6,7 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მცურავი სათიბი
მოჭრის სიმაღლე 80 - 135 მმ
ავზის მოცულობა 15
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 191x106x156 სმ
წონა 298 კგ
Changes in technology, equipment and price are reserved. Of information or illustrations no claims can be derived

აქსესუარები

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

მისაბმელის ადაპტორი (Sherpa)

For connecting the AS მისაბმელის სათიბთან დასაკავშირებლად.

თოვლის საწმენდი

სიგანე: 1107 მმ, სიმაღლე: 348 მმ. რეგულირდება ორივე მხრიდან.

მულჩირების ნაკრები (Sherpa)

უფრო თანაბარი თიბვისა და უფრო წვრილი მულჩირებისათვის 40 სმ-ზე მაღალი ბალახის პირობებში.

 

 

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

ბორბლების სტანდარტული ნაკრები

უკამერო ATV ბორბლების სტანდარტული ნაკრები. დაბალი წნევა.

უკამერო ბორბალი

მდგრადია დაზიანების მიმართ, დამატებით გამოიყენება საბურავის ჰერმეტიკი

"Flat-Stop".

სპეისერი Sherpa

სპეისერი გამოიყენება მულჩირების ზედა დანის პოზიციის ცვლისათვის. მოსახერხებელია ბოჭკოვანი ტიპის ბალახისა და ხშირი ნაზარდის პირობებში თიბვის მაღალი სიჩქარისას.

 

LED მაშუქები

ორი მაღალი სიმძლავრის  18W LED მაშუქი, ჩართვა-გამორთვის ფუნქციით და კაბელით.

პროგრამები

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.