AS 510 ProClip 2in1 4T A

არჩევანი-თიბვა თუ მულჩირება?

AS 510 ProClip 4T A აღწევს 2100 კვმ/სთ მუშაობის სიჩქარეს Briggs & Stratton-ის მაღალხარისხიანი ძრავისა (5,7 ცხენის ძალა) და 51 სმ თიბვის სიგანის წყალობით. ამ ძრავს გააჩნია ასიმეტრიული განლაგება და წონების ოპტიმალური გადანაწილების ხარჯზე განაპირობებს სათიბის შესანიშნავ მართვას. ლილვის სამმაგი საკისარი და ხახუნის დისკი იცავს ძრავს უცხო სხეულებისგან. სიჩქარე რეგულირდება 2,1-4,3 კმ/სთ ფარგლებში. წინა ბორბლების ორმაგი ბურთულა საკისარი და უკანა ბორბლის წევა განაპირობებს მარტივ მართვას. წინა ბორბლის სოლისებრი ფორმა ამცირებს ბალახზე ზემოქმედებას. მისი მეშვეობით ბალახი ხვდება დანის მოქმედების არეალში. ჭრის სიმაღლე რეგულირდება 5 დონით 40-80 მმ დიაპაზონში. ფართო საბურავები აგრესიული პროტექტორით განაპირობებს კარგ განმავლობას.

 

 

 

დაზოგე დრო და ფული მულჩირებით!

მულჩირების ღრმა ბლოკი იძლევა საუკეთესო რეზულტატებს. მულჩირების დანა ჭრის ბალახს 20 სმ სიმაღლეზე, წარმოქმნის აირის ნაკადს, რომელით ათავსებს მოჭრილ ბალახს მულჩირების ბლოკში, დანის მჭრელი კუთხეები მრავალგზის აქუცმაცებს ბალახს. მულჩირებული ბალახი ანოყიერებს ნიადაგს და იცავს მას გადახურებისაგან.

AS 510 ProClip 2in1 4T A ზოგავს 30 პროცენტ დროს შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბებთან შედარებით.

თიბვა ან მულჩირება: AS 510 ProClip 2in1 4T A მამულჩირებელი სათიბი აღჭურვილია ადვილად დამონტაჟებადი მულჩერით და გვერდითი დაცლის დეფლექტორით.

 

 

პროდუქტის უპირატესობები

ფუნქცია ორი ერთში

AS 510 2 1-ში - ამულჩირებს ან თიბავს გვერდითი დაცლის ფუნქციით.

30% -ზე მეტი დროის ეკონომია.

შემგროვებელი ტომრის გარეშე, ნიადაგის განაყოფიერება.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

წევა (AS 510)

კომფორტულ მუშაობას განაპირობებს ცვლადი სიჩქარეები და აგრესიული პროტექტორის მქონე ფართო საბურავები. მოჭიდება ოპტიმალურია.

მყარი ორმაგი ჩარჩო

მყარი მილის ჩარჩო, არის მულჩირების ბლოკის მოხსნა-მიყენების საშუალება.

პროდუქტის დეტალები

მყარი მულჩირების ბლოკი

დახურული, ღრმა სათიბი ბლოკი მულჩირების შესანიშნავი რეზულტატისთვის.

შესანიშნავი ბალანსი.

მბრუნავი ძრავი უზრუნველყოფს წონის ოპტიმალურ გადანაწილებას, რაც ხელს უწყობს მართვას.

ჭრის სიმაღლის რეგულირება.

ჭრის სიმაღლის ცენტრალური რეგულირება ზამბარების მეშვეობით.

სპეციალური წინა ბორბლები.

ორმაგი ბურთულა საკისრით გამყარებული, თანაბრად მოძრავი ბორბლები ჭყლეტს მცირე რაოდენობის ბალახს.

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

5-ლიტრიანი საწვავის ავზი

მაღალი სიმძლავრის 5-ლიტრიანი საწვავის ავზი ხანგრძლივი გაუჩერებელი მუშაობისათვის.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.