AS 531 2T ES MK B

ფერდობებზე მაქსიმალურად უსაფრთხო 2-ტაქტიანი სათიბი

გაზონის საკრეჭთა შორის პროფესიონალური. “სამი ერთში” ფუნქციის მქონე მრავალფუნქციური მოდელი გამოიყენება ციცაბო ფერდობებზე და დახურულ სივრცეებში. მულჩირების კომპლექტი მარტივად მონტაჟდება და იხსნება. ამრიგად, AS 531 2T ES MK B მუშაობს როგორც გაზონის საკრეჭი, როგორც მულჩერი, შემგროვებელი ჩანთით ან მის გარეშე.  AS 531 2T ES MK B აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 40-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს. 2-ტაქტიანი ძრავის მაღალი ბრუნთა რიცხვი უზრუნველყოფს შედეგიან მუშაობას სველი ბალახის პირობებშიც. ბალახის შეგროვება ხდება 75 ლ. ტევადობის ჩანთაში, რომელსაც გააჩნია შევსების დონის ინდიკატორი.

AS 531 2T ES MK B-ს ერთადერთს მის კლასში გააჩნია უსაფრთხოების მუხრუჭი და შემზღუდავი დიფერენციალი. დანის მუფთის ბერკეტის აშვებისთანავე ირთვება პარკინგი და მანქანა ჩერდება იმისდა მიუხედავად, თუ რა დაღმართზე იმყოფება იგი. ეს ზრდის უსაფრთხოებას. სათიბი ადვილად იმართება AS-Motor-ის მიერ შემუშავებული საჭით. მარცხენა ხელით ოპერატორი არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს 3,0-4,5 კმ/სთ დიაპაზონში, როცა მანქანა მოძრაობაშია, მარჯვენა ხელით კი არეგულირებს წევას, დანების მუფთას და პარკინგს. დანების მუფთით შესაძლებელია თიბვის შეჩერებე ძრავის გათიშვის გარეშე, მაგალითად მაშინ, როცა შემგროვებელი ჩანთაა დასაცლელი.

მობრუნებადი საჭე საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ AS 531 2T ES MK  B სახლის კედლების გასწვრივ, პარკირებული მანქანის გარშემო, ბუჩქნარში. საჭე გამაგრებულია რეზინის საკისრით და აქვს ვიბრაციის შემცირების ფუნქცია VibrationProtect. სიმძიმის ოპტიმალური განაწილება უზრუნველყოფს ერგონომიკულ მართვას და მუშაობას დაღლის გარეშე.

 

 

განსაკუთრებული გაზონის სათიბი

 AS 531 2T ES MK B -ს მრავალ ფუნქციას სთავაზობს პროფესიონალ მომხმარებელს. მისი უნიკალური თავისებურებებია:

  • თავისუფალი პოზიციის 2-ტაქტიანი ძრავი, გამოყენებადი 40-გრადუსიან ფერდობზე.
  • შემზღუდავი დიფერენციალის ავტომატური ჩართვა.
  • პარკინგის მუხრუჭის ავტომატური ჩართვა
  • ღია  V-ტიპის საჭე  VibrationProtect ვიბრაციის შემცირების ფუნქციით.

სხვა თვისებები:

  • ცალკე სახელური შემგროვებელი ტომრის მარტივად დაცლისათვის
  • ოპტიმალური მასის მდგრადი კორპუსი
  • ზამბარისებრი ფოლადის ღერძი
  • ჭრის სიმაღლის რეგულირება
  • ლილვის სამმაგი საკისარი და დანასთან ახლოს მდებარე მოჭიდების დისკი

 

პროდუქტის უპირატესობები

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

ავტომატური პარკინგის მუხრუჭი(AS 531)

როდესაც მართვის ბერკეტი ნეიტრალურ მდგომარეობაშია, ირთვება ავტომატური პარკინგის მუხრუჭი, მანქანა ჩერდება, იქნება ეს ფერდობზე თუ ტერასაზე.

ავტომატური შემზღუდავი დიფერენციალი

100%-ით შემზღუდავი დიფერენციალი აქტიურდება მოძრაობისას და უზრუნველყოფს უკეთეს მართვას.

მარტივად ოპერირების კონცეფცია

პარკინგის მუხრუჭი, დანების ჩართვა, შემზღუდავი დიფერენციალი, მართვის ფუნქცია, სიჩქარის გადართვა - ყველაფერი ეს ხორციელდება 3 ბერკეტით.

ცვლადი სიჩქარე

ცვლადი სიჩქარე იძლევა ნებისმიერ პირობებში ოპტიმალური მუშაობის შედეგის მიღების საშუალებას.

წონის გადანაწილება

წონის ოპტიმალური განაწილება ერგონომიკული მართვისა და დაღლის გარეშე მუშაობისათვის.

V-ტიპის საჭე

ერგონომიკული V-ტიპის საჭე რეგულირებადია და იწევა დაბლა. ბალახის დაცლა და შეგროვება მარტივია.

პროდუქტის დეტალები

ფუნქცია 3 1-ში

ქარხნულად აღჭურვილია ადვილად დამონტაჟებადი მულჩირების ნაკრებით. თიბვა შემგროვებელი ჩანთით, უკნიდან დაცლა ან მულჩირება.

ვიბრაციის დამწევი.

VibrationProtect და რეზინის საკისრით გამყარებული V-ტიპის საჭე მინიმუმამდე ამცირებს ვიბრაციას.

წინა ღერძის ამორტიზაცია

ამორტიზაცია ფოლადის ზამბარიანი ღერძისა და რეზინის ბუფერის მეშვეობით.

სპეციალური წინა ბორბლები.

ორმაგი ბურთულა საკისრით გამყარებული, თანაბრად მოძრავი ბორბლები ჭყლეტს მცირე რაოდენობის ბალახს.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 53 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 50 სმ
ძრავის მწარმოებელი AS-Motor
ძრავისი ტიპი AS 165 ES
ძრავა, 4-ტაქტიანი / 2-ტაქტი /
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 2,8/3,8 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 2800 ბრუნვა წუთში.
ავზის მოცულობა 3
უკანა ბორბლის ძრავა / ოთხივე-ბორბლის ძრავა /
სიჩქარი რაოდენობა Vario
მაქსიმალური სიჩქარე 4,5 კმ/სთ
ავტომატური მუხრუჭი
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
მუხრუჭი
დანის პედალი
დაქუცმაცების ფუნქცია, სტანდარტული / არჩვითი /
მოჭრის სიმაღლე 30 - 80 მმ
ჭრის სიმაღლის რეგულირებაt: ცენტრარული / ღერძულად/ წრიულად / /
მოჭრის სიმაღლის რეგულირება:დონეები 6
განზომილება ლ/წ/ს 164x59x99 სმ
წონა 57 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.