AS 901 SM
პროფესიონალური ჯაჭვური მულჩერი მაღალი მუშაობის სიჩქარით
AS 901 SM ხასიათდება მუშაობის მაღალი სიჩქარით და ეფექტურობით ფერდობებზე, მაღალი ბალახისა და ხშირი ბუჩქნარის პირობებში. Briggs & Stratton Vanguard Series ძრავის მოცულობაა 480 კუბური სმ, სიმძლავრე – 16 ცხენის ძალა. ზეთისა და საწვავის ფილტრები ქმნის დაზიანების თავიდან აცილების პირობებს. 5-სიჩქარიან ტრანსმისიას გააჩნია წინა სვლის სიჩქარე (1,2-4,0 კმ/სთ) და უკანა სვლა (1,8 კმ/სთ). უკანა ხიდის დიფერენციალი უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდებას სველ ბალახზეც კი. ორმაგი ბორბლები ზრდის სტაბილურობას, ხოლო ვერტიკალურად დაყენებული ძრავი განაპირობებს დაბალ სიმძიმის ცენტრს და მასის (215 კგ) თანაბარ განაწილებას.
მარტივი, საიმედო და უსაფრთხო მართვა
AS 901 SM-ის მართვა ხდება 4 ბერკეტის მეშვეობით. თვლები იმართება დაპატენტებული მართვის და მუხრუჭის საკისრიანი სისტემით, რომელიც ხსნის შემზღუდავ დიფერენციალს თვლების მართვის ბერკეტზე მსუბუქი ზემოქმედების შედეგად. სრული ზემოქმედება ბერკეტზე კი ამუხრუჭებს თვალს.
გარდა ამისა, მოძრაობისას დიფერენციალი მუდამ ჩართულია, პარკინგის მუხრუჭი კი ირთვება მართვის ბერკეტის აშვებისთანავე.ეს ზრდის უსაფრთხოებას ფერდობებზე და ტერასებზე მუშაობისას. ტეფლონით დაფარული უჟანგავი ფოლადის კაბელი (“Bowden”) უზრუნველყოფს მინიმალური ძალისხმევით მართვას. შედეგად მოწყობილობა იმართება საიმედოდ, მარტივად და უსაფრთხოდ.
მძლავრი სათიბი ბლოკი
სათიბი ბლოკის სიგანეა 90 სმ. იგი აღჭურვილია 26 წყვილი Y-ტიპის საჭრელი დანით. AS 901 SM შექმნილია რთულ პირობებში სამუშაოდ. მისი მუშაობის სიჩქარეა 3600 კვმ/სთ, ჭრის 130 სმ. სიმაღლის ბალახს.
სათიბი ბლოკი აღჭურვილია ქანქარისებრი საკისრებით, მორგებულია უსწორმასწორო ზედაპირზე მუშაობისთვის და უზრუნველყოფს თანაბარ მულჩირებას. ჯაჭვური სათიბი გვერდს უვლის წინაღობებს, რითაც იცავს ძრავსაც და ოპერატორსაც. პერფორირებული დამცავი ზრდის უსაფრთხოებას.
ჭრის სიმაღლე რეგულირდება 6 დონით 10-100 მმ დიაპაზონში. საჭის პოზიცია რეგულირდება ოპერატორის სურვილის შესაბამისად.
პროდუქტის უპირატესობები.
ფერდობებზე ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს საწვავისა და ზეთის პომპა.
ქანქარისებრი საკისრით გამაგრებული ჯაჭვური სათიბი 26 წყვილი Y-ტიპის ჩაქუჩით გამოირჩევა მუშაობის მაღალი სიჩქარით და უნაკლო თიბვა-მულჩირებით.
როცა მართვის ბერკეტი აშვებულია, მანქანა ჩერდება ავტომატურად იქნება ეს ფერდობი თუ ტერასა.
მანქანა ადვილად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე კონტროლდება ცალკეული ბორბლის მუხრუჭებით.
შემზღუდავი დიფერენციალი იხსნება და ამუხრუჭებს მუფთას.
მყარი, მსუბუქი კონსტრუქცია ორმაგი კედლის მქონე სათიბი ბლოკითა და მართკუთხა ჩარჩოთი.
ტესტირებულია DIN EN 12733:2011-06 სტანდარტის შესაბამისად.
პროდუქტის დეტალები
სიმაღლის რეგულირება
ჭრის სიმაღლის მარტივი რეგულირება ბერკეტით.
ხელის ტრანსმისია.
5-სიჩქარიანი ხელის ტრანსმისია შემზღუდავი დიფერენციალით და უკანა სვლით უზრუნველყოფს საუკეთესო მოჭიდებას სველი ბალახის პირობებშიც კი.
რეგულირებადი საჭე.
საჭე რეგულირდება ყოველი ოპერატორის მოთხოვნილების შესაბამისად გვერდულად და სიმაღლეში.
დარტყმებისაგან დამცავი.
პერფორირებული დამცავი ზრდის ოპერატორის უსაფრთხოებას.
ტექნიკური მონაცემები
აქსესუარები
ხელის დამცავი ფოლადის სახელური
ოპერატორის დამატებითი დაცულობა.
მუშა საათების მზომი
აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.
დახრის საზომი
გვიჩვენებს ფერდობის დახრას..
საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”
ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).
მეტი ინფორმაცია »საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”
ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის დახმარებით.
მეტი ინფორმაცია »დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის
გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.
უკამერო ბორბალი
მდგრადია დაზიანების მიმართ, დამატებით გამოიყენება საბურავის ჰერმეტიკი
"Flat-Stop".
ფოლადის დისკები
გაუმჯობესებული წევა, განსაკუთრებით ფერდობის გასწვრივ მუშაობისას. ფოლადის დისკი ცვლის AS 901 SM-ის გარეთა ბორბლებს.
პროგრამები
გზების კეთილმოწყობა
გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.
მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა
მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან. AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.
კომერციული ლანდშაფტური დიზაინი
AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას რთულ ნაკვეთებში მუშაობისას, უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.
მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი
AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.
ნადირობა და მეტყევეობა
ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.
მდელოს ბაღები
მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.
მზის ბატარეები
AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.
კომუნალური მომსახურება
AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.
მევენახეობა
მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.