AS 21 2T ES

მოქნილი და სამართავად მარტივი უნივერსალი ტრადიციული 2-ტაქტიანი ძრავით

AS 21 2T ES  კლასიკური სამბორბლიანი უნივერსალია. იგი აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 45-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს. ძრავისათვის ჰაერის მიწოდება ხორციელდება მაღალ პოზიციაში დამონტაჟებული სნორკელის ფილტრით, რაც იცავს ძრავს მტვრისა და ჭუჭყისგან.  2-ტაქტიანი ძრავის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე იძლევა მაღალ და ხშირ ბალახში მუშაობის საშუალებას. ლილვის სამმაგი საკისარი და ფრთიანი დანების ხახუნის დისკები იცავს ძრავს უხილავი წინაღობებისაგან. ფართო ბორბლები აგრესიული პროტექტორით უზრუნველყოფს კარგ განმავლობას 2,8 კმ/სთ სიჩქარისას.

 

მოქნილი მანევრირება 3-ბორბლიანი კონცეპტის წყალობით

AS 21 2T ES იდეალურია კუთხეებსა და მოსახვევებში თიბვისათვის. მობრუნებადი წინა ბორბალი შეიძლება დაფიქსირდეს ფერდობის დიაგონალურად უსაფრთხო და საიმედო მუშაობისათვის. საჭე რეგულირდება ოპერატორის სურვილისამებრ.

მუშაობის სიჩქარე შეადგენს 1400 კვმ/სთ, თიბვის სიგანეა 51 სმ. ჭრის სიმაღლე რეგულირდება წინა თვლის 4 და უკანა თვლის 2 დონით 55-80 სმ. დიაპაზონში. AS 21 2T ES ადვილად თიბავს 90 სმ. ბალახს.

 

პროდუქტის უპირატესობები

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

სნორკელის ფილტრი

მაღალ დონეზე მდებარე სნორკელის ფილტრი ამარაგებს ძრავს მტვრისგან გაწმენდილი აირით.

3-ბორბლიანი კონცეპტი

თიბვა ფერდობზე, წინაღობების გარემოცვაში.

უკანა წამყვანი ბორბლები

უკანა წამყვანი ბორბლები უზრუნველყოფსა ოპტიმალურ მოჭიდებას ფერდობებზე და ტერასებზე.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

პროდუქტის დეტალები

რეგულირებადი საჭე

საჭე რეგულირდება როგორც სიმაღლეში, ასევე გვერდულად ოპერატორის მოთხოვნილების შესაბამისად

მართვადი წინა ბორბალი

ფერდობზე უსაფრთხოებისთვის წინა ბორბალი რჩება მობრუნებულ მდგომარეობაშიSwivel front wheel can be stopped in position for safe traversing on slopes.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 51 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 80 სმ
ძრავის მწარმოებელი AS-Motor
ძრავისი ტიპი AS 165 ES
გადაადგილება 165 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 4,0/5,4 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3800 ბრუნვა წუთში.
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
მოჭრის სიმაღლე 55 - 80 მმ
წევის ძრვა,მექანიკური/ჰიდროსტატიკური /
სიჩქარი რაოდენობა 1
მაქსიმალური სიჩქარე 2,4 კმ/სთ
ავზის მოცულობა 5
განზომილება ლ/წ/ს 195x74x99 სმ
წონა 54 კგ
Changes in technology, equipment and price are reserved. Of information or illustrations no claims can be derived

აქსესუარები

უკანა ბორბლის მუხრუჭი

უკანა ბორბლის მუხრუჭი უზრუნველყოფს ოპტიმალურ მოჭიდებას ფერდობებსა და ტერასებზე.

ხელის დამცავი პლასტიკის სახელური

ეფექტური დაცვა ჯაგნარისა და ეკლებისგან.

ხელის დამცავი ფოლადის სახელური

ოპერატორის დამატებითი დაცულობა.

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

სპეციალური დანა

გამოიყენება ქვიშიანი ნიადაგის პირობებში.

წყვილი ბორბალი (AS 21, 26, 53)

ოპციური ბორბლის წყვილი ფერდობებზე გაწევის გასაუმჯობესებლად.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

დამხმარე ყველგანმავალი

გაძლიერებული წევა, განსაკუთრებით ფერდობის გასწვრივ მუშაობისას.

პროგრამები

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.