AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

AS-Motor-ის ახალი, მძლავრი, ჯაჭვური სათიბი-მინიტრაქტორი დაპროექტებულია უსწორმასწორო, ჯაგნარიანი, ფერდობიანი ნაკვეთებისათვის.  AS 1040 Yak 4WD თიბავს 1,5 მეტრი სიმაღლის ბალახს, ჭრის ამავე სიმაღლის ბუჩქნარსა და ნარგავებს. მუშაობის მაღალი სიჩქარე და უსაფრთხოება იდეალურს ხდის ამ ჯაჭვურ სათიბს პროფესიონალური მოხმარებისთვის, კომერციული ლანდშაფტური დიზაინისთვის და მუნიციპალური საჭიროებებისათვის.

 

ენერგიის წყარო ლილვის პირდაპირი ჯაჭვური მართვით

AS 1040 Yak 4WD აღჭურვილია Briggs & Stratton -ის 2 ცილინდრიანი Vanguard V-Twin ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეა 23 ცხ.ძალა (17.2 კვ), ძრავის მოცულობა კი 627 კუბური სმ. ძრავი განლაგებულია ჰორიზონტალურად,  V-ღვედის მეშვეობით მისი ენერგია პირდაპირ გადაეცემა ჯაჭვური დანის ლილვს, ხოლო ციკლონური ჰაერის ფილტრი ახდენს სუფთა ჰაერით მომარაგებას. ზეთისა და საწვავის ტუმბოებით გარანტირებულია შედეგი ფერდობებზე მუშაობისას.

 

ცვლადი 4WD კრუიზ კონტროლის ფუნქციით

ჰიდროსტატიკული ტრანსმისია აძლევს ოპერატორს საშუალებას აკონტროლოს AS 1040 Yak 4WD-ის სიჩქარე 6,8 კმ/სთ-მდე წინ მოძრაობისას და 6,3 კმ/სთ-მდე უკუსვლით მოძრაობისას. მუდმივი 4WD ქმნის წინაღობას მიუხედავად ნაკვეთის ზედაპირისა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირება ფეხის პედალით; მართვის ბერკეტი ინტეგრირებული პარკინგის მუხრუჭითა და კრუიზ კონტროლით უზრუნველყოფს მარტივ ოპერირებას.

 

 

 

მოძრავი ჯაჭვური სათიბი ბლოკი Y-ტიპის ჯაჭვური დანებით

AS 1040 Yak 4WD აღწევს 6800 კვმ/სთ მუშაობის სიჩქარეს 1-მეტრიანი თიბვის სიგანისა და 56 ცალი  Y- ტიპის ჯაჭვური დანების სისტემის მეშვეობით, რომლიც აქუცმაცებს ბალახს და ალაგებს მულჩს სამუშაო სივრცის გასწვრივ. ჭრის სიმაღლე რეგულირდება 7 დონით 30-110 მმ დიაპაზონში. მოძრავი სათიბი ბლოკი და  Y- ტიპის ჯაჭვური დანების სისტემა იცავს ძრავსაც და ოპერატორსაც დაზიანებისა და უხილავი საგნებისაგან. სათიბი ბლოკის ასიმეტრიული ფორმა იძლევა ღობის გასწვრივ და სხვადასხვა ობიექტების გარშემო მუშაობის საშუალებას.

 

კომფორტი ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში

ერგონომიკული სავარძელი იძლევა ადექვატურ სივრცეს (200 სმ) ოპერატორისთვის, ხოლო სპეციალური სისტემა სავარძლის პოზიციას ცვლის ვერტიკალური მიმართულებით (მაღლა-დაბლა).

 

 

 

ჯაჭვური თუ მბრუნავი?

მყარი და მძლავრი ასიმეტრიულად მოძრავი ჯაჭვური სათიბი ბლოკი. სათიბი ბლოკი და ჯაჭვური სისტემა იკვლევს გზას უცხო ობიექტების გარემოცვაში და უსწორმასწორო ზედაპირზე.

მოთიბული ბალახის თანაბარი დალაგება.

თიბვის შესანიშნავი შედეგი განპირობებულია თიბვის სიგანით.

შექმნილია პროფესიონალებისათვის

როტორული წევა და გზის გადაკეტვის აუცილებლობის არარსებობა უზრუნველყოფს მუშაობის მაღალ შედეგებს.

მძლავრი და გამძლე

მყარი, მართკუთხა ჩარჩო, წონის ოპტიმალური განაწილება, ექსპლუატაციაში მარტივი ჰიდროსტატიკული ტრანსმისია და ოპტიმალური გაგრილების სისტემა.

ექსტრემალური ფერდობის პირობებში

დაბალი სიმძიმის ცენტრი და 4WD ოთხი წამყვანი უზრუნველყოფს მდგრადობას ფერდობებზე.

მყარი პოზიცია

წონის დაბალანსებული გადანაწილება- 45% წინა ღერძზე და 55% უკანა ღერძზე - უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას და უსაფრთხო მუშაობას ნებისმიერი რელიეფის შემთხვევაში.

უსაფრთხოება-უპირველეს ყოვლისა

ოპერატორის მაქსიმალური უსაფრთხოება მდგრადი დასაკეცი ღერძის, მძღოლის სავარძელში ინტეგრირებული უსაფრთხოების ჩამრთველის, საავარიო ფეხის მუხრუჭის მეშვეობით.

იოლი მომსახურება

ჯაჭვები და ღვედები მარტივად იცვლება სასერვისო ჭრილების გასწვრივ გამოღებითა და ჩასმით. სერვისისთვის საჭირო ყველა წერტილი მარტივად მისადგომია.

2018 წელს  AS-Motor -მა მიიღო ოქროს მედალი ჯაჭვური სათიბი -მინიტრაქტორის –  AS 1040 YAK 4WD -ის ინოვაციური მოდელისთვის სლოვენიაში გამართულ AGRA-ს ღონისძიებაზე.

პროდუქტის დეტალები

ოპტიმალური ერგონომიკა

მოხერხებული დასაჯდომი პოზიცია, საჭის იდეალური განლაგება, ფართო ადგილი 6 ფუტი 6 დიუმამდე სიმაღლის ოპერატორისთვის, ახალი შემუშავებული სავარძლის ფორმა და ზამბარების სისტემა.

კომფორტული მართვა

ვარიაციული ჰიდროსტატიკული მართვა ერთი ხელის ბერკეტით. კრუიზ-კონტროლი და ინტეგრირებული პარკინგის მუხრუჭი, ოპერატორი არ იღლება მუშაობისას.

შესანიშნავი გაწევა

მუდმივი 4WD, დიფერენციალის ჩართვა უკანა ღერძზე საჭიროებისას, დაბალი წნევის საბურავები აგრესიული პროტექტორით და AS-Motor -ის საბურავის ჰერმეტიკი (flat-stop).

მოძრავი ჯაჭვური სათიბი ბლოკი.

ჯაჭვური ელემენტის მქონე მოძრავი სათიბი ბლოკი უსწორმასწორო ნაკვეთში სამუშაოდ. სიმაღლე რეგულირდება მარტივად, ზამბარების მეშვეობით.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 100 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი Vanguard V-Twin 3864
4-ტაქტიანი ძრავა, ერთცილიანდრიანი/ორცილინდრიანი. /
გადაადგილება 627 სმ³
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 15,5/21,1 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 3600 ბრუნვა წუთში.
ძრავა , უკანა 2 WD / მუდმივი 4WD /
ძრავა, ჰიდროსტატის ცვლილება
მაქსიმალური სიჩქარე 6,8 კმ/სთ
მაღალი ხახუნის დიფერენციალი
ავტომატური მუხრუჭი
მარტივი დანა/ჯვარედინი დანა/Y-ჯაჭვი / /
გვერდითი გამონადენი/ იშვიათი გამონადენი /
დახურული ბალახის სათიბი
მცურავი სათიბი
მოჭრის სიმაღლე 30 - 110 მმ
ავზის მოცულობა 17
სავარძლის პოზიცია, სტანდარტული/არჩევითი /
განზომილება ლ/წ/ს 199x122x159 სმ
წონა 335 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

საჭის სახელური

ცალი ხელით მართვის და მანევრირების საშუალება სწორი რელიეფის ნაკვეთზე.

თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვი

მაგრდება წამყვან თვლებზეოვლში მოძრაობისას.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

მისაბმელის ადაპტორი (YAK)

გამოიყენება AS მისაბმელის სათიბზე დასამაგრებლად.

მისაბმელი

პარამეტრები: სიგრძე = 1071 მმ, სიგანე = 607 მმ, სიმაღლე: 274 მმ. ტვირთამწეობა: 100 კგ. უკანა პანელი იხსნება.

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის  დახმარებით.

მეტი ინფორმაცია »

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”

ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).

მეტი ინფორმაცია »

დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის

  გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

საცხენოსნო ბიზნესი

საჯინიბოების ტერიტორიაზე მდებარე მდელოებსა და ცხენის სადგომებში  არის ბალახისა და გამწვანების სხვადასხვა ფორმით მოვლის საჭიროება. ამ მიზნებისთვის AS-Motor საუკეთესო დანადგარებს გვთავაზობს.

მზის ბატარეები

AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.

მევენახეობა

მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.  AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

ნადირობა და მეტყევეობა

ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.