AS-Motor -ის დისკიანი სათიბები

დისკიანი სათიბები, როგორც ალტერნატივა

საფურაჟე საკვების მოსაპოვებლად გამოყენებული სათიბების უმეტესობა რთუად მოსავლელი და მძიმეა, მჭრელი კუთხე კი მალე ცვთება. დისკიანი სათიბების ახალი თაობა ამარტივებს შინაური ცხოველებისათვის საკვების მოპოვებას.

მუშაობის რეჟიმი

ოთხი დანა მოთავსებულია მბრუნავი დისკის ქვემოთა ნაწილში. მოქნილი, მცურავი დანები ძირში ჭრის ბალახს დისკის ბრუნვის პარალელურად, ბალახი ლაგდება რკალისებრად, რათა იყოს ადვილად შეგროვებადი.

 

დისკიანი სათიბების უპირატესობები

დისკიანი სათიბი მუშაობს სხვა სათიბებთან შედარებით წყნარად, ბიძგების გარეშე. დისკიანი სათიბის დანები მოქნილია და უცხო სხეულთან შეჯახებისას იკეცება. ეს დანები მარტივად ილესება. დანა მაგრდება ნებისმიერ მხარეს, მისი ინსტალაცია მარტივია.

დანების ქვემოთ მდებარე დისკი იცვლის პოზიციას რელიეფის შესაბამისად. ბორბლები აღჭურვილია შემზღუდავი დიფერენციალით. შესაძლებელია წამყვანი ხიდის ბლოკირება სოლის მეშვეობით ფერდობებზე მუშაობისას. ამ დროს ორივე ბორბალი მოძრაობს თანაბრად და სათიბი პირდაპირ მოძრაობს. შემზღუდავი დიფერენციალი გამოიყენება ხეებისა და წინაღობების გარემოცვაში მუშაობისას.

AS 625 KM-ს გააჩნია მოძრაობის 2 სიჩქარე, AS-Motor-ს ყველა დისკიანი სათიბი აღჭურვილია Briggs & Stratton-ის 4 ტაქტიანი ძრავებით.

 

 

შესანიშნავია მეცხოველეობისა და საჯინიბოებისთვის.

ფერმერები და ცხენების მეპატრონეები ყოველდღიურად კვებავენ ცხოველებს ახალმოჭრილი ბალახით.  დისკიანი სათიბით მოჭრილი ბალახი  დიდხანს ინარჩუნებს ნედლ თვისებებს, ორლესური მბრუნავი დანები უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას.

 

პროდუქტები

AS 585 KM

ცელის მოქნილი და კომპაქტური ალტერნატივა

62 სმ
3,6/4,8 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 625 KM

2 სიჩქარიანი დისკიანი სათიბი რთული ნაკვეთისათვის.

62 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »