AS 30 E-WeedHex

სარეველას ამოძირკვა მინიმალური ხმაურითა და დაბალი გამონაბოლქვით

მსუბუქი და მოქნილი სარეველას ამოსაძირკვი  ჯაგრისი AS 30 E-WeedHex საიმედოდ სპობს სარეველას უსწორმასწორო ზედაპირებზე, მაგალითად ქვაფენილზე, კედლების და ბორდიურების გასწვრივ,  ვიწრო ადგილებში. დასატენ ბატარეაზე მომუშავე უხმო ძრავის წყალობით, ეს სარეველას ამოსაძირკვი იდეალურია ისეთ ადგილებში, სადაც ხმაური პრობლემას ქმნის, მაგალითად  საცხოვრებელ ზონებში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში.

სრული სიმძლავრე ლითიუმ-იონური დასატენი ბატარეის გამოყენებით

ჯაგრისი აღჭურვილია   Briggs & Stratton 82 Li სერიის 82V ლითიუმის იონებზე მომუშავე ელ. ძრავით. ეს მაღალი სიმძლავრის 5.0 Ah დასატენი ძრავი იძლევა 30-დან 45 წუთამდე ოპერირების საშუალებას სათადარიგო ჯაგრისის ტიპისა და გამოყენების სფეროს მიხედვით.

AS 30 E-WeedHex ბევრად უხმაუროა საწვავზე მომუშავე ძრავიან ანალოგებთან შედარებით, არ აქვს გამონაბოლქვი და ხასიათდება მინიმალური ვიბრაციით. ძრავი იტენება მარტივად, დამატებითი მოწყობილობების გარეშე.

მაღალი ბრუნვითი სიჩქარის მიღება მექანიკური ჯაგრისის სიჩქარის შემცირებით

ჯაგრისის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე (600 ბრ/წთ) უზრუნველყოფს ყველაზე რთულად მოსაშორებელი სარეველის ამოძირკვასაც კი, დამცავი ქსოვილი კი იცავს მოწყობილობას ქვების მოხვედრის რისკისაგან. ბორბლების მდგომარეობის რეგულირება იძლევა მექანიკური ჯაგრისის დახრილ მდგომარეობაში მუშაობის და ფერდობის ქვემოთა კიდის სარეველასაგან გაწმენდის საშუალებას.

Three brush options

The AS 30 E-WeedHex აღჭურვილია მძლავრი, დახურული, დისკის ფორმის ჯაგრისით, რომელიც ხასიათდება ქვის მინიმალური გატყორცნით. ოპციური ნეილონის ჯაგრისი ხასიათდება   ზედაპირის უფრო ნაზი დამუშავებით და გამოიყენება მგრძნობიარე ზედაპირის შემთხვევაში (აგური, ხე, ნატურალური ქვა, ტერაკოტი). AS 50 WeedHex -ისათვის ახლადშექმნილი ჯაგრისის დამჭერი იძლევა საშუალებას ვცვალოთ ჯაგრისები მარტივად და სწრაფად სპეციალური სისტემის მეშვეობით. ამ სისტემით შესაძლებელია ღრმულების გაწმენდა სარეველისაგან უხმაუროდ და ეფექტურად.

 

პროდუქტის უპირატესობები

დაბალი ხმაურის დონე და მცირე გამონაბოლქვი

ბატარეის ენერგიაზე მომუშავე მანქანები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხმაურისა და გამონაბოლქვისადმი მგრძნობიარე სივრცეებში.

ჯაგრისის ბრუნვითი სიჩქარე

600 ბრ/წთ ჯაგრისის სიჩქარე და დამცავი ქსოვილი უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას ქვების გატყორცნისა და დამტვერიანების მინიმალური რისკით.

კუთხეების უნაკლო გაწმენდა

ჯაგრისისა და ჩარჩოს ურთიერთმდებარეობის რეგულირებით მიიღწევა კუთხეების უნაკლო გაწმენდა.

შასის ასიმეტრიული რეგულირება

თითოეული ბორბლის სიმაღლის ინდივიდუალური რეგულირება უზრუნველყოფს დასამუშავებელი კუთხეების შემთხვევაში უკეთეს რეზულტატს.

ჯაგრისის მაღალი ბრუნვითი სიჩქარე

ძრავის/სარეველას ამოსაძირკვი ჯაგრისის ბრუნვითი სიჩქარე ორჯერ და მეტად იზრდება რედუქტორის მეშვეობით.

საჭე

საჭე რეგულირებადია, აქვს 3 პოზიცია.

პროდუქტის დეტალები

აკუმულატორის სწრაფი გამოცვლა

დასატენი აკუმულატორი იცვლება იოლად, ხელსაწყოების გარეშე. LED დისპლეი გვიჩვენებს დატენვის დონეს.

დასატენი აკუმულატორი+ დამტენი

კომპლექტში შედის: მაღალი სიმძლავრის B&S 82 ვ, 5.0 ამპერ/სთ ლითიუმ-იონური დასატენი აკუმულატორი და დამტენი. დატენვის დრო: 100% - 75 წთ, 80% - 40 წთ.

დამცავი ქსოვილი

დამცავი ქსოვილი იძლევა მანქანების სამოძრაო არეალთან ახლოს მუშაობის საშუალებას და იხსნება ხელსაწყოების გარეშე.

ჯაგრისების სისტემა

ფოლადის მავთულის ელემენტების მქონე ჯაგრისის დახურული ფორმა გვიცავს გამოტყორცნილი ქვებისაგან და იძლევა მუშაობის საუცხოო შედეგს.

ტექნიკური მონაცემები

სამუშაო სიგანე 35 სმ
ძრავის მწარმოებელი B&S
ძრავისი ტიპი 82Li Series 82V Lithium Ion Powerhead
ნომიმალური სიჩქარე 2900 ბრუნვა წუთში.
ნომინალური ძაბვა 72 V
მაქსიმალური ძაბვა 82 V
ფუნჯების სიჩქარე 600
პირდაპირი ფუნჯის ძრავა / ფუნჯის პედალი /
შესაფერისია მოსწორებული ბათქაშისთვის
შესაფერისია არამოსწორებული ბათქაშისთვის
შესაფერისია საბორდიურე ქვებისთვის
ახელურის სიმაღლის რეგულირება
განზომილება ლ/წ/ს 157x61x108 სმ
წონა 35 კგ
ოპციური, ნეილონის დისკისებრი ჯაგრისი 35 სმ/ფოლადის დისკისებრი ჯაგრისი/ჯაგრისის დამჭერი 42 სმ / /
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

ნეილონის ჯაგრისი

გამოიყენება მგრძნობიარე ზედაპირებზე, ზედაპირზე ზემოქმედების ძალა ზომიერია.

ფოლადის ჯაგრისი

ყოველდღიური მოხმარებისთვის. ზედაპირზე ზემოქმედება ძალიან ძლიერია.

ჯაგრისის დამჭერი

AS 30 WeedHex -ის შემთხვევაში შესაძლებელია ,  2, 4 ან 6 ჯაგრისის ფუნჯის გამოყენება. სამუშაო არეალის სიგანე- 42 სმ. მარტივი სისტემა, ფუნჯის გამოცვლა ადვილია. მუშაობის მაღალი სიმძლავრე. სიახლე შემოტანილია 2019 წელს.

მეტალის ჯაგრისის ფუნჯები

გამოიყენება AS 50 WeedHex და AS 30 -ზე ჯაგრისის დამჭერთან ერთობლიობაში.  AS 50-ზე : 2  ცალი, AS 30: 2,4 ან 6  ცალი.

აკუმულატორი AS 30 E-WeedHex-ისათვის

მძლავრი B&S 82V lithium-ion აკუმულატორი სტაბილური მუშაობისათვის ჩამონტაჟებული ინდიკატორით.5.0 Ah.

დამტენი AS 30 E-WeedHex-ისათვის.

დამტენი  B&S 82 V lithium-ion აკუმულატორისათვის.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

კომუნალური მომსახურება

AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.