AS-Motor-ის სარეველას ამოსაძირკვი

სარეველას მექანიკური კონტროლი - ჰერბიციდების ალტერნატივა

სარეველას ამოსაძირკვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალურ და კერძო ნაკვეთებში, სერვისის მიმწოდებელთა საქმიანობაში. ამოსაძირკვი გადაადგილდება ბორდიურის გასწვრივ ასუფთავებს ძნელად მისადგომ ადგილებს. ზოგიერთ ნაკვეთში ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია. AS-Motor იძლევა სარეველას კონტროლის პროფესიონალურ ალტერნატივას. იგი იყენებს დაპატენტებულ ოსცილირებადი ჯაგრისების სისტემას. ეს ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი გამორიცხავს ჰერბიციდების გამოყენებას.

 

სარეველას ამოძირკვა, როცა მძიმე აღჭურვილობის გამოყენება შეუძლებელია

მუნიციპალურ თუ კერძო ნაკვეთებში სარეველა ხშირად ძნელად მისადგომ წერტილებში იზრდება. AS-Motor-ის სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისები აღჭურვილია ხელის მართვით და გამოყენებადია შემდეგ ადგილებში:

  • ბორდიურის გასწვრივ და სხვა პერიფერიულ ადგილებში
  • კედლის გასწვრივ
  • ქვაფენილის ელემენტებს შორის
  • უსწორმასწორო ნაკვეთებში
  • ბალახის საფენებსა და H- ფორმის მოსაპირკეთებელ ქვებს შორის
  • წყლის არხებსა და საკანალიზაციო მილების სათავეში

 

 

სარეველასთან ბრძოლა ავტომაგისტრალებზე

AS 50 WeedHex აღჭურვილია უსაფრთხოების ტექნოლოგიით, რომელსაც მინიმუმზე დაყავს უცხო სხეულების გატყორცნის რისკი მოძრავ ავტომობილებთან სიახლოვეს მუშაობისას.  ორი მბრუნავი ჯაგრისი ლოკალიზებულია დახურულ “ქუდში”, ამავე დროს დამცავი ნაჭერი ებჯინება მიწის ზედაპირს, რაც ორმაგ დაცვას ქმნის და გამორიცხავს ქვების ამოტყორცნას.

AS 50 WeedHex -ს მიღებული აქვს შესაბამისი უსაფრთხოების სერიფიკატი გერმანიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინჟინერინგის ტესტირებისა და სერტიფიცირების ცენტრისგან.

 

მიუწვდომელ ადგილებში სარეველას ამოძირკვა

AS 30 WeedHex არის მსუბუქი, მოქნილი მექანიკური სარეველას ამოსაძირკვი მარტივი მართვით. ჯაგრისის კუთხე იცვლება ბორბლების დამაგრების სიმაღლის რეგულირებით, რაც იძლევა საშუალებას დახრილ ან ჩავარდნილ ადგილებზე (მაგ. არხი) მუშაობისა.

ბრუნვითი სიჩქარეა 600 ბრ/წთ, დამცავი ქსოვილი უსაფრთხოს ხდის მუშაობას და ამცირებს ქვების გატყორცნისა და დამტვერიანების რისკს.  რედუქციული წევა აორმაგებს ბრუნვით სიჩქარეს, რაც სარეველას უფრო სწრაფ ამოძირკვას განაპირობებს. ხისა და ბუნებრივი ქვის ზედაპირი მუშავდება სენსიტიური ზედაპირებისათვის განკუთვნილი ჯაგრისით.

 

პროდუქტები

AS 30 WeedHex 140

მექანიკური სარეველას ამოსაძირკვი კერძო მომხმარებლისათვის

35 სმ
2,4/3,3 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 WeedHex 160

სარეველას ამოსაძირკვი მექანიკური ჯაგრისი პროფესიონალური მოხმარებისათვის

35 სმ
3,0/4,1 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 30 E-WeedHex

სარეველას ამოძირკვა მინიმალური ხმაურითა და დაბალი გამონაბოლქვით

35 სმ
პროდუქტისთვის »
AS 50 WeedHex

როფესიონალური სარეველას ამოსაძირკვი დიდი ფართების დამუშავებისათვის.

50 სმ
4,1/5,5 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »