სათიბი მინიტრაქტორები

AS-Motor -ის სათიბი მინიტრაქტორები სხვა გაზონის ტრაქტორებთან შედარებით მძლავრია

გაზონის ტრაქტორები არაა მდელოებზე და ხშირი ბუჩქნარის პირობებში მუშაობისათვის გათვალისწინებული.  ამ შემთხვევაში ხშირად გვხვდება ჩაჭყლეტილი სათიბი ბლოკი, დამწვარი ღვედები და გაღუნული საჭრელი პირები.

AS-Motor -მა  შექმნა მინიტრაქტორი სათიბები, რომლებშიაც შერწყმულია გაზონის ტრაქტორების მუშაობის სიჩქარე და AS-Motor-ის უნივერსალების მობილურობასა და ჭრის სიმძლავრესთან.

ინჟინრული გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია დანების მძლავრი სისტემა, გადაცემათა კოლოფი, დაბალი სიმძიმის ცენტრი, გაგრილების სისტემა.

AS-Motor გვთავაზობს მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ 9 სხვადასხვა მოდელს. 2WD მოდელები მიზანშეწონილია სწორ ნაკვეთებში მუშაობის დიდი სიჩქარის მისაღწევად, ხოლო ოთხივე წამყვანი ბორბლის სისტემა, როგორც AS 940 Sherpa-ში შეუცვლელია ციცაბო ფერდობებზე მუშაობისას, ლანდშაფტური დიზაინერებისთვის, მუნიციპალური დანიშნულების რთულ ნაკვეთებში.

AS-Motor-ის სათიბი მინიტრაქტორები აღჭურვილია მამულჩირებელი ნაკრებით და თიბვის საუკეთესო რეზულტატებს ავლენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში.

 

AS-Motor -ის სათიბი მინიტრაქტორების ინჟინერინგის პრინციპები

  • ჭრის სიმძლავრე რედუქტორული წევის წყალობით
  • დაბალი სიმძიმის ცენტრი, რაც იცავს მანქანას რყევებისგან და გადაყირავებისგან.
  • ფართო ბორბლების ბაზა ფერდობებზე უკეთესი მუშაობისათვის
  • კომპაქტურობა
  • წონის ოპტიმალური გადანაწილება
  • ერგონომიკული დასაჰდომი პოზიცია დაღლის გარეშე ხანგრძლივი მუშაობისთვის.
  • მარტივი და ინიტუიტიურად მიმდინარე ოპერირება
  • არაა ზედმეტი და პლასტიკური დეტალები
  • მომსახურებისთვის ადვილად მისადგომი სისტემის კომპონენტები

ინოვაცია - AS 940 Sherpa RC დისტანციური მართვით

2015 წელს შემოთავაზებული Sherpa RC მსოფლიოში პირველი დისტანციური მართვის მქონე სათიბი მინიტრაქტორია. ეს იყო სიახლე ინდუსტრიაში. ამ მანქანის გამოყენება შესაძლებელია ციცაბო და რთულ ფერდობებზე გამოყენება ოპერატორის არაკომფორტული ლოკაციებიდან უსაფრთხო დისტანციაზე დაშორების პირობებში.

AS-Motor-ის მიერ შემოთავაზებულ სათიბი მინიტრაქტორების 9 მოდელში ძრავის სიმძლავრე მერყეობს 10-27 ცხძ. ინტერვალში, თიბვის სიგანე – 80-98 სმ ინტერვალში. ისინი აღჭურვილია მრავალფეროვანი ოპციებით.

 

 

AS-Motor -ის სათიბი მინიტრაქტორების უპირატესობები

ცვლადი წევის ჰიდროსტატიკული ტრანსმისია გადართვის გარეშე

  • ხელის ბერკეტებით ან ფეხის პედლით მართვადი ჰიდროსტატიკული მუხრუჭები
  • სიჩქარის ზუსტი არჩევა რელიეფიდან გამომდინარე
  • ორმაგი მუხრუჭის ფუნქცია კრიტიკულ სიტუაციებში უსაფრთხოებისათვის.

ნებისმიერ დროს შეიძლება შემზღუდავი დიფერენციალის ჩართვა

  • ბლოკავს წამყვან ბორბალს
  • უკეთესი მოჭიდება რთული რელიეფის ნაკვეთებში

150 სმ სიმაღლის ბალახისა და ბუჩქნარის ჭრა

  • მუშაობის მაღალი სიჩქარე პროფესიონალური მოხმარებისათვის
  • ეკოლოგიურობა
  • თიბვის ინტერვალის შერჩევა

ერგონომიკული დასაჯდომი პოზიცია

  • ინოვაციური ზამბარიანისისტემა 60-120 კგ წონისათვის
  • მოსახერხებელი დასაჯდომი პოზიცია

მეტალის მილისებრი კორპუსი

  • ოპტიმალური მდგრადობა
  • დაბალი სიმძიმის ცენტრი

წველა წამყვანი ბორბალი

  • უსაფრთხოების ფაქტორი 17-გრადუსიან და მეტი დახრილობის ფერდობებზე
  • ნიადაგის დაცვა დაზიანებისგან
  • კარგი მოჭიდება დაღმართებზე

ზეთის გაგრილება

  • ზეთის მუდმივი ტემპერატურაექსტრემალურ სიცხეშიც კი.
  • სიცხეში სიმძლავრე არ იკარგება
  • გამძლე ნაწილები

მკვეთრი მოხვევა 2WD-ს მეშვეობით

  • მოქნილობა რიგებს შორის მუშაობისას
  • მაღალი მუშაობის სიჩქარე

ჯვარედინი დანების სისტემა

  • მრავალჯერადი დაქუცმაცება იძლევა მულჩირების კარგ რეზულტატს
  • მულჩის დაჩქარებული დაშლა ამცირებს დამპალი ნაზარდის რაოდენობას

მოძრავი მამულჩირებელი ბლოკი

  • დახურული სათიბი ბლოკი გვიცავს გამოტყორცნილი უცხო სხეულებისგან და იკავებს ბალახს დიდხანს, რითაც იწვევს მის უკეთ დაქუცმაცებას.
  • The AS Sherpa-ს მოძრავი სათიბი ბლოკი იცავს დანას დაზიანებისაგან.

სათიბი ბლოკი გვერდითი დაცლით

  • გათიბული ბალახის გვერდითი დაცლა უზრუნველყოფს მოძრაობის და მუშაობის მაღალ სიჩქარეს.

AS-Motor-ის სათიბი მინიტრაქტორების გამოყენება თქვენი ამოცანებისათვის

პროდუქტები

AS 799 Rider

AS-Motor-ის საწყისი დონის სათიბი მინიტრაქტორი კერძო საკუთრებისა და კულტივირებული მდელოებისთვის

80 სმ
7,8/10,6 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 800 FreeRider

სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით

80 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 900 Enduro

ძლიერი და საიმედო მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი გვერდითი დაცლის ფუნქციით.

90 სმ
11,9/16,2 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 915 შერპა 2WD

შერპას ოჯახი: ერგონომიკული და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი

90 სმ
16,4/22,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 920 Sherpa 2WD

ძლიერი და მოქნილი სათიბი მინიტრაქტორი შემზღუდავი დიფერენციალით საშუალო დახრილობის ფერდობებისთვის

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD

მაღალი ბალახის სდათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლით

80 სმ
7,8/10,6 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD XL

მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლითა და მაღალი კლირენსით

80 სმ
7,8/10,6 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD RC

მსოფლიოში პირველი სათიბი-მინიტრაქტორი დისტანციური მართვით. კიდევ უფრო საიმედო რთულ ნაკვეთებზე მუშაობისას.

80 სმ
7,8/10,6 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »