AS-Motor -ის გადაწყვეტილებები ტყეების მენეჯმენტისა და სანადირო სივრცეებისთვის

ძლიერი დიზაინის უპირატესობა ახალგაზრდა სატყეო ტერიტორიებზე ზრუნვისას, ტყის ბილიკების გასუფთავება და სანადირო სივრცეებზე არსებული ხშირი ტყეების მოვლა.

გამოყენების მაგალითები

მეტყევეობა

ტყის მენეჯმენტი გულისხმობს ეკოლოგიურობასა და ეკონომიას შორის ბალანსს. AS 65 Scout გახლავთ ბუჩქის საკრეჭების შესანიშნავი ალტერნატივა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ტყის მოვლისას. ჯაჭვური სათიბების გამოიყენებით ხდება ტყის ზღვრების შენარჩუნება ან 20 მმ სისქემდე ნერგების ჭრა.

სანადირო სივრცეები

 

სამონადირეო მოედნების მენეჯმენტის ყოველდღიური საქმიანობა გულისხმობს
ბილიკების და გაწმენდის შენარჩუნებას.ასევე, მონადირეები ხშირად შემოღობავენ
მინდვრებს სხვადასხვა სახის ზიანის ასაცილებლად. ამ ღობეების გარშემო საჭი-
როა ბალახის გათიბვა. AS-Motor-ის ხელით სამართავი უნივერსალები
ზედგამოჭრილია ამ ამოცანისთვის. იმ შემთხვევაში, როცა ზიანის თავიდან აცი-
ლება ვერ ხერხდება, მაგალითად, გარეული ტახების გადმოსვლისას, ჯაჭვურ
სათიბებს შეუძლიათ რელიეფის გასწეორება.

 

საახალწლო ნაძვების პლანტაციები

პროფესიონალურ პლანტაციებში ყოველწლიურად 25 მილიონამდე საახალწლო ნაძვის კულტივაცია ხდება. ბალახის ზრდის პირობებში ნაძვის ხის ქვემოთა ტოტებს აკლდება შუქი და ისინი კარგავენ სიმწვანეს. AS-Motorგვთავაზობს ამ სიტუაციისათვის ტოტებისაგან დამცავით აღჭურვილ ხელით სამართავ სათიბებს, ჯაჭვური სათიბები და შერპა ტიპის მოდელები ასევე გამოიყენება ნაძვის ხის პლანტაციებში.

 

მანქანის დაბალი სიმძიმის ცენტრი ქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას მართვისას. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ოპერატორს გააჩნია საკმარისი პირადი სივრცე.

– Heiner Lorenz (საახალწლო ნაძვების პლანტაცია – Heiner Lorenz)

დრო უძვირფასესი საქონელია, ამიტომაც ვარ ამაყი ვიყო
AS 940 XL-ის მფლობელი.

– Udo Köhler (FMC Building Contractors, მაინის ფრანკფურტი)

კატეგორიები

პროფესიონალური ტექნოლოგიები

თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

ტყე და ხშირი ნაზარდი

ახალგაზრდა ხეების დაცვისათვის საჭიროა ტყის გაწმენდა სხვადასხვა ტიპის ნაზარდისაგან. ასეთი ტყეები და საახალწლო ნაძვების პლანტაციები რეგულარულად უნდა გაითიბოს. AS Scout 65 ჭრის 40 მმ-მდე სისქის ნაზარდს, ხოლო ჯაჭვური სათიბები 20 მმ სისქის ტოტებს.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

4 წამყვანი ბორბალი

4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.

დისტანციური მართვა

დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.

პროდუქტები

AS 73 4T B&S

მდელოს სათიბი ორსიჩქარიანი დანებით

73 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 901 SM

პროფესიონალური ჯაჭვური მულჩერი მაღალი მუშაობის სიჩქარით

90 სმ
11,9/16,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 751 RC

მუხლუხა შასიანი ჯაჭვური მულჩერი დისტანციური მართვით ექსტრემალური ფერდობებისთვის

75 სმ
9,5/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD XL

მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლითა და მაღალი კლირენსით

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »