AS-Motor გადაწყვეტილებები ვენახებისათვის

ის, რაც ადრე მძიმე ფიზიკური შრომით მიიღწეოდა ვენახში, ციცაბო ფერდობებზე გათვლილი AS-Motor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ბევრად მარტივი გახდა

მევენახეობას უხსოვარი დროიდან მიჰყო ხელი კაცობრიობამ. ბევრი რეგიონისთვის ეს არა მარტო კულტურული ტრადიციაა, არამედ ცხოვრების წესიც.

მდგრადი მევენახეობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში უფრო მნიშვნელოვა-
ნი გახდა - მცენარეთა მუდმივი საფარი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას
და ამცირებს ნიტრატების გაჟონვას და ეროზიის საშიშროებას. AS-Motor -ის
პირველივე უნივერსალების გამოშვების მომენტიდან, 1961 წლიდან, ეს ტექნიკა
ემსახურება ვენახებში ზედმეტი ბალახის გათიბვას და ციცაბო ფერდობების
კეთილმოწყობას.

გამოყენების მაგალითები

მცენარეების მუდმივი და სეზონური საფარი

მსოფლიოს ბევრ რეგიონში ვენახები ფერდობებზეა გაშენებული. AS-Motor -ს გააჩნია ფერდობების თიბვისა და ხშირი ნაზარდის ჭრის მრავალი გადაწყვეტილება.

 

მულჩირების ტექნოლოგია განაპირობებს თიბვის მძლავრ სიმძლავრეს, რაც საჭიროა ვაზის ნასხლავის დასაქუცმაცებლად და განოყიერების მიზნით მულჩის ნიადაგში დასაბრუნებლად.

 

ჩვენ ავიცილეთ თავიდან პესტიციდების ზედმეტად გამოყენება ჩვენს ვენახში. წლებია ვიყენებთ AS 21 და AS 28 სათიბებს. სამბორბლიანი სათიბი მოქნილია და შესანიშნავად თიბავს... ფერდობებს ვთიბავთ 2-ტაქტიან ძრავებიანი სათიბებით, არაა ამ ძრავების შეზეთვის პრობლემა. 6 ცხენის ძალის მქონე AS ძრავები ძლიერი და გამძლეა.

– Michael Horlacher (მოყვარული მებაღე და მევენახე შტუტგარტიდან))

AS 901 ჯაჭვური სათიბით ერთდროულად ვთიბავთ ბალახს ვენახის რიგებს შორის და ვაქუცმაცებთ გადაჭრილ ვაზს. ვმუშაობთ ჰერბიციდების გარეშე.

– Martin Gehauf (ფერმერი და მეღვინე, Freyburg)

კატეგორიები

ყვავილოვანი მდელოები

ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.

მდელოს მაღალი ბალახი

მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.

მულჩირება

მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.

უსწორმასწორო რელიეფი

ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.

ფერდობები

AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.

4 წამყვანი ბორბალი

4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.

პროდუქტები

AS 28 2T ES

2-სიჩქარიანი უნივერსალი გასაბერი ბორბლებით

63 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 65 2T ES

თანამედროვე უნივერსალი ფერდობებისა და რთული ნაკვეთებისათვის

65 სმ
4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 73 4T B&S

მდელოს სათიბი ორსიჩქარიანი დანებით

73 სმ
9,7/13,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 901 SM

პროფესიონალური ჯაჭვური მულჩერი მაღალი მუშაობის სიჩქარით

90 სმ
11,9/16,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD

მაღალი ბალახის სდათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლით

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 940 Sherpa 4WD XL

მაღალი ბალახის სათიბი მინიტრაქტორი 4 წამყვანი ბორბლითა და მაღალი კლირენსით

90 სმ
20,1/27,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »
AS 1040 YAK 4WD

მძლავრი, რთულ ნაკვეთზე-როგორც საკუთარ სახლში!!! – AS 1040 Yak 4WD

100 სმ
17,2/23,0 კვ (ცხენისძალა)
პროდუქტისთვის »