AS 701 SM
ჯაჭვური სათიბი ფერდობებისა და რთული ნაკვეთებისათვის
AS 701 SM -გააჩნია მაღალი მუშაობის სიჩქარე და სრულყოფილი მართვა. იგი აღჭურვილია Briggs & Stratton Series 3 ძრავით, რომელსაც გააჩნია ზეთისა და ჰაერის ფილტრები, 344 კუბური სმ. მოცულობა, 13 ცხენის ძალა სიმძლავრე. AS 701 SM ამუშავებს მაღალ ბალახს, ხშირ ბუჩქნარს ფერდობებზე, დაზიანების რისკის გარეშე. მართვა ხორციელდება 5-სიჩქარიანი ტრანსმისიით 1,1-3,6 კმ/სთ სიჩქარით წინა სვლისას და 1,7 კმ/სთ უკუსვლისას. უკანა ხიდის მუდმივმოქმედი შემზღუდავი დიფერენციალი აუმჯობესებს მდგრადობას და მართვას ფერდობებზე. AS 701 SM-ის მასაა 196 კგ, ძრავი ვერტიკალურადაა დაყენებული, სიმძიმის ცენტრი დაბლაა და მასის განაწილება თანაბარია.
უსაფრთხოებასთან შერწყმული გამორჩეული ინჟინერინგი
AS 901 SM-ის მართვა ხდება 4 ბერკეტის მეშვეობით. თვლები იმართება დაპატენტებული მართვის და მუხრუჭის საკისრიანი სისტემით, რომელიც ხსნის შემზღუდავ დიფერენციალს თვლების მართვის ბერკეტზე მსუბუქი ზემოქმედების შედეგად. სრული ზემოქმედება ბერკეტზე კი ამუხრუჭებს თვალს.
გარდა ამისა, მოძრაობისას დიფერენციალი მუდამ ჩართულია, პარკინგის მუხრუჭი კი ირთვება მართვის ბერკეტის აშვებისთანავე.ეს ზრდის უსაფრთხოებას ფერდობებზე და ტერასებზე მუშაობისას. უსაფრთხოების დამატებითი ელემენტია ტეფლონით დაფარული უჟანგავი ფოლადის კაბელი (“Bowden”), რომელიც უზრუნველყოფს მინიმალური ძალისხმევით მართვას. შედეგად მოწყობილობა იმართება საიმედოდ, მარტივად და უსაფრთხოდ.
მუშაობა რთულ პირობებში
AS 701 SM-ის სათიბ ბლოკს გააჩნია Y ტიპის საჭრელი დანების 20 წყვილი. ჭრის სიგანეა 70 სმ, მუშაობის სიჩქარე-2500 კვმ/სთ. მოწყობილობა ამუშავებს 100 სმ-მდე სიმაღლის ბალახს და ხშირ ბუჩქნარს. სათიბი ბლოკი აღჭურვილია ქანქარისებრი საკისრებით, მორგებულია უსწორმასწორო ზედაპირზე მუშაობისთვის და უზრუნველყოფს თანაბარ მულჩირებას. ჯაჭვური სათიბი გვერდს უვლის წინაღობებს, რითაც იცავს ძრავსაც და ოპერატორსაც. პერფორირებული დამცავი ზრდის უსაფრთხოებას.
ჭრის სიმაღლე რეგულირდება 6 დონით 10-100 მმ დიაპაზონში. საჭის პოზიცია რეგულირდება ოპერატორის სურვილის შესაბამისად.
პროდუქტის უპირატესობები.
ფერდობებზე ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს საწვავისა და ზეთის პომპა.
ქანქარისებრი საკისრით გამაგრებული ჯაჭვური სათიბი 20 წყვილიY-ტიპის ჩაქუჩებით აჩვენებს თიბვისა და მულჩირების მაღალ სიჩქარეს.
როცა მართვის ბერკეტი აშვებულია, მანქანა ჩერდება ავტომატურად იქნება ეს ფერდობი თუ ტერასა.
მანქანა ადვილად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე კონტროლდება ცალკეული ბორბლის მუხრუჭებით.
შემზღუდავი დიფერენციალი იხსნება და ამუხრუჭებს მუფთას.
მყარი, მსუბუქი კონსტრუქცია ორმაგი კედლის მქონე სათიბი ბლოკითა და მართკუთხა ჩარჩოთი.
პროდუქტის დეტალები

სიმაღლის რეგულირება
სიმაღლის მარტივი რეგულირება ბერკეტის საშუალებით.

ხელის ტრანსმისია.
5-სიჩქარიანი ხელის ტრანსმისია შემზღუდავი დიფერენციალით და უკანა სვლით აუმჯობესებს გაწევას და მოჭიდებას.

რეგულირებადი საჭე.
საჭე რეგულირდება ყოველი ოპერატორის მოთხოვნილების შესაბამისად სიმაღლეში და გვერდულად.

დარტყმისგან დამცავი.
პერფორირებული დამცავი ზრდის ოპერატორის უსაფრთხოებას.
ტექნიკური მონაცემები
აქსესუარები

ხელის დამცავი ფოლადის სახელური
ოპერატორის დამატებითი დაცულობა.

სახელურის გათბობა
თბილი ხელები ცივ ამინდში.

მუშა საათების მზომი
აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

დაბალი წნევის საბურავები
უკეთესი მოჭიდება ფხვიერ ზედაპირზე, ფართო საკონტაქტო ზედაპირი ტკეპნის ნიადაგს.

დახრის საზომი
გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”
ამცირებს საბურავის დასვების რისკს (950მლ).
მეტი ინფორმაცია »
საბურავის თხევადი ჰერმეტიკი “Plattfuss-Stop”
ამცირებს საბურავის დაშვების რისკს, მოთავსებულია 20-ლიტრიან ჭურჭელში და გამოიყენება დგუშის დახმარებით.
მეტი ინფორმაცია »
დგუში საბურავის ჰერმეტიკისათვის
გამოიყენება"Plattfuss-Stop" სითხით საბურავის შესავსებად 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ერთობლიობაში.

წყვილი ბორბალი (AS 65, 73, 701)
წყვილი ბორბალი (1x2) დამატებითი ფიქსაციით.

უკამერო ბორბალი
მდგრადია დაზიანების მიმართ, დამატებით გამოიყენება საბურავის ჰერმეტიკი
"Flat-Stop".

ფოლადის დისკები
გაუმჯობესებული წევა, განსაკუთრებით ფერდობის გასწვრივ მუშაობისას. ფოლადის დისკი ცვლის AS 901 SM-ის გარეთა ბორბლებს.
პროგრამები
კომერციული ლანდშაფტური დიზაინი
AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას რთულ ნაკვეთებში მუშაობისას, უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.
მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა
მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან. AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.
მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი
AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.
გზების კეთილმოწყობა
გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.
ნადირობა და მეტყევეობა
ტყეებსა და სანადირო სივრცეებში თიბვა რიგ შემთხვევებში ერთ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელაა საჭირო. AS-Motor -ს გააჩნია ასეთი ამოცანების შესრულებისათვის, ასევე ნაძვის ხეების პლანტაციებში მუშაობისათვის საჭირო ტექნიკა.
მდელოს ბაღები
მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.
მზის ბატარეები
AS-Motor -ის ტექნიკა გადაწყვეტაა მზის პანელების გარშემო ბალახის მოწესრიგებისათვის.
კომუნალური მომსახურება
AS-Motor გვთავაზობს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს კომუნალური მომსახურების მაგისტრალებისა და ობიექტების კეთილმოწყობისათვის.
მევენახეობა
მევენახეობა და მეღვინეობა სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. AS-Motor უკვე 60 წელია, შექმნის დღიდან, ციცაბოფერდობიანი ვენახების პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.