AS-Motor - სერვისი

AS-Motor უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს გაყიდვებისა და სერვისის დარგში დიდი გამოცდილების მქონე დილერების ქსელის მომსახურებით.  AS-Motor ატარებს წელიწადში 1000-ზე მეტ პროდუქციის დემონსტრაციას და გაყიდვების ტრეინინგს.  მომხმარებელთა მხარდაჭერა გამოიხატება აგრეთვე მარაგნაწილების სწრაფ მოწოდებაში, რაც უზრუნველყოფს თქვენი მანქანის მუშა მდგომარეობის შენარჩუნებას.

 

დილერის მოძებნა

ჩვენი მანქანების გამოცდის საუკეთესო გზაა AS-Motor-ის დილერის მიერ პროდუქციის დემონსტრაცია. მოძებნეთ ავტორიზებული დილერი აქ: here.

გარანტიის რეგისტრაცია

ჩვენი ექსტრემალური პირობებისთვის შექმნილი მანქანები მძლავრი და გამძლეა. ამიტომაც მოხარული ვართ შემოგთავაზოთ გარანტია, რომლის მოქმედებაც სტანდარტულ ფარგლებს სცილდება. დაარეგისტრირეთ გარანტია აქ და გაახანგრძლივეთ მისი მოქმედება 3 თვით.

 

Learn more

მარაგნაწილები

AS-Motor-ის ორიგინალი მარაგნაწილები უზრუნველყოფს თქვენი მანქანის დაუბრკოლებელ მუაშაობას. შედით პლატფორმაზე
our spare parts platform და შეავსეთ შეკვეთის სია ავტორიზებული დილერის დახმარებით.

 

CO2 -ის დონე EU Stage V ნორმის შესაბამისად

ნორმატივი EU Regulation 2016/1628 Stage V , რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის 1 იანვრიდან, აწესებს გამონაბოლქვის ახალ ლიმიტს შიდაწვის ძრავების მქონე არასაგზაო მანქანა-მოწყობილობებისთვის.

შეესაბამება თუ არა AS-Motor-ის მანქანა CO2-ის გამონაბოლქვის ლიმიტებს, შეგიძლიათ შეიტყოთ ძრავის მწარმოებელთა ქვემოთმოცემულ სიაში ძრავის შესახებ შეტყობინების გადამოწმებით.

CO2-ის გამონაბოლქვის გაზომვა ხდება ლაბორატორიულ პირობებში ძრავთა ჯგუფის ან ოჯახის გამოცდის შედეგად და ეს არაა გარანტია თითოეული კონკრეტული ძრავის ვარგისიანობისა.

 

Briggs & Stratton engines          Honda engines

AS-Motor 2-ტაქტიანი ძრავები:

  • ოჯახის დასახელება გამონაბოლქვის იარლიყზე: AS 165 GC
  • ოფიციალური შეტყობინების ტიპი გამონაბოლქვის იარლიყზე :
    e1*2016/1628*2016/1628SHB3/P*0129*00
  • CO2 ოდენობა (g/kW-h): 1329,89