AS 53 2T ES 4WD RB

4 წამყვანი ბორბალი და უკანა სვლა ფერდობებზე სამუშაოდ

AS 53 2T ES 4WD RB აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი 2 ტაქტიანი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის გამონაბოლქვის მარეგულირებელ 97/68/EC დირექტივას. ეს ძრავი ინარჩუნებს შეზეთვას პოზიციის მიუხედავად და ვარგისია 45-გრადუსიან დახრილობაზე სამუშაოდ დაზიანების რისკის გარეშე. ძრავს გააჩნია EasyStart ფუნქცია. CDI ციფრული ანთების სისტემა ორჯერ ამცირებს სტარტისას საჭირო ბრუნთა რიცხვს. 2-ტაქტიანი ძრავის მაღალი ბრუნთა რიცხვი უზრუნველყოფს შედეგიან მუშაობას სველი ბალახის პირობებშიც. ლილვის სამმაგი საკისარი, ფრთიანი დანის ხახუნის დისკი და დანების სისტემა იცავს ძრავს უხილავი დაბრკოლებებისაგან. ოთხი წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს განმავლობას ისეთ ექსტრემალურ პირობებში, როგორიცაა ფერდობები და უსწორმასწორო ნაკვეთები. ამას ხელს უწყობს ფართო, აგრესიული პროტექტორის მქონე საბურავები. სიჩქარე იცვლება საჭიროების შესაბამისად. AS 53 2T ES 4WD RB -ს გააჩნია უკანა სვლა. დაღმართზე სიჩქარე ავტომატურად მცირდება.

ჭრის სიმაღლე რეგულირდება 30-100 მმ დიაპაზონში თითოეულ ღერძზე 6 დონის მეშვეობით. მუშაობის სიჩქარეა 2500 კვმ/სთ, რაც მიიღწევა 2-ტაქტიანი 6 ცხენის ძალა სიმძლავრის მქონე ძრავისა და 53 სმ თიბვის სიგანის მეშვეობით. AS 53 2T ES 4WD RB ადვილად თიბავს 40 სმ სიმაღლის ბალახს.

 

 

პროდუქტის უპირატესობები.

ფერდობებზე გამოყენებადი ძრავი

მსოფლიოში ერთადერთი AS-ის 2-ტაქტიანი ძრავის (EasyStart ფუნქციით) ლუბრიკაცია არაა დამოკიდებული ძრავის პოზიციაზე და მისი მუშაობა დასაშვებია დახრილ მდგომარეობაში, ციცაბო ფერდობზე.

4 წამყვანი ბორბლით მოძრაობა (AS 53)

4 წამყვანი ბორბალი, უკანა ბორბლების მუხრუჭი, უკუსვლა - იდეალურია გორაკებზე, თხრილებში, სანაპიროებზე და ფერდობებზე სამუშაოდ. უზრუნველყოფილია უსაფრთხოება დაღმართზე მოძრაობისას.

ლილვის საკისარი იცავს ძრავს

სამმაგი ლილვის საკისარი და ხახუნის დისკი საუკეთესო დაცვაა ძრავისათვის.

ცვლადი სიჩქარე უკანა სიჩქარით

ცვლადი სიჩქარე იძლევა ნებისმიერ პირობებში ოპტიმალური შედეგების მიღების საშუალებას. მანქანას გააჩნია უკუსვლის ფუნქციაც.

პროდუქტის დეტალები

ჭრის სიმაღლის რეგულირება

6 დონის ჭრის სიმაღლის რეგულირება ღერძით.

უკანა ბორბლის მუხრუჭი.

პარკინგი და საიმედო მუხრუჭი ყველანაირი სიტუაციისათვის.

საჭე

დასაკეცი და გვერდულად რეგულირებადი საჭე.

5-ლიტრიანი ავზი

ტევადი 5-ლიტრიანი ავზი უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას შეუჩერებლად.

ტექნიკური მონაცემები

ჭრის სიგანე 53 სმ
ბალახის მაქსიმალური სიმაღლე 40 სმ
ძრავის მწარმოებელი AS-Motor
ძრავისი ტიპი AS 165 ES
ძრავა, 4-ტაქტიანი / 2-ტაქტი /
მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე 4,4/6,0 კვ (ცხენისძალა)
ნომინალური სიმძლავრე 2,8/3,8 კვ (ცხენისძალა)
ნომიმალური სიჩქარე 2800 ბრუნვა წუთში.
ავზის მოცულობა 5
უკანა ბორბლის ძრავა / ოთხივე-ბორბლის ძრავა /
სიჩქარი რაოდენობა Vario
უკან სვლა
მაქსიმალური სიჩქარე 4,8 კმ/სთ
მუხრუჭი
დაქუცმაცების ფუნქცია, სტანდარტული / არჩვითი /
მოჭრის სიმაღლე 30 - 100 მმ
ჭრის სიმაღლის რეგულირებაt: ცენტრარული / ღერძულად/ წრიულად / /
მოჭრის სიმაღლის რეგულირება:დონეები 6
განზომილება ლ/წ/ს 178x82x99 სმ
წონა 68 კგ
ცვლილებები ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში დაცულია. ინფორმაცია და ილუსტრაციები არ შეიძლება გახდეს პრეტენზიის საგანი

აქსესუარები

მუშა საათების მზომი

აფიქსირებს ნამუსევარ საათებს.

ბალახის დამგროვებელი გვერდითი ტომარა

მოთიბული ბალახის შესაგროვებლად.

წყვილი ბორბალი (AS 21, 26, 53)

ოპციური ბორბლის წყვილი ფერდობებზე გაწევის გასაუმჯობესებლად.

ხელის დამცავი პლასტიკის სახელური

ეფექტური დაცვა ჯაგნარისა და ეკლებისგან.

მულჩირების ნაკრები (AS 53)

გვერდითი დამცლელის ჩაკეტვა იძლევა მულჩირების შესანიშნავ რეზულტატს.

დახრის საზომი

გვიჩვენებს ფერდობის დახრას..

AS 2-ტაქტიანი ზეთი "Titan 2T"

ოპტიმალური ნაზავის მისაღებად. რეკომენდირებულია ყველა AS 2-ტაქტიანი ძრავებისათვის.

პროგრამები

კომერციული ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის მანქანების გამოყენება სერვისის მიმწოდებლების მიერ აძლევს მათ უპირატესობას  რთულ ნაკვეთებში მუშაობისას,  უზრუნველყოფს ბალახის ეფექტურ და ხარისხიან ჭრას.

მებაღეობა და ლანდშაფტური დიზაინი

AS-Motor-ის პროფესიონალური ტექნოლოგიები გვთავაზობს მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას პარკებისთვის, კერძო ბაღებისთვის, გაზონებისთვის.

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა

მუნიციპალური ნაკვეთების მოვლა მრავალი ამოცანის გადაჭრასთანაა დაკავშირებული, მაგალითად პარკებისა და გზის კიდეების მენეჯმენტთან.  AS-Motor უზრუნველყოფს პროფესიონალურ რეზულტატსა და ოპერატორის უსაფრთხოებას.

გზების კეთილმოწყობა

გზების კეთილმოწყობა ხშირად დაკავშირებულია მაღალი ბალახის თიბვასთან და ფერდობებზე მუშაობასთან. ორივე ეს თემა AS-Motor-ის სპეციალიზაციაა.

მდელოს ბაღები

მდელოს ბაღები სხვადასხვა რეგიონების ლანდშაფტებში გვხვდება და წარმოადგენს ბუნებრივ ეკოსისტემას მწერებისა და ფრინველებისათვის. ამ სივრცეების მოვლა ხშირად მოითხოვს თიბვას ხეების გარშემო, ფერდობებისა და რთული რელიეფის პირობებში.

კერძო მომხმარებელი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სრულჰყოთ ორნამენტული გაზონი, უზრუნველყოთ შინაური ცხოველები ფურაჟით ან მოუაროთ სააგარაკე ნაკვეთების ბაღებს, AS-Motor -ის პროფესიონალური ტექნიკის გამოყენებით მრავალი წლის განმავლობაში მიიღებთ ბრწყინვალე რეზულტატებს.

დასასვენებელი ობიექტები

დასასვენებელი ობიექტები უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალურად მოწყობილი. იქნება ეს პარკები თუ საზაფხულო ბანაკები, ასეთ სივრცეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

სპორტული ობიექტები და გოლფის კურსები

სპორტულ ობიექტებზე, მდელოებზე, სანაპიროებზე რთულად მისადგომი ადგილების და კუთხეების მენეჯმენტი.