AS-Motor -ის გადაწყვეტილებები კომერციული დიზაინისათვის
AS-Motor -ის მანქანები უზრუნველყოფს კომერციული ლანდშაფტური დიზაინის სერვისის მიმწოდებელთა მუშაობის სიჩქარესა და ჭრის ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას
კომერციული ლანდშაფტური დიზაინი მოიცავს კერძო ბაღებისა და ორნამენტული გაზონების მოვლას, გამწვანებული სივრცეების კონსერვაციას. უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან მუშაობას. AS-Motor სთავაზობს კომერციული ლანდშაფტური დიზაინის შემსრულებლებს პროფესიონალურ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხს რთულ ნაკვეთებშიც კი. მანქანის მაღალი ხარისხი და ეფექტურობა ზრდის ოპერატორის უსაფრთხოებას.
"იმის წყალობით, რომ არ იყო შემგროვებელი ტომრის ყოველ ჯერზე დაცლის ან ბილიკის გადაკვეთისას მანქანის ხელახლა დაქოქვის საჭიროება, დავზოგე უამრავი დრო... კმაყოფილი ვარ AS 531-ის თიბვის რეზულტატებით, მათ შორის ნოტიო ბალახის პირობებში... AS-Motor-ის სერვისი, ისევე როგორც თვითონ მანქანა, უნაკლოა. ტექნიკა მუდამ მწყობრშია”.
"AS 63 შთამბეჭდავი იყო. თანამშრომლებმა მითხრეს - "აი ეს ნამდვილად შესაძენია!"
კატეგორიები
პროფესიონალური ტექნოლოგიები
თიბვის სეზონისას პროფესიონალი ოპერატორი, ხშირ შემთხვევაში, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. AS-Motor შეუდარებელია ხარისხის, გამძლეობის და მუშაობის პროფესიონალური რეზულტატების თვალსაზრისით. დამატებითი უპირატესობებია მსუბუქი წონა, გამაგრების წერტილები და კომპაქტურობა.
ორნამენტული გაზონები
ორნამენტული გაზონების კეთილმოწყობა როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ნაკვეთების შემთხვევაში, ითიბება მამულჩირებელი ან შემგროვებელი ტომრის მქონე სათიბების გამოყენებით. პირველ შემთხვევაში ბალახი ბუნებრივ სასუქად გამოიყენება, მეორე შემთხვევაში კი გაზონს ვაცილებთ მოჭრილ ბალახს შემგროვებელი ტომრის გამოყენების მეშვეობით. გაზონები კვირაში ერთხელ ითიბება, ჭრის დონეა 40-50 მმ, ბალახის მაქს სიმაღლე-15 სმ.
ყვავილოვანი მდელოები
ყვავილოვანი მდელოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეცოსისტემის დაბალანსებასა და ბიომრავალფეროვნებაში, არის ბუნებრივი გარემო ფუტკრებისათვის. ასეთი მდელოების ბალახი სწრაფად იზრდება 40 სმ სიმაღლემდე და უნდა გაითიბოს წელიწადში 3-4-ჯერ.
ამ მიზნებისთვის გამოდგება ჩვენი პროფესიონალური მამულჩირებელი სათიბები შემგროვებელი ტომრით, უნივერსალები და სათიბი მინიტრაქტორები.
მდელოს მაღალი ბალახი
მდელოების ბაღები და გზისპირა უბნები ითიბება წელიწადში 1-2 ჯერ, ამიტომაც ბალახი 1 მ. სიმაღლემდე იზრდება. აქ მუშაობის კარგ რეზულტატებს აჩვენებს AS-Motor-ის ხელით სამართი სათიბები და სათიბი მინიტრაქტორები.
მულჩირება
მულჩირება არის პროცესი, რომლის დროსაც მოჭრილი ბალახი ქუცმაცდება სპეციალურ ბლოკში და უბრუნდება მიწას ნატურალური სასუქის სახით. მამულჩირებელი დანები და მბრუნავი მამულჩირებელი ბლოკები გამოიყენება ორნამენტალური გაზონების შემთხვევაში, ხოლო ჯაჭვური სათიბები-მაღალი ბალახის შემთხვევაში.
უსწორმასწორო რელიეფი
ცხოველთა სოროები, ბორცვები, წყლის არხები ქმნის უსწორმასწორო რელიეფს. AS-Motor-ის ბევრ მანქანას აქვს მაღალი კლირენსი, 4 წამყვანი ბორბალი, შემზღუდავი დიფერენციალი და აგრესიულპროტექტორიანი ბორბლები ამ პირობებში სამუშაოდ.
ფერდობები
AS-Motor -ის მანქანებს აქვთ მაღალი კლირენსი, კუთხოვანი ჩარჩო, დაბალი წონა, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სიმძიმის ოპტიმალური განაწილება, რაც ხელს უწყობს ფერდობებზე შეუფერხებელ მუშაობას.
4 წამყვანი ბორბალი
4 წამყვანი ბორბალი უზრუნველყოფს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში მუშაობას და დაღმართზე მოძრაობისას უსაფრთხოებას. წვიმიანი ამინდის პირობებშიც კი, უსწორმასწორო ნაკვეთებში, ბორბლის მიწასთან მოჭიდება მაღალია მაშინაც კი, როცა ერთი ღერძის ბორბლებს აღარ აქვთ წევა.
დისტანციური მართვა
დისტანციურად მართულ სათიბებს აქვთ ექსტრემალური ფერდობების პირობებში მუშაობის საშუალება. ოპერატორი უსაფრთხო დისტანციაზეა მტვრისგან, ბზიკებისგან, ტკიპებისგან და სხვა საფრთხეებისგან.